რუსეთი ოკუპანტია !
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ ხელებში, როდის რას გამომიგზავნიან"
30-04-2019
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ ხელებში, როდის რას გამომიგზავნიან"
კახა:
"ბოლო დროს ძალიან ამიცრუვდა გული ქართველობაზე. ჯერ 30 წლისაც არა ვარ და უკვე ვფიქრობ, რომ შევცდი, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი არ წავედი სასწავლებლად და სამუშაოდ საზღვარგარეთ. მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ შეცვლილი მთავრობა ბევრ სასიკეთოს გააკეთებდა ჩვენთვის და პატარა, მაგრამ აღორძინებულ, კულტურულ ქვეყნად ჩავეწერებოდით მსოფლიო რუკაზე; გადავიქცეოდით ქვეყნად, სადაც ბლომად სამუშაო იქნებოდა და ხალხს მათხოვრობა არ მოუწევდა. ეს ალბათ ზეახალგაზრდული სისხლის მოზღვავების ბრალიც იყო - მინდოდა ამის დაჯერება და
ვიჯერებდი. ვაკრიტიკებდი იმ თანატოლებს, რომლებიც გარბოდნენ. ახლა რა ხდება? ახლა მშურს მათი, რადგან ჩემზე მეტად გამჭრიახები აღმოჩნდნენ და ბევრად უკეთ აცხოვრებენ საკუთარ ცოლ-შვილს, ვიდრე მე ეს შევძელი. მე ახლა ვაპირებ წასვლას და ცხოვრების ნულიდან დაწყებას, ზურგზე მოკიდებული ცოლით და სამი შვილით, იმათმა კი თავიდანვე მყარად
გაიდგეს ფესვები და შემდეგ მოიკიდეს ტვირთი. მე არ ვიცი, ტვირთაკიდებულს რა გამომივა, ამიტომ ისევ მათთან მომიწევს მისვლა და თხოვნა, დამეხმარონ; ბოდიშის მოხდაც მომიწევს ჩემი მხურვალე პატრიოტიზმისა და აბსურდული რწმენის გამო...

არადა, რაღაც ძალები ისევ მაკავებს. სულ მგონია, რომ აი, შეიცვლება რაღაც უკეთესობისკენ და რამდენჯერაც ასეთი მოლოდინი მიჩნდება, იმდენჯერ ბეჭებზე ვეცემი. პროფესიით სამუშაოს შოვნაზე ლაპარაკი ზედმეტია, აუცილებლად ვინმე უნდა გყავდეს, რომ სადმე გაიჩითო ჩემი პროფესიით. სამაგიეროდ, მაქვს ფართო არჩევანი, დავსაქმდე კერძო სტრუქტურებში და ვიმუშაო თეთრებისთვის, რომელსაც მერე აუცილებლად დამამადლიან და მეტყვიან, - რამე თუ არ მომწონს, შემიძლია წავიდე.

შემიძლია თავად წამოვიწყო ბიზნესი და ხელი მივყო ვაჭრობას, მაგრამ ჩემისთანა არც იქ გამოდგება, რადგან ფიროსმანისა (თუმცა, ეს შედარება სულელურია, მაგრამ უცებ სხვა არავინ გამახსენდა) არ იყოს, ვეცდები მდიდრებს ძალიან ძვირად მივყიდო და ღარიბს შეიძლება ვაჩუქო, ასე კი მოგება ვერაფრით დამრჩება - ეს ვიცი და ისევ ვალებში ჩავიხრჩობი. მე ჯანდაბას, თუ ასე მოხდება, მაგრამ რა ვუყო ჩემს ლამაზ ცოლს და იმ სამ შვილს, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს? გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?