სიმართლესთან შეგუება ზოგჯერ შეუძლებელი ხდება
მეგონა, მსგავსი ამბები მხოლოდ სერიალების სიუჟეტი იყო...

თეონამ დაბადების დღეზე გაიცნო გოგა. გამიხარდა, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. გავიდა 5 თვე, მე უკვე მეჯვარეობისთვის ვემზადებოდი, როცა თეონას მამამ ცივი უარი თქვა სასიძოზე. თეონა ჯერ გაოცდა, მერე გაბრაზდა და მკაცრად განაცხადა, მე მაინც გავყვები იმას, ვინც მიყვარსო. იმ დღიდან გოგა დაიკარგა.

თეონას არც ტელეფონზე პასუხობდა. საიდუმლოს მაშინ აეხადა ფარდა, როცა გოგას სახლში თეონა მივიდა... თურმე გოგას დედას და თეოს მამას ახალგაზრდობაში ერთმანეთი
ჰყვარებიათ და გოგა თეოს ნახევარძმა გახლდათ. თეოს მამას ისე არ უნდოდა გოგას დაბადება, რომ ქალმა დაუმალა შვილის არსებობა და არც არასოდეს შეუწუხებია იგი. როცა გოგამ და თეომ ერთმანეთი შეიყვარეს, გოგას დედას გაურკვევია ყველაფერი და შვილის მამა მერეღა მოინახულა...

ახლა თეოს ძალიან უჭირს სიმართლესთან შეგუება, მაგრამ
სხვა რა გზა აქვს?! მამაზე კი გული აიცრუა და შინ აღარ ბრუნდება. იგი ახლა ჩემთან ცხოვრობს. ვუმტკიცებ, მამაშენი არ არის დამნაშავე, მან ხომ არ იცოდა შვილის არსებობა, ამიტომ უნდა აპატიო და შინ დაბრუნდე-მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურს. ამ დაძაბულ სიტუაციაში რა გზას დავადგე და როგორ დავამშვიდო აღელვებული მეგობარი, არ ვიცი. იქნებ, თქვენ იცოდეთ?

თაკო, თბილისი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები