"გაჩერდი, თორემ ვიტყვი, შენ რა ქალიც ხარო"
"გაჩერდი, თორემ ვიტყვი, შენ რა ქალიც ხარო"
ნინო ლალიაშვილი თითქმის 20 წელია, ადვოკატად მუშაობს და ბევრი საინტერესო საქმე განუხილავს. მკვლელიც დაუცავს და მეუღლეებს შორის საოჯახო დავაშიც ჩარეულა. ის ჟურნალ „გზასთან“ რამდენიმე საქმეს იხსენებს:

- პროცესზე რა მოხდება, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია... ზოგჯერ შექმნილ სიტუაციას კარგ ხასიათზეც მოვყავართ. შუახნის მამაკაცი მეუღლეს დაშორდა და განქორწინების საქმე იხილება. მე ქალს ვიცავ. რამდენჯერმე დაიძაბა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა. მთელი პროცესის განმავლობაში მამაკაცი ქალს ასე აჩუმებდა, - "ახლა გაჩერდი, თორემ ვიტყვი, შენ რა
ქალიც ხარ". ქალი პასუხობდა, - "კარგი, არ თქვა". იმდენჯერ თქვა ეს ფრაზა მამაკაცმა, რომ ყველა დავინტრიგდით. როცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, მოსამართლემ ვეღარ მოითმინა და უთხრა, ერთი გვითხარი, მეუღლეს რა საიდუმლოს უნახავო. გარკვეულწილად ჩვენი ბრალიც იყო, მამაკაცმა ეს საიდუმლო რომ გაამხილა. მიხვდა, ნამდვილად აგებდა პროცესს და
მოსამართლის კითხვამაც შეაგულიანა, თითქოს რევანში აიღო და თქვა, - იცით, მოსამართლე, რას აკეთებდა ჩემი მეუღლე? ღამღამობით დგებოდა და სახლის უკან მიიპარებოდაო. უცებ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. გვგონია, ცოლს ღალატში ამხელს. პაუზის მერე განაგრძო, - ეს ქალი იქ სიგარეტს ეწეოდაო. ქალბატონმაც საკმაოდ დაიმორცხვა, დარბაზში კი ისეთი სიცილი ატყდა, ერთმანეთს ორივე გაოცებული უყურებდა... საბოლოოდ მაინც განქორწინდნენ. შესარიგებლად ვადა მაინც მისცა მოსამართლემ, მაგრამ მათ ეს გადაწყვეტილი ჰქონდათ.
ყველა საქმე თავისთავად რთულია. სისხლის სამართლის საქმეების დროს ადვოკატი არჩევს დაცვის ტაქტიკას და ამის მიხედვით მიჰყავს პროცესი. თუმცა შეიძლება, უცებ ისე აირიოს სიტუაცია სასამართლო დარბაზში, რომ შენმა დასაცავმა შენთან შეუთანხმებლად ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. იხილეთ სრულად
!
10 თებერვალი 2019 14:55
აბა სიგარეტს თუ ეწეოდა, თანაც ჩუმჩუმად, კი უნდა გაყროდა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები