"ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, - ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო"
"ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, - ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო"
ლამაზი გოგო იყო თინიკო. გათხოვდა და კიდევ უფრო დამშვენდა. სამი ვაჟი გააჩინა, მეუღლე მზრუნველი კაცი გამოდგა. ყველა მათ ოჯახს შეჰნატროდა. გავიდა დრო. უფროსი შვილები სტუდენტები იყვნენ, უმცროსი სკოლას ამთავრებდა, როცა თინას მეუღლე გარდაიცვალა.

როცა ბიჭები დაოჯახდნენ, სამივე შვილის ცალ-ცალკე დაბინავება გადაწყვიტა. უმცროსმა ზურიკომ დედასთან ცხოვრება არჩია. ტყუპი გოგო გაუჩნდა. რძალს უნდა მივეხმარო, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ტყუპის გაზრდა გაუჭირდებაო, - თქვა თინამ და მართლაც, არ მოშორებია უმცროს შვილს და რძალს, სანამ გოგონები

სკოლაში არ წავიდნენ. შვილი შვილია, მაგრამ გული იმისკენ მიგიწევს, ვისზეც ამაგი გაქვს.

თინა ვერ ელეოდა ტყუპ შვილიშვილს... უფროსიც სთხოვდა და შუათანაც - ჩვენთან იცხოვრეო, მაგრამ უარისთვის მიზეზი არ ელეოდა... 70-ს რომ გადააბიჯა, ხშირად ავადმყოფობდა, გული აწუხებდა, ერთხელ ძალიან შეუტია. საავადმყოფოში მაინც არ დაწვა - შინ
მირჩევნია მკურნალობაო... ზურიკომ ექთანი დაიქირავა დედის მოსავლელად. ერთ საღამოს თინამ სრულიად შემთხვევით ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, - ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო.

- დედაჩემი ყველაფერში გვეხმარება, შვილები გაგვაზრდევინა... ახლა, როცა დაუძლურდა, სხვაგან გავუშვა? - უსაყვედურა ზურიკომ ცოლს.
- რატომ სხვაგან? უფროს შვილებთან გავუშვათ, ახლა მათაც შეიწუხონ თავი! - უკან არ იხევდა ქალი.

იმ საღამოს მის სანახავად მოსულ უფროს შვილს, გიგას სთხოვა დედამ, - ცოტა ხნით შენთან გადმოვალო. ზურიკომაც შვებით ამოისუნთქა, რომ მათ ოჯახში ასე იოლად მოგვარდა ყველაფერი.

როცა მოღონიერდა, უნდოდა, რძალს საოჯახო საქმეებში დახმარებოდა, მაგრამ ატყობდა, ვეღარ გამოსდიოდა. ფეხებში ედებოდა რძალს. ისიც წარამარა ეუბნებოდა: - დაჯექი, ნურაფერს აკეთებ, მაინც თავიდან გასაკეთებელია ყველაფერიო. უტაქტოდ ნათქვამი სწყინდა, მაგრამ არ იმჩნევდა.

იჯდა, ან ქსოვდა, ან კითხულობდა, ან თვლემდა. გრძნობდა აქაც ზედმეტი იყო. წუწუნი არ ჰყვარებია, არც არავისთან დაუჩივლია რამეზე, მაგრამ მოსანახულებლად მისულმა ნათესავმა დარდიანობა შეატყო, მიხვდა, რაც აწუხებდა ქალს და უთხრა: - ეეჰ, ჩემო თინა, ქალიშვილი რომ გყოლოდა, ასეთ დღეში არ ჩავარდებოდიო. წარბი შეიკრა თინამ, - ჩემი ვაჟები ყურადღებას არ მაკლებენ, რძლებმაც და შვილიშვილებმაც აღარ იციან, რით მაამონო, - თქვა, მაგრამ თვალში კი ცრემლი გაუკრთა.

აღარ გააგრძელა ნათესავმა ამ თემაზე ლაპარაკი, მიხვდა, რომ ზუსტად ამოიცნო თინას სადარდებელი...
თინა ცდილობდა, ფეხებში არავის მოსდებოდა,  როცა შინ არავინ იყო, ფანჯარასთან მიჯდებოდა და გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდა, ასე ერთობოდა. ხშირად ჩასძინებია სავარძელში და შინ დაბრუნებული შვილიშვილების ხმაურზე გაღვიძებია.

ბებო, წადი, დაწექი, მაინცდამაინც უნდა გადმოვარდე მაქედანო, - სიცილით ეუბნებოდნენ ისინი... და ერთხელაც, ფიქრებში წასული თვალებდახუჭული თინა რძალს ჩაძინებული ეგონა და ქმარს შესჩივლა, - დედაშენი, სანამ ახალგაზრდა იყო, უმცროს შვილს არ მოშორებია, დაუძლურდა და ჩვენთან გადმოვიდა. აქ პანსიონატი მაქვს თუ თავშესაფარი, ვერ გამიგიაო.

ამის თქმა და გიგას აყვირება ერთი იყო - ეს მეორედ აღარ გაიმეოროო, თუმცა როცა შუათანა ძმამ, ლევანმა თქვა, - დედაჩემს ახლა მე წავიყვანო, არ შეწინააღმდეგებია.
ყველაზე თავაზიანი ლევანის ცოლი გამოდგა, არადა სწორედ ყველაზე ნაკლები ამაგი მათ შვილებზე ჰქონდა. რძალი ბანკში მუშაობდა და შინ გვიან ბრუნდებოდა. ლევანი თავის საადვოკატო ბიუროში ძალიან დაკავებული იყო, ამიტომაც მომვლელი დაუქირავეს.

იგი დილიდან საღამოს შვიდ საათამდე იყო თინასთან, ბოლოს, მარტოობის შიში დასჩემდა თინას, ამიტომ მომვლელის წასვლის შემდეგ სულ საათს დასცქეროდა, შინაურების მოსვლამდე დარჩენილი დრო საუკუნოდ ეჩვენებოდა. ერთხელ, ლევანის შვილებს მეგობრები ეწვივნენ. შაბათი დღე იყო. შაბათ-კვირას მომვლელი ქალი არ მოდიოდა. შვილი და რძალი მუშაობდნენ. შვილიშვილებმა სთხოვეს: - ბებო, შენს ოთახში გაგიყვანთ, აქ უნდა ვიცეკვოთ, ვიმხიარულოთო.

კი, ბებო, ხელს არ შეგიშლითო, - უთხრა თინამ და თავის ოთახში განმარტოებული კიდევ ერთხელ მიხვდა სიბერის აუტანლობას... მეორე დღეს, კვირას, რძალს ესტუმრნენ მეგობრები. თინა ზრდილობისთვის მოიკითხეს, მერე კი სამზარეულოში ყავას მიუსხდნენ. კვლავ ჩაესმა უსიამოვნო სიტყვები - აუუ, შენ რა ბედი გაქვს... სანამ პატარები გყავდა, არ მოგხმარებია, უმცროსს და უფროსს გადაჰყვა, დაბერდა და "პასილკასავით" გამოგიგზავნესო.

ამას რძლის სიტყვებიც უმალ მოჰყვა, - ლევანის დედაა და სად გავუშვა? თანაც არაფერს აშავებს, თავისთვისააო.
იმ ღამეს თვალი ვერაფრით დახუჭა. სულ ერთი ფიქრი დასტრიალებდა თავს, ყველასთვის ზედმეტი ბარგად ვიქეციო.

როდის ჩაეძინა, აღარ ახსოვს. გაღვიძებულს ყველა წასული დახვდა. მომვლელი ქალი სამზარეულოში ფუსფუსებდა. თინამ თავს ძალა დაატანა და ისაუზმა. იცოდა, მაინც არ მოასვენებდა მომვლელი და ათასნაირი კითხვით შეაწუხებდა. მარტო ყოფნა უნდოდა, თავისთვის ფიქრობდა და შვილებისა და რძლების გამართლებას ცდილობდა. მეც ხომ მარტო ყოფნა მირჩევნია, რა გასაკვირია, რომ ახალგაზრდებსაც ასე უნდათო.

როგორც იქნა, შვიდი შესრულდა და მომვლელი ქალიც წავიდა. იგვიანებდნენ მისიანები. თინამ გარეთ გასვლა გადაწყვიტა, - სიარული არ მიჭირს, ჰაერს ჩავყლაპავ, პურსაც ვიყიდი და მალე დავბრუნდებიო...

ლევანს სამსახურში დაურეკეს. მეზობელი იყო, - დედაშენია ცუდადო. მაშინვე შინ გაჩნდა. დედა გარდაცვლილი დახვდა. მეზობლებმა უთხრეს, - ქუჩაში რომ დავინახეთ, გაგვიკვირდა, რამდენი ხანია, გარეთ არ გამოსულა. გაგვიხარდა, ვიფიქრეთ, გამოკეთდა და გასეირნება მოუნდაო. მერე უცებ დაჯახების ხმა მოგვესმა. გავიხედეთ და ტროტუარზე ეგდო. გამვლელებიც და მძღოლიც ამბობდნენ, - წითელ შუქზე გადადიოდა გზაზეო.

რაღა თქმა უნდა, ოჯახი ძალიან შეაწუხა თინას სიკვდილმა. ერჩივნათ, დედას შინ მიებარებინა სული უფლისთვის. ახლა ხომ კარგა ხანს ექნებოდა ხალხს სალაპარაკო - მოხუცებული პურის საყიდლად გაუშვეს და მანქანამ დაარტყაო...

თინა, ვინ იცის, მერამდენე თავსაფრიანი დედაკაცია. სამყაროში ყველაფერი ტრიალებს, ბრუნავს... ალბათ, კაცთა ბედიც მეორდება, ან მათი ცხოვრება ემსგავსება ერთმანეთს. ისე კი, უნდა გვახსოვდეს, რომ სიბერე ყველას მოგვიკაკუნებს.

მკითხველის კომენტარი (117)
მაგდანა
01 ნოემბერი 2017 23:23
ამიტომ ყველას თავისი კუთხე უნდა ჰქონდეს. ყველაფერს ბოლო კაპიკამდე შვილებს ნუ აძლევთ, თქვენს სიბერეზეც იფიქრეთ. ასე ყოფილა ეს ცხოვრება და რას იზამ.
ლიანა
01 ნოემბერი 2017 19:58
ღმერთს არ ეჩქარებაო,ასეა ნათქვამი.მარტო მოვლა და ჭამა არაა ყველაფერი,მარტოობა ძალიან ძნელია,,,,,,დედა სულ შვილებზე ფიქრობს........და ვის როგორ დახვდება წინ თავისი ნამოქმედარი.სიბერე ძუ მგელივით ძალიან მალე მოვარდება,ნეტა რა დავაშავე ცხოვრებაშიო----ღირს ადამიანებო ამაზე დაფიქრება, რა მნიშვნელობა აქვს ეს დედა იქნება თუ დედამთილი არ არის პატივისცემის ღირსი? ცუდია სიბერე,რომელიც გარდაუვალია
mawaka
01 ნოემბერი 2017 18:55
ratqma ynda deda dedaa, magram momitevet da dedamac ynda icodes ny gamoarchevs shvilebs ertmanetisgan,es xom faqtia anda yvelas gauyos is siyvaryli da yuradgeba tanabrad..yvelaferi aqedan uwyeba,arc ertia kravi da arc meore sxvis saqmeshi yvela brzenia,rac sheexeba rzlebs ytaqto da tlikina,misi qnari ardgas tavis simagleze da imitomac,enas vegar achereben...
უბრალო ადამიანი
01 ნოემბერი 2017 16:31
რათქმა უნდა ისევე უნდა მოუარო მეუღლის დედას როგორც საკუთარ დედას, სხვა თუ არავინ ღმერთი ყველაფერს ხედავს, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს როდესაც რძალს სიცოცხლეს უმწარებ, არ აძლევ საშუალებას მშვიდად იცხოვროს თავისი ცხოვრებით, მერე როცა მოსავლელი გახდები უნდა მოგიაროს და ისევ გვერდზე გადადოს თავისი ცხოვრება. თვითონ როდისღა გაიხაროს? ცოდო არ არის? ოდესმე ყველა დავბერდებით, ამაზე უნდა ვიფიქროთ და პატივისცემით და სიყვარულით უნდა მოვექცეთ როგორც უფროსებს, ასევე უმცროსებს, რათა ისინიც ასევე მოგვექცნენ როდესაც დავუძლურდებით.
marina
01 ნოემბერი 2017 16:31
ყველანი ვბერდებით და ვინ იცის ვის რა ბედი გველის ცხოვრებაში ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ...იმაზე იფიქრეთ რომ დაბერდებით ტქვენი რძლებიც ისე რომ მოგექცნენ როგორც თქვენ ექცევით მოგეწონებათ???????მერე არ იწუწუნოთ ცუდი რძალი მყავსო...
ნია
01 ნოემბერი 2017 15:30
მე ვეთანხმები დარეჯანს.სამი შვილი მყავს და არსვის დავაწვები.ზურგზე. მირჩევნია თავშესაფარში წავიდე,ვიდრე შვილებმა ჩემი.სიკვდილი ინატრონ
მანანა
01 ნოემბერი 2017 15:24
სიბერე ყველას მუკაკუნებს და უფალი უპასუხოდ არ დატოვებს.
ამიტიმ არ დავიწყებ არავის გასამართლებას.
უფალი მოწყალეა.
ხალხს ეჩქარება უფალი კი არ ჩქარობს.
ყველას თავის დროზე მიუზღავს თავის მიერ ჩადენილ უსამართლო საქციელს.
01 ნოემბერი 2017 15:00
დარეჯანის პასუხი არ მომეწონა დედა შვილს რომ გიზრდის და ეხუტები მოგწონს დატუ მოხუცდა და არ შეუჯლია უნდა გადააგდოო სირცხვილი იმ რძალს ტუნდა შვილს რომ ვერ მიხვდება ლარგს და გლახას მას რა მოელის არ მოიკიტხოოტ
nana
01 ნოემბერი 2017 14:18
ნეტა ცოცხალი მყავდეს დედა ტორემ გვერდიდან არ მოვცილდებოდი მიუხედავად იმისა რომ მე სამოცდასამის ვარ ორმოცდაცხრამეტის ვიყავი რომ გარდაიცვალა სამი წელი გარეტ არ გამიხედავს და დგესაც დგე არ გავა არ მოვიგონო და არ ვიტირო დედის სიყვარული ვინც არ იცის ადამიანი არ არის მერე რა რომ დედამტილი იკო ქმარი ტუ უყვარდა მისი დედაც უნდა ყვარებოდა
მალინა
01 ნოემბერი 2017 14:14
მე მიმაჩნია,რომ თუ ქმარი გიყვარს მის გამზრდელ მშობლებს საკუთარი მშობლების უნდა მოექცე,ყველა დავბერდებით, ბუმერანგივით დაგვიბრუნდება სიკეთეც და ბოროტებაც,ღმერთი ყველაფერს ხედავს არ ჩქარობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, „ხორავას ქუჩის“ საქმეში იკვეთება თუ არა სამოხელეო დანაშაული?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, „ხორავას ქუჩის“ საქმეში იკვეთება თუ არა სამოხელეო დანაშაული?