"ადვოკატი დავიქირავე და დახმარება ვთხოვე, მხოლოდ ქმარს კი არა, შვილებსაც გავყროდი"
"ადვოკატი დავიქირავე და დახმარება ვთხოვე, მხოლოდ ქმარს კი არა, შვილებსაც გავყროდი"
ჩემ ირგვლივ უამრავი ქალია, რომელიც ქმარს საკუთარი ინიციატივით გაეყარა და სიმართლე გითხრათ, მათი გამტყუნება თითქმის არასოდეს მიფიქრია. რადგან უმიზეზოდ არც ერთი წამოსულა სახლიდან. ისიც გამიგია და ვეთანხმები, რომ ცალ-ცალკე ყველა მართალია და ქმრებსაც თავიანთი სიმართლე აქვთ ალბათ, მაგრამ მაინც არ შემიძლია მათი გამართლება, რადგან ბებიაჩემისგან გამიგონია: კარგ კაცს ცოლი არც "გაუფუჭდება" და არც ოჯახი დაენგრევაო. ჰოდა, დაკვირვებული ვარ, სადაც კაცი თავის სიმაღლეზეა და მართლა ჭკუით მართავს ოჯახს, იქ თითქმის არასოდეს
წარმოიქმნება სერიოზული პრობლემა.

მარეხმა ცოტა ხნის წინ დაანგრია ოცდაათი წლის ოჯახი. მისი ამბავი თითქოს ჰგავს სხვა დანარჩენების ისტორიებს, მაგრამ მაინც განსხვავებულია თუნდაც იმით, რომ ის მხოლოდ ქმარს კი არა, შვილებსაც გაეყარა და სასამართლოს მოსთხოვა, რომ მხოლოდ ქმრისგან კი არა, არანაკლებ უმადური შვილებისგანაც დაეცვა:

- ეს
სიმართლეა და მე ასე დავსაჯე ისინი. მინდა მიხვდნენ, რომ დედა არც მონაა და არც ის ადამიანი, რომლისგანაც ცალმხრივად უნდა მოითხოვო ყურადღება დ დაფასება.

საკუთარი ნებით არ გავთხოვილვარ. მომიტაცა კაცმა, რომელსაც არც კი ვიცნობდი და წესით, მაშინვე უნდა დაეპატიმრებინათ, რადგან ათი წლით იყო ჩემზე უფროსი და სკოლიდან გამიტაცა თხუთმეტი წლის გოგო. თუმცა, მამამ არ წამომიყვანა სახლში: ხალხს ვერ ვალაპარაკებო... ცოცხალი რომ იყოს, მასაც გავეყრებოდი და ჩემთვის შვილის დაძახებას ავუკრძალავდი. როგორ შეიძლება, თხუთმეტი წლის ბავშვზე ძალადობა შეარჩინო ვინმეს?!

ვერ გავბედე ურჩობა და თექვსმეტი წლისას მყავდა პირველი შვილი, ოცი წლისას - უკვე სამივე ვაჟი. მათ გამო სკოლაც ვეღარ დავამთავრე, თორემ ინსტიტუტზე ლაპარაკიც ზედმეტია. დამაყენა დედამთილმა "კუხნაში" - ესაა აწი შენი ინსტიტუტიო და მართლა ჩინებული მზარეული გავხდი მისი წყალობით, მაგრამ ეს ხომ არაა მხოლოდ ცხოვრება, მით უფრო, როცა უმადური ქმარ-შვილი გყავს და შენში დედას და სასურველ ქალს კი არა, მონას და მოსამსახურეს ხედავენ. ყველაფერი დროზე უნდა მოუწესრიგო და მიართვა, მადლობის თქმაც არ უნდათ: ცხოვრებაში სხვა არაფერი გიკეთებია და არც ოჯახის მოვლა გინდა საკუთარ თავზე აიღოო?!

სამივე შვილმა ინსტიტუტიც დაამთავრა და კარგი სამსახურებიც აქვთ. ცოლებიც შეირთეს და შვილიშვილები მე ჩამაბარეს: ამათ დედებს არ სცალიათ სახლებში დასაჯდომად, ახალგაზრდები არიან და თავიანთ ცხოვრებას და კარიერას უნდა მიხედონო - არც სამსახურს იკლებენ და არც გართობა-დასვენებას. არც ერთს მოსდიოდა აზრად, რომ მე ვიყავი მათ შორის ყველაზე დაღლილი და თუ ვიმეს სჭირდებოდა დასვენება, სწორედ მე...

ბოლოს ისიც კი მაკადრა ქმარმა, რომ შვილის ტოლი საყვარელი გაიჩინა და მასთან ერთად გაემგზავრა დასასვენებლად. რომ ვუსაყვედურე, ლამის საცემრად გამოიწია: მთელი ცხოვრება არაფერი გიკეთებია, ისე გინახავდი, გაჭირვება არ გიგრძნია და დიდი ამბავი, თუ თავს გართობის უფლება მივეციო. ასეთ კაცს რა უნდა უთხრა და ელაპარაკო?!
ის ღამე თეთრად გავათენე და მივხვდი: თუ თავს არ ვუშველიდი, უარესი დამემართებოდა. შვილები შევკრიბე: მამათქვენს აღარ ვუყვარვარ და მისგან წასვლა გადავწყვიტე. იმედია, თქვენ არაფერი გექნებათ საწინააღმდეგო-მეთქი და იმის ნაცვლად, მხარი დაეჭირათ ჩემთვის, სასაცილოდ ამიგდეს: სად უნდა წახვიდე, შიმშილით გაგძვრება სული. თან, მამას ვერ ვაწყენინებთ და აღარც ჩვენი იმედი გქონდესო...

ცოტა დანაზოგი მქონდა. მინდოდა, ისევ შვილებისა და შვილიშვილების გასახარად დამეხარჯა, მაგრამ არ აღმოჩნდნენ ღირსები: ადვოკატი დავიქირავე და დახმარება ვთხოვე, მხოლოდ ქმარს კი არა, შვილებსაც გავყროდი და იმდენად უჩვეულო პროცესი იყო, რომ მთელ ქალაქს მოედო ეს ამბავი, ჩემს ქმარ-შვილს ალმაცერად დაუწყეს ცქერა: ასე როგორ გაამწარეთ ეს ქალიო?!.

ბიზნესპარტნიორებთან და ნაცნობებთან გაუფუჭდათ ურთიერთობები, სუფრასთანაც კი აღარ ეპატიჟებათ ვინმე: თქვენთან ერთად ოჯახისა და დედის სადღეგრძელო როგორ დავლიოთო?!

ისე გამწარდნენ, გაბედეს და დამემუქრნენ: არ გაცოცხლებთ, თუ ოჯახში არ დაბრუნდებიო...

შემეძლო მეჩივლა და ციხეში გამეგზავნა ქმარიც და შვილებიც, მაგრამ ამდენი აღარ ვიკადრე. წლებია ჩემი და იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. უკვე მოქალაქეობაც მიიღო და იმან გამიკეთა მიწვევა. უახლოეს დღეებში მივემგზავრები და დავანახვებ ჩემს ქმარ-შვილს, ვინაა ბებერი და თუ არ შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება ორმოცდაშვიდი წლის ასაკში...

სხვებსაც ვურჩევ: თუ არ გაფასებენ, ქმარ-შვილის მონადაც კი არ უნდა იქცეთ, თორემ რძლებსა და შორეულ ნათესავებზე ლაპარაკიც ზედმეტია...

ინგა ჯაყელი
ჟურნალი "გზა"
მკითხველის კომენტარი (37)
ირინა
23 დეკემბერი 2020 18:34
ძალიან კარგად მოქცეულხართ.
ლიკო
30 აგვისტო 2020 00:58
ოდესმე ხომ უნდა დამთავრებულიყო ეგ ფარსი, შვილები პატიოსნად დაგიყენებია გზაზე, უკვე ოჯახები აქვთ და სრული მორალური უფლება გაქვს საკუთარ თავზე იფიქრო, ერთხელ იბადები, მონა და მოახლე დაიქირავონ და იმას ნუ გადაუხდიან მადლობას და გადაუხადონ თანხა !!!! შენი პედოფილი ქმარი კი ბოლოს მარტო დარჩება, იმსახურებს და იმიტომ!!!
ჯამუხელს
30 აგვისტო 2020 00:25
რომელი ბავშვები, უკვე ცოლები და შვილები რომ ყავთ? ან რას ქადაგებთ? არ გინდათ ეს ფარისევლური სენტიმენტები და თუ ამას სერიოზულად წერთ, მეცოდება თქვენი ოჯახის წევრები. სწორედ თავისი ღირსების დასაცავად მოიქცა ასე და ძალიან კარგი გასაწყვეტილებაა. ყველა უმადურს ასე უნდა მოექცე. ბედნიერებას და წარმატებებს ვუსურვებ ახალ გზაზე.
ელისაბედი
25 მაისი 2020 08:27
მე თქვენი კარგად მესმის!ზუსტად თქვენს ასაკში დაანგრიეს ჩემი 30წლის ოჯახიც...
კაცი
25 მაისი 2020 07:23
ზოგიერთი რომ გაქებს კომეტარებში კარგი გიქნიაო, კარგად იცი შენ რა არის კარგი , მაგრამ შენც და შენი ყოფილი ოჯახის წევრები ამ ცხოვრების მსხვერპლი ხართ ბოროტებას ბორტებით ვერ დაამარცხებ.
ქრისტინე
25 მაისი 2020 03:19
47წლის ასაკში ხალხი თხოვდება რა ბებერი, რის ბებერი, სისულელეა. ძალიან კარგად მოქცეულხართ, ეგენი არ იმსახურებენ თქვენნაირ ადამიანს.
Ciuri
18 მარტი 2020 00:43
Zslianac kargad moqceulxar.. exla albat nanoben da axar kadruloben , magram shens fass ki mixvdeba umadurebi..
...
16 მარტი 2020 15:36
Tkven genacvalet ucnobo kalbatono
Tkven brzandebit uagresad ketilšobili kalbatoni.meamakebit imis da miuxedavad tkven ar gicnobt.cxovreba daiwket tavidan gailamazed cxovreba.scobs gvian vidre arasdros.
Umadur kmaršviltan nervebis wkvetas da sxvis tvalebši kurebas sjobs tkven ikot bednieti.kvelam tavis švilebs mixedos da gazardos.tkven ar xart imis girsi rom monad ekce kvelas.urtiert pativiscemas rom ver igrznob da kmaric gadagivlis ik unda damtavrdes kovelive.mere ra rom dudi svilebi gkavs.aar gewkinot kalbatono magram tkveni švilebic mamisnairebi kofilan.
Kvici gvarze xtiso zveli andazaaa da koveltvis amartlebs es andaza.
Kovelive. Sauketesos da udides bednierebas gisurvebt kalbatino.warmatebebi
ნატო
16 მარტი 2020 15:17
ცოლშვილიან კაცებს კიდე დედა ემსახურებოდეს და ცოლებს არაფრის გაკეთებას არ აწამებდნენ ეს ქრისტიანული საქციელია ქრისტიანობა მონობაა არ ქადაგებს და რელიგია თქვენ სასარგებლოდ არ უნდა იყენებდეთ
...
16 მარტი 2020 14:49
ღმერთმა ხელი მოგიმართოს სამაგალითო ქალი ხარ.

რუბრიკის სხვა სიახლეები