"ქორწილის ხარჯებიც დეტალურად ჰქონდა ჩამოწერილი და ყველაფრის ანაზღაურებას ითხოვდა"
"ქორწილის ხარჯებიც დეტალურად ჰქონდა ჩამოწერილი და ყველაფრის ანაზღაურებას ითხოვდა"
ნინო ლალიაშვილი თითქმის 20 წელია, ადვოკატად მუშაობს და ბევრი საინტერესო საქმე განუხილავს. მკვლელიც დაუცავს და მეუღლეებს შორის საოჯახო დავაშიც ჩარეულა. ის ჟურნალ „გზასთან“ რამდენიმე საქმეს იხსენებს:

ნინო ლალიაშვილი:
- განქორწინებისას როცა ცოლ-ქმარი ნივთებზე დაობს, პროცესზე უხერხული სიტუაცია იქმნება ხოლმე. ერთი დავა მახსენდება. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ცოლ-ქმარი იყრებოდა. ქალის ინტერესებს ვიცავდი. ისეთ წვრილმან ნივთებზე დაობდა მამაკაცი, გაოცებული დავრჩი. უკან დასაბრუნებელი ნივთების დიდი არზა ჰქონდა ჩამოწერილი. ჩამონათვალში ეწერა 3 ლარი. დავინტერესდი, ეს 3
ლარი რა თანხა იყო. ტაქსით მოვიდა სახლში და 3 ლარი გადავიხადეო. ვერ გავიგე? - ვკითხე მამაკაცს. ცოლმა განმარტა, სახლთან ახლოს კი ვმუშაობდი და ფეხით დავდიოდი სამსახურში, მაგრამ იმ დღეს ძალიან წვიმდა, ტაქსი გავაჩერე, ფული არ მქონდა და მეუღლეს დაურეკე, რომ ჩამოსულიყო და ტაქს
ის ფული გადაეხადა, ის სამი ლარი აქვს ჩაწერილიო. არადა, 3 წლის ცოლ-ქმარი იყვნენ. ქორწილის ხარჯებიც დეტალურად ჰქონდა ჩამოწერილი და ყველაფრის ანაზღაურებას ითხოვდა.

- დააკმაყოფილა სარჩელი მოსამართლემ?
- არ აუნაზღაურდა, ეს მხოლოდ მისი განცხადება იყო და სათანადო ჩეკები ვერ წარმოადგინა. ზოგჯერ ნივთებიც კი მოაქვთ პროცესზე და კომიკური სიტუაცია იქმნება. გგონია, სოლიდურ ადამიანთან გაქვს საქმე და პროცესზე ისე ამაზრზენად იქცევა, ისეთ მეწვრილმანეს ხედავ, გაოცებული რჩები.

თამარს
12 იანვარი 2019 20:52
ამისთანა კრიჟანი რამ გაგზარდათ? მტრისას თქვენნაირი ნათესავი.თუ არ გინდოდათ და გულით არ აკეთებდით ქორწილს იმიტომ დაინგრა ის ოჯახიც
lika
24 დეკემბერი 2018 09:25
სამცუხაროდ აგზრდა აკლიატ ეგეტ უგუნურ ქმრებს
N-ს
17 დეკემბერი 2018 09:05
ქართველი კაცები ანგელოზები არიან სხვა კაცებთან შედარებით.შენ სხვა ქვეყნის და ნაციის უნდა ნახო როგორ გამოგკოკავენ და გაგფრცქვნიან , დაგასხიჩრებენ ფსიქიკურად თუ ფიზიკურად და ხმასა ვერ გასცემ .
ქართველ კაცების ლანძღვით ქართველ ქალებს უფროლანძღავთ რადგანაც ეს კაცბი ქალების გაზრდილები არიან . აღზრდილები კი ძალიან ცოტა .-

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას  დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას დღეს საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები