"სილამაზე მსხვერპლს კი მოითხოვს, მაგრამ არა სიცოცხლის ფასად..."
01-11-2010
მინდა ჩემი აღშფოთება გაგიზიაროთ დღეს ასე გავრცელებულ და მოდურ დიეტებზე. თქვენს რუბრიკას ბევრი ახალგაზრდა კითხულობს და იმედია, ამ წერილსაც გულისყურით მოეკიდებიან.

ჩემს მეზობლად ერთი მშვენიერი გოგო ცხოვრობს. პატარაობიდანვე პუტკუნა იყო. 13 წლის ასაკიდან ძალიან მოიმატა, მაგრამ ამას სულაც არ განიცდიდა. მერე კი სიყვარული ეწვია და... მისმა რჩეულმა რომ გაიგო, ნინის ვუყვარვარო, უთქვამს, - მაგ სისქეს ცოლად რა მომაყვანინებსო. ნინიმ ბევრი იტირა, მერე კი მეგობრებში დაიქადა, ისე გავხდები, ვეღარ მიცნოს და
აქეთ გავუხდი სახვეწრად საქმესო. მართლაც, ინტერნეტით თუ მავანთა რჩევით უამრავი დიეტა მოაგროვა და დაიწყო... სამ თვეში ისეთი გახდა, ვეღარ ვცნობდით. როგორც ვიცი, ნიკამ სცადა მასთან დაახლოება, მაგრამ ნინიმ პირი აღარ უჩვენა.

ამ უთავბოლო დიეტების დროს ნინის რაღაც დაერღვა და მიუხედავად იმისა, რომ დიეტაზე არ იყო,
წონაში მაინც იკლებდა. ექიმმა დისტროფიის დიაგნოზი დაუსვა. კიდევ კარგი, ნინის შეძლებული მშობლები ჰყავს და არაფერი დააკლეს გამოჯანმრთებისთვის, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც, რომლებსაც ჯანმრთელობის აღდგენა არ შეუძლიათ?

მინდა მივმართო ყველას, ვინც ექიმის რჩევის გარეშე მისდევს დიეტას: ნუ ეთამაშებით საკუთარ სიცოცხლეს. მართალია, ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მაგრამ "მსხვერპლში" პურ-ფუნთუშეულობა და ტკბილეული უნდა იგულისხმოთ და არა საკუთარი თავი. სანამ დიეტას დაიწყებდეთ, მიაკითხეთ ექიმებსა და ენდოკრინოლოგებს, თორემ ვიღაცის რჩევით დაწყებულმა შიმშილობამ შეიძლება გავნოთ. ყველა დიეტა ხომ ინდივიდუალურია, ზოგს უხდება, ზოგას - არა...

პატივისცემით ლალი მინდიაშვილი
tammo
18 დეკემბერი 2010 19:21
მართალია,ექიმის ან დიეტოლოგის გარეშე,არშეიძლება დიეტის დაცვა.მთავარია მიირთვათ ხშირად ხილი და ბოსტნეული,პროდუქტები რომელიც ვიტამინებს შეიცავენ და თავი შეიკავეთ ცხიმიანი პროდუქტებისგან,დაკავდით სპორტით.ჯანმრთელობას გისურვებთ.
nino
30 ნოემბერი 2010 13:06
მე სრულიად ვეთნხმები ამ ქალბატონის აზრს, სწორია როდესაც საკუთარ გარეგნობასა და აღნაგობაზე ზრუნავ მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჯამრთელობის ხარჯზე, ვინაიდან გაუთავებელმა თვითნებურმა დიეტებმა შეიძლება უამრავი საბედისწერო დაავადება დაგვმართოს. ამიტომ იყავით ყურადღებით და გიყვარდეთ საკუთარი თავი და დააფასეთ ფასდაუდებელი ჯამრთელობა

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები