"დედამთილი მიუვარდა იმ ქალს, შვილიც კარგად გამოლანძღა და მისი საყვარელიც"
"დედამთილი მიუვარდა იმ ქალს, შვილიც კარგად გამოლანძღა და მისი საყვარელიც"
ძალიან კარგად ვიცი, რომ თუ მიუტევე ადამიანს, მერე არ უნდა წამოაძახო და არც დაამადლო. ის კი არა, არც უნდა ინანო შენი საქციელი, მაგრამ ვაღიარებ, ვნანობ ჩემს გულმოწყალებასა და დიდსულოვნებას. ვნანობ, რომ შეურაცხყოფასა და ტკივილზე თვალები დავხუჭე და ცხოვრება ისე განვაგრძე, თითქოს არაფერი მომხდარაო.

ჩემი მეუღლე ხან მუშაობდა, ხან - არა. ბოლო ხანს სამუშაო არ ჰქონდა. შვილებთან ყოფნას, საოჯახო საქმეებში ჩემს დახმარებას, ეზოს უსაქმურებთან ჯდომა და თამაში არჩია. კარგა ხანს არაფერს
ვეუბნებოდი. სამსახურში გვიანობამდე ვიყავი, დამატებით ვიღებდი საქმეს, რომ ანაზღაურება მეტი მქონოდა, შაბათს კი ბაზრიდან მთელი კვირის მარაგი მომქონდა შინ. იმედი მქონდა, ადრე თუ გვი
ან დაინახავდა ჩემს გარჯას, დააფასებდა და თვითონაც ეცდებოდა რამეს...

ორი წელი ისე გავიდა, ხელი არ გაუნძრევია. შევახსენე, - შეეცადე, სამუშაო იშოვო, დომინოს ან ნარდის თამაში ვერაფერს გვიშველის, ბავშვებს კი აწი უფრო მეტი დასჭირდებათ-მეთქი, ისე გაბრაზდა, თითქოს ბავშვის მამა კი არა, უცხო იყო და უსამართლოდ ვითხოვდი მისგან დახმარებას. ხელი ჩავიქნიე, ნერვების აშლასა და ორომტრიალს ვარჩიე, ჩუმად მეკეთებინა საქმე. დედამთილმაც მირჩია, - არ მიაქციო ყურადღება და მალე მოვა გონსო. გონს მოსვლა კი ის აღმოჩნდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა...

ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი, ბავშვებსაც ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა ჩვენს თავს, ან სად იყო მამა, რატომ აღარ მოდიოდა შინ... ამბავი მომიტანეს, - ფულიან ქალთან ცხოვრობს, ის ქალი ინახავს და კაციც ბედნიერიაო. ჩემი დედამთილი მიუვარდა იმ ქალს, შვილიც კარგად გამოლანძღა და მისი საყვარელიც. რამდენიმე თვის მერე ჩემმა ქმარმა ნათესავები გამომიგზავნა, - შერიგება მინდაო. ბიჭიც და გოგოც ისე განიცდიდნენ უმამობას, შევუთვალე - შეგიძლია მობრძანდე-მეთქი. შინ მობრუნებულმა მხოლოდ რამდენიმე თვე შეძლო ოჯახის კაცობა. მერე ისევ წავიდა, ამჯერად სხვაგან, ოღონდ თავისი ჩანთით მალევე მომადგა უკან. მე აღარ მივიღე...

იცით, როგორ განაწყენდა? თურმე მუდმივად უნდა ვაპატიო სისულელეები, შეურაცხყოფა, უყურადღებობა და ღალატი. უკვე აღარ მაინტერესებს არც ყოფილი ქმრის, არც არავის აზრი - ერთხელ შევძელი პატიება, მეორედ მიტევების სურვილი კი აღარ მაქვს. ვინც უნდა გამამტყუნოს!
mzia
23 ივლისი 2019 15:50
სწორედაც მოქცეულხარ რომ არ აპატიე. ის მაინც არ გამოსწორდებოდა.
...
22 ივლისი 2019 23:39
აპატიო არა ის მეტი დარდი არ გაქვს,იყოს იქ რისი ღირსიცაა,კარგი მამობა კი ისედაც შეუძლია თუ უნდა რა თქმა უნდა,თუმცა ვეჭვობ ასეთებს შეეძლოთ!
ნ.მ.
22 ივლისი 2019 08:56
რატომ უნდა აპატიო? ან რად გინდა ასეთი ქმარი? ბავშვებს ნუ დაუშლი მასთან ურთიერთობას და იყოს სხვა ქალებთან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა