"ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, - ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო"
"ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, - ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო"
ლამაზი გოგო იყო თინიკო. გათხოვდა და კიდევ უფრო დამშვენდა. სამი ვაჟი გააჩინა, მეუღლე მზრუნველი კაცი გამოდგა. ყველა მათ ოჯახს შეჰნატროდა. გავიდა დრო. უფროსი შვილები სტუდენტები იყვნენ, უმცროსი სკოლას ამთავრებდა, როცა თინას მეუღლე გარდაიცვალა.

როცა ბიჭები დაოჯახდნენ, სამივე შვილის ცალ-ცალკე დაბინავება გადაწყვიტა. უმცროსმა ზურიკომ დედასთან ცხოვრება არჩია. ტყუპი გოგო გაუჩნდა. რძალს უნდა მივეხმარო, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ტყუპის გაზრდა გაუჭირდებაო, - თქვა თინამ და მართლაც, არ მოშორებია უმცროს შვილს და რძალს, სანამ გოგონები

სკოლაში არ წავიდნენ. შვილი შვილია, მაგრამ გული იმისკენ მიგიწევს, ვისზეც ამაგი გაქვს.

თინა ვერ ელეოდა ტყუპ შვილიშვილს... უფროსიც სთხოვდა და შუათანაც - ჩვენთან იცხოვრეო, მაგრამ უარისთვის მიზეზი არ ელეოდა... 70-ს რომ გადააბიჯა, ხშირად ავადმყოფობდა, გული აწუხებდა, ერთხელ ძალიან შეუტია. საავადმყოფოში მაინც არ დაწვა - შინ
მირჩევნია მკურნალობაო... ზურიკომ ექთანი დაიქირავა დედის მოსავლელად. ერთ საღამოს თინამ სრულიად შემთხვევით ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, - ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო.

- დედაჩემი ყველაფერში გვეხმარება, შვილები გაგვაზრდევინა... ახლა, როცა დაუძლურდა, სხვაგან გავუშვა? - უსაყვედურა ზურიკომ ცოლს.
- რატომ სხვაგან? უფროს შვილებთან გავუშვათ, ახლა მათაც შეიწუხონ თავი! - უკან არ იხევდა ქალი.

იმ საღამოს მის სანახავად მოსულ უფროს შვილს, გიგას სთხოვა დედამ, - ცოტა ხნით შენთან გადმოვალო. ზურიკომაც შვებით ამოისუნთქა, რომ მათ ოჯახში ასე იოლად მოგვარდა ყველაფერი.

როცა მოღონიერდა, უნდოდა, რძალს საოჯახო საქმეებში დახმარებოდა, მაგრამ ატყობდა, ვეღარ გამოსდიოდა. ფეხებში ედებოდა რძალს. ისიც წარამარა ეუბნებოდა: - დაჯექი, ნურაფერს აკეთებ, მაინც თავიდან გასაკეთებელია ყველაფერიო. უტაქტოდ ნათქვამი სწყინდა, მაგრამ არ იმჩნევდა.

იჯდა, ან ქსოვდა, ან კითხულობდა, ან თვლემდა. გრძნობდა აქაც ზედმეტი იყო. წუწუნი არ ჰყვარებია, არც არავისთან დაუჩივლია რამეზე, მაგრამ მოსანახულებლად მისულმა ნათესავმა დარდიანობა შეატყო, მიხვდა, რაც აწუხებდა ქალს და უთხრა: - ეეჰ, ჩემო თინა, ქალიშვილი რომ გყოლოდა, ასეთ დღეში არ ჩავარდებოდიო. წარბი შეიკრა თინამ, - ჩემი ვაჟები ყურადღებას არ მაკლებენ, რძლებმაც და შვილიშვილებმაც აღარ იციან, რით მაამონო, - თქვა, მაგრამ თვალში კი ცრემლი გაუკრთა.

აღარ გააგრძელა ნათესავმა ამ თემაზე ლაპარაკი, მიხვდა, რომ ზუსტად ამოიცნო თინას სადარდებელი...
თინა ცდილობდა, ფეხებში არავის მოსდებოდა,  როცა შინ არავინ იყო, ფანჯარასთან მიჯდებოდა და გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდა, ასე ერთობოდა. ხშირად ჩასძინებია სავარძელში და შინ დაბრუნებული შვილიშვილების ხმაურზე გაღვიძებია.

ბებო, წადი, დაწექი, მაინცდამაინც უნდა გადმოვარდე მაქედანო, - სიცილით ეუბნებოდნენ ისინი... და ერთხელაც, ფიქრებში წასული თვალებდახუჭული თინა რძალს ჩაძინებული ეგონა და ქმარს შესჩივლა, - დედაშენი, სანამ ახალგაზრდა იყო, უმცროს შვილს არ მოშორებია, დაუძლურდა და ჩვენთან გადმოვიდა. აქ პანსიონატი მაქვს თუ თავშესაფარი, ვერ გამიგიაო.

ამის თქმა და გიგას აყვირება ერთი იყო - ეს მეორედ აღარ გაიმეოროო, თუმცა როცა შუათანა ძმამ, ლევანმა თქვა, - დედაჩემს ახლა მე წავიყვანო, არ შეწინააღმდეგებია.
ყველაზე თავაზიანი ლევანის ცოლი გამოდგა, არადა სწორედ ყველაზე ნაკლები ამაგი მათ შვილებზე ჰქონდა. რძალი ბანკში მუშაობდა და შინ გვიან ბრუნდებოდა. ლევანი თავის საადვოკატო ბიუროში ძალიან დაკავებული იყო, ამიტომაც მომვლელი დაუქირავეს.

იგი დილიდან საღამოს შვიდ საათამდე იყო თინასთან, ბოლოს, მარტოობის შიში დასჩემდა თინას, ამიტომ მომვლელის წასვლის შემდეგ სულ საათს დასცქეროდა, შინაურების მოსვლამდე დარჩენილი დრო საუკუნოდ ეჩვენებოდა. ერთხელ, ლევანის შვილებს მეგობრები ეწვივნენ. შაბათი დღე იყო. შაბათ-კვირას მომვლელი ქალი არ მოდიოდა. შვილი და რძალი მუშაობდნენ. შვილიშვილებმა სთხოვეს: - ბებო, შენს ოთახში გაგიყვანთ, აქ უნდა ვიცეკვოთ, ვიმხიარულოთო.

კი, ბებო, ხელს არ შეგიშლითო, - უთხრა თინამ და თავის ოთახში განმარტოებული კიდევ ერთხელ მიხვდა სიბერის აუტანლობას... მეორე დღეს, კვირას, რძალს ესტუმრნენ მეგობრები. თინა ზრდილობისთვის მოიკითხეს, მერე კი სამზარეულოში ყავას მიუსხდნენ. კვლავ ჩაესმა უსიამოვნო სიტყვები - აუუ, შენ რა ბედი გაქვს... სანამ პატარები გყავდა, არ მოგხმარებია, უმცროსს და უფროსს გადაჰყვა, დაბერდა და "პასილკასავით" გამოგიგზავნესო.

ამას რძლის სიტყვებიც უმალ მოჰყვა, - ლევანის დედაა და სად გავუშვა? თანაც არაფერს აშავებს, თავისთვისააო.
იმ ღამეს თვალი ვერაფრით დახუჭა. სულ ერთი ფიქრი დასტრიალებდა თავს, ყველასთვის ზედმეტი ბარგად ვიქეციო.

როდის ჩაეძინა, აღარ ახსოვს. გაღვიძებულს ყველა წასული დახვდა. მომვლელი ქალი სამზარეულოში ფუსფუსებდა. თინამ თავს ძალა დაატანა და ისაუზმა. იცოდა, მაინც არ მოასვენებდა მომვლელი და ათასნაირი კითხვით შეაწუხებდა. მარტო ყოფნა უნდოდა, თავისთვის ფიქრობდა და შვილებისა და რძლების გამართლებას ცდილობდა. მეც ხომ მარტო ყოფნა მირჩევნია, რა გასაკვირია, რომ ახალგაზრდებსაც ასე უნდათო.

როგორც იქნა, შვიდი შესრულდა და მომვლელი ქალიც წავიდა. იგვიანებდნენ მისიანები. თინამ გარეთ გასვლა გადაწყვიტა, - სიარული არ მიჭირს, ჰაერს ჩავყლაპავ, პურსაც ვიყიდი და მალე დავბრუნდებიო...

ლევანს სამსახურში დაურეკეს. მეზობელი იყო, - დედაშენია ცუდადო. მაშინვე შინ გაჩნდა. დედა გარდაცვლილი დახვდა. მეზობლებმა უთხრეს, - ქუჩაში რომ დავინახეთ, გაგვიკვირდა, რამდენი ხანია, გარეთ არ გამოსულა. გაგვიხარდა, ვიფიქრეთ, გამოკეთდა და გასეირნება მოუნდაო. მერე უცებ დაჯახების ხმა მოგვესმა. გავიხედეთ და ტროტუარზე ეგდო. გამვლელებიც და მძღოლიც ამბობდნენ, - წითელ შუქზე გადადიოდა გზაზეო.

რაღა თქმა უნდა, ოჯახი ძალიან შეაწუხა თინას სიკვდილმა. ერჩივნათ, დედას შინ მიებარებინა სული უფლისთვის. ახლა ხომ კარგა ხანს ექნებოდა ხალხს სალაპარაკო - მოხუცებული პურის საყიდლად გაუშვეს და მანქანამ დაარტყაო...

თინა, ვინ იცის, მერამდენე თავსაფრიანი დედაკაცია. სამყაროში ყველაფერი ტრიალებს, ბრუნავს... ალბათ, კაცთა ბედიც მეორდება, ან მათი ცხოვრება ემსგავსება ერთმანეთს. ისე კი, უნდა გვახსოვდეს, რომ სიბერე ყველას მოგვიკაკუნებს.

მკითხველის კომენტარი (121)
მარინა
17 ივნისი 2019 02:06
დედაჩემი იყო ასეთი უენო დედამთილი სულ ერიდებოდა არ შეეწუხებინა შვილი და რძალი. ამიტომ 16 წელი რადგან დეპრესიები ჰქონდა დები ვუვლიდით ფიზიკურადაც და ფინანსურადაც. ერთი წუთიც არ მინანია ნეტავ ეხოცხლა და კიდევ 16 წელი მოვუვლიდი.
ნენე
16 ივნისი 2019 13:11
ყველა მოხუცი ასეთი არაა,ძირითადად შვილების ერთმანეთზე გადაკიდებით არიან დაკავებული,მე მაგალითად პატარა ძმის ცოლი ვარ და ჩემს ქმარს წლობით ანახინა ყველა,წილიც მიაცემინა და გაატემონტებინა სახლი და ბოლოს მე ვარ აქ უფროსიო,ეგ არი გავაფორმებინე და ვერ ინელებს.6 წელი ვიცხოვრე და ის ჯოჯოხეთი ვერ დამივიწყებია,ეხლა ცხოვრობს იმ სახლში მარტო, ცუდად როცა გახდა ორივემ მიხედეს ძმებმა,ფული ჩვენ ვხარჯეთ,ხო შვილები არ მყავდა მაგასთან ცხოვრების დროს,ველოდები ბოლო რა იქნება
იზი
16 ივნისი 2019 12:44
ნათესავის ნათქვამი ქალიშვილის თაობაზე სრული სისულელეა. მოვლაზე რომ მიდგება საქმე ქალიშვილი რძლად იქცევა და უფრო უარესადაც. ისე, ასეთი უენო დედამთილი ჩემს ახლობლობაში მე არ გამიგია
მზია
16 ივნისი 2019 00:14
ნუთუ ვერ ხვდებიან რომ... იგივე თვითონაც დაემართებათ...
რატომ... რატომ ვერ ხვდება ხალხი ამას
მედეა
15 ივნისი 2019 03:17
ფასი ერთნაირია კარგს გაუკეთებ თუ ცუდს იმ შემთხვევაში თუ ერთად ცხოვრობ,ყველამ უნდა იცხოვროს მისთვის,რომ იციან თქმა"ვინ მოგვივლის როცა მოვხუცდებით?", ვინ და ვისაც ქობებას დაუტოვებ.
ნატო
18 მარტი 2019 07:31
მეც მყავს დედამთილი მოხუცებული.მაგრამ არასდროს არ ვიტყვი რომ ზედმეტია. ის ხომ შვილების გაზრდაში მეხმარებოდა.საოჯახო საქმეებში. მერე ძალიან ცუდად გაგვიჩნდა გულზე რთული ოპერაცია გადაიტანა. ახლა მას სჭირდება მოვლა და ზრუნვა. ხელს ხომ ვერ კრავ. უბრალოდ მის წინაშე ვიქნები დამნაშავე და შვილებს თვალებში როგორ ჩავხედო. ღმერთმა მისი თავი დიდხანს მიცოცხლოს და გაიხაროს შვილიშვილებით
თეა
10 მარტი 2019 20:23
ჩემი დედამთილი სულ თითის ქნევით მელაპარაკება სულ ჭკუას მასწავლის,
უფროსმა რძალმა კი ყველაფერი იცის იმაზე გადაყოლილია იმის საამებლად და დასანახად ჩემს შვილებს საყვედურობს..
ეხლა მითხარით ტრაკში კუილს რომ ვეღარ დაიჭერს ვინ უნდა მიხედოს?
Tatia
03 მარტი 2019 13:29
Samcuxarot iseti gogo shvilic vici visac gadayva deda magram mainc ra gagiketebioa,aseti shvili yvelas unda moukvdes eg sraris shvili iyos magis girsi rodesac tavad deda xar da sakutari deda,agar gaxsovs iq damtavrebulia yvelaferi.
ეკა
26 თებერვალი 2019 11:45
მეც მყავს დედამთილი და ერთოდაც არ ვაპირებ მის უგულველყოფას . დედა 21 წლის ასაკში დაქვირვდა და სულ მარტომ გაგვზარდა მიმიტომ რომ მამის დედამ, შვილის გარდაცვალების შდეგ დედას განუცხადა , მე შვილი მომიკვდა და ეხლა ადექი და წადი აღარ მაინტერესებთო. ასე წამოგვხარდა სულ მარტომ 2 შვილი. მერე გავთხობდი და უამრავი პრონლემ მქონდა დედამთილთან თუმცა ეხლა ასეა თუისეა დალაგდა ყველაფერი. მე არ ვაპირებ რომ ის ვუარყო, მასაც მოვუვლი და ჩემ დედასაც, იცით რატომ მე დედამ მასწავლა ეს ასე, თან ჩს შვილებს ყველაზე მეტად მოვთხოვ რომ მათ ყველაზე მეტახ სცენ პატივი !
Sali
26 თებერვალი 2019 10:06
Tu kalishvili gyavs agar unda inerviulo ras ar unda gadayve bichs da rdzals da kido imati shvilebs sanam patareebi arìan bavshvebi ki uxariat da sul tyuilia bichze da rdzalze amagi ras ar unda gadayve mains nolia magatvis amitom sazvargaret kalishvelebi patronoben mshoblebs da martalis aris da chventans unda iyos ase rom sibereshi moxusebulma tavi migdebulad ar igrdznos kalishvils rogors shestkiva guli rdzals sanam shegidzli gamogiyenebs mere visas kalishvili ar yavs iman ra knas imaze ukve michirs pasuxis gasema
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები