"თქვენთვის მთავარია, ჩვენები შიგნით არ იყვნენ, თქვენი დედიკოს სკოლაში" - სოფელ კოკში სანდრა რულოვსი და დავით ნარმანია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

"თქვენთვის მთავარია, ჩვენები შიგნით არ იყვნენ, თქვენი დედიკოს სკოლაში" - სოფელ კოკში სანდრა რულოვსი და დავით ნარმანია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას შორის სოფელ კოკში, სიტყვიერ შელაპარაკება მოხდა.

სოფელ კოკში, სკოლასთან, სადაც 21-ე საარჩევნო უბანია განთავსებული, იმყოფებოდნენ თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია და „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ზარქუა. ამავე უბანზე მივიდა გაერთიანებული ოპიზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი.

როგორც სანდრა რულოვსმა დავით ნარმანიას მიმართა, მოწინააღმდეგე მხარისთვის მთავარია, რომ საარჩევნო უბანზე არ იყოს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი.

„თქვენთვის ხომ მთავარია, ჩვენები შიგნით არ იყვნენ, თქვენი დედიკოს სკოლაში“, - მიმართა რულოვსმა ნარმანიას.

თავის მხრივ დავით ნარმანიამ უპასუხა, რომ მთავარი არჩევნების მშვიდად ჩატარებაა.

„ქალბატონო სანდრა, ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ. ჩემი სკოლაა. მე ეს სკოლა დავამთავრე“, - უპასუხა ნარმანიამ რულოვსს.

ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ბევრი დაუცველი ადამიანი დადის. „7 წელია არაფერი გაგიკეთებიათ, ამიტომ მიიღებთ შედეგს“, - განაცხადა რულოვსმა.