"ნიშნობა სკაიპით გვქონდა"
04-11-2018
"ნიშნობა სკაიპით გვქონდა"
თბილისელმა მარიამმა და კანადელმა ფილიპმა ორი წლის წინ ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. წყვილმა დაქორწინება რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტა და დღეს უკვე ხუთი თვის უილიამ-გიორგიც ჰყავთ. მარიამი თვლის, რომ გაუმართლა, რადგან ყველაზე ერთგული და თბილი ადამიანი იპოვა.

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, როცა ლექტორმა ბლოგის დაწერა დამავალა ვირტუალურ ურთიერთობებზე. ამ საკითხზე ბევრი არაფერი ვიცოდი, "ფეისბუკი" მქონდა მხოლოდ და გადავწყვიტე, მომეძებნა სპეციალურად გაცნობისთვის შექმნილი საიტები. ძალიან ბევრი ვიპოვე... ერთ-ერთზე სხვა სახელით დავრეგისტრირდი და
დავიწყე ჩემი გამოკითხვისთვის საჭირო რესპონდენტების ძებნა. სწორედ ამ ძებნისას ვიპოვე ფილიპი, კანადაში მცხოვრები ფრანგი. მასთან საუბარი საინტერესო აღმოჩნდა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

კანადაში ბევრი ქრისტიანი არ არის, ფილიპი და მთელი მისი ოჯახი კი ქრისტიანია. ისინიც ინტერნეტით გავიცანი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. თებერვალში გავიცანი ფილიპი,
აპრილში სკაიპით ნიშნობა გვქონდა და 18 ივნისს ვიქორწინეთ. ფილი ქორწილამდე ერთი დღით ადრე ჩამოფრინდა თბილისში და პირველად სწორედ მაშინ შევხვდით. სამწუხარო ის იყო, რომ ქორწილის შემდეგ ერთად მხოლოდ ხუთი დღე გავატარეთ, შემდეგ ის კანადაში დაბრუნდა, მე კი ვიზის პრობლემების გამო 7 თვე თბილისში დავრჩი.

ფილი თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველია. არაჩვეულებრივი მამაა. ქართულის სწავლაც დაიწყო.
დედამთილთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, ერთად ვცხოვრობთ და თავისი შვილებისგან არ მასხვავებს. სხვათა შორის, ჩემმა მულმაც თავისი მეუღლე "ფეისბუკით" გაიცნო. იხილეთ სრულად
კარლო
06 ნოემბერი 2018 05:57
ქართველების უცხოეთში გადახვეწას და იქ ვითომდა ბედნიერებას რატომ უკეთებთ რეკლამას
გავაზელი
05 ნოემბერი 2018 09:59
"კანადაში ბევრი ქრისტიანი არ არის". აბა რა არის უმეტესობა? მაჰმადიანები? თუ კონფუცის მიმდევრები?

რედაქტორის რჩევით