"137-ჯერ მეტი ანტიოქსიდანტი, ვიდრე მწვანე ჩაიში“ – იაპონური "მატჩა“ "ჩაიმანიასგან“ - კვირის პალიტრა

"137-ჯერ მეტი ანტიოქსიდანტი, ვიდრე მწვანე ჩაიში“ – იაპონური "მატჩა“ "ჩაიმანიასგან“

137-ჯერ უფრო მეტი ანტიოქსიდანტი, ვიდრე უბრალო მწვანე ჩაი - ეს იაპონური ჩაი "მატჩას“ ერთ-ერთი მთავარი სასარგებლო თვისებაა. თუმცა ეს ყველაფერი არაა, ძლიერი ანტიოქსიდანტის გარდა, "მატჩა“ ორგანიზმს მეტაბოლიზმის გაზრდაში ეხმარება, ხელს უშლის თმის ნაადრევ გაჭაღარავებას და გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.

"მატჩა“ არის იაპონური დაფქვილი მწვანე ჩაი. მისი ისტორია ამომავალი მზის ქვეყანაში დაახლოებით მე-9 საუკუნიდან იწყება. ისტორიული წყაროების მიხედვით, მე-10-11 საუკუნეში ის პოპულარული უკვე ჩინეთშიც გახდა. იაპონიაში დღესაც ჩაის საზეიმო რიტუალი სწორედ "მატჩას“ ჩაით ტარდება.

"მატჩა“ გარდა იაპონიისა, დღეს პოპულარულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მას აქტიურად იყენებენ არა მხოლოდ როგორც ჩაის, არამედ იაპონური ტრადიციული კერძების შესაკმაზადაც. მას ამატებენ ყავა ლატეში, ყინულიან სასმელებში, რძის და ხილის კოქტეილებში, და ასევე ალკოჰოლურ სასმელებში, როგორიცაა ლიქიორი. თუმცა მისი მთავარი დანიშნულება არის ჩაის სახით მიღება, რადგან სწორედ ამ დროს ადამიანის ორგანიზმი "მატჩასგან“ იღებს ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებას, რაც ამ ჩაის გააჩნია.

იმისათვის, რომ "მატჩას“ ჩაიმ სასარგებლო ნივთიერებები არ დაკარგოს, მოსავლის აღებასაც თავისი მკაცრი წესები აქვს. მოსავალს წელიწადში მხოლოდ ერთხელ კრეფენ. "მატჩას“ მომზადება ხდება მოსავლის მოკრეფამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც ჩაის ბუჩქები იხურება პირდაპირი მზის სხივებისაგან. ეს ანელებს ზრდას, ხდის ფოთლებს უფრო მუქს და ამდიდრებს ჩაის ამინომჟავებით, რომლებიც ხდიან მას უფრო ტკბილს. ღია მწვანე ფერი ნიშნავს ფოთლებში ქლოროფილის დიდ შემცველობას.

"მატჩას“ წარმოებისთვის ფოთლებს აშრობენ სწორად, არ გრიხავენ, იღებენ კვირტს, შემდეგ კი ფქვავენ მას ღია მწვანე, ტალკისნაირ ფხვნილად. შეიძლება დასჭირდეს საათი, რომ დაფქვა 30 გრამამდე "მატჩას“ ჩაი.

"მატჩას“ სასარგებლო თვისებების შესახებ ძველ იაპონიაშიც იცოდნენ. თუმცა თანამედროვე ეპოქაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ჩაის ეს სახეობა არაერთი დაავადების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ გამოიყენება. კოლორადოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, "მატჩას“ ჩაი შეიცავს 137-ჯერ უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე უბრალო ჩაი. ამავე კვლევის მიხედვით, ანტიოქსიდანტების რაოდენობა "მატჩაში“ 6,2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე გოჯის კენკრაში; 7-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე შავ შოკოლადში; 17-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ისპანახში.

"მატჩას“ ჩაი შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც სიმსივნესთან ბრძოლაში ძირითად როლს თამაშობენ. ამასთან, "მატჩა“ ინარჩუნებს აუმჯობესებს ფერს და კანის მდგომარეობას. ანტიოქსიდანტების შედეგად, ის ებრძვის სიბერეს უფრო ეფექტურად, ვიდრე А და С ვიტამინები. "მატჩას“ ერთი ჭიქა უფრო ეფექტურია, ვიდრე ბროკოლის, ისპანახის, სტაფილოს ან მარწყვის პორცია.

ამასთან, "მატჩა“ ახდენს წნევის ნორმალიზებას. ეს ჩაი აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ახდენს არტერიული წნევის და გულ-სისხლძარღვთა მუშაობის ნორმალიზებას. "მატჩა“ ასევე ამცირებს ქოლესტერინის და გლუკოზის დონეს სისხლში, ხელს უშლის დიაბეტის წარმოქმნის რისკს. ამასთან, "მატჩას“ აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.

"მატჩა“ 40%-ით აჩქარებს მეტაბოლიზმს და ეხმარება ორგანიზმს ცხიმების დაწვაში. მწვანე ჩაის მოხმარება ახდენს თერმოგენეზის პროცესს (სითბოს წარმოქმნის), ზრდის ენერგიის ხარჯვას და ცხიმების დაწვას, ამავე დროს, ამდიდრებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით და მინერალებით. კვლევებმა აჩვენეს, რომ ცხიმის დაწვის კოეფიციენტი ვარჯიშის დროს "მატჩას“ ჩაის დალევის შემდეგ იზრდება 25%-ით.

ქლოროფილის მაღალი შემცველობის გამო "მატჩა“ ხელს უწყობს ქიმიური ტოქსინების გამოდევნას და მნიშვნელოვნად ამცირებს რადიაციის უარყოფით ზემოქმედებას. ის ებრძვის სტრესს და ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, "მატჩა“ - არის ბუდისტი ბერების ჩაი, რომელსაც სვამდნენ მრავალსაათიანი მედიტაციის წინ სიმშვიდის და კონცენტრაციის შესანარჩუნებლად. საიდუმლო შემადგენლობაშია: ამინომჟავა L -Theanine, ხელს უწყობს მელატონინის და დოპამინის გამომუშავებას, რომლებიც აუმჯობესებენ მეხსიერებას და ყურადღებას.

1 ჩაის კოვზს (დაახლოებით 2 გრ) დავასხათ 250 მლ ცხელი, მაგრამ არაადუღებული წყალი (დაახლოებით 70-80 С), სწრაფად ავურიოთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე ქაფის წარმოქმნით. ზოგადად კი ტრადიციული მატჩას მოსამზადებლად საჭიროა ფიალა, ბამბუკუს კოვზი, საწური და ბამბუკის "ცოცხი“.

საქართველოში "მატჩას“ შეძენა შესაძლებელია "ჩაიმანიას“ შემდეგ ფილიალებში: გუდვილი დიღომში, გუდვილი ვაკეში, გუდვილი ქავთარაძეზე, აგროჰაბი ვაკეში, კარფური ვაკეში.

"ჩაიმანია“ ბაზარზე 2006 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ამ დროისთვის ბრენდი თბილისში 8 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი. "ჩაიმანია" მომხმარებელს სთავაზობს 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაისებრ სასმელებს მთელი მსოფლიოდან. ბრენდის მთელი კონცეფცია დაფუძნებულია იმაზე, რომ დასაყენებელი ჩაი მოთავსებულია გამჭვირვალე ქილებში და შესაძლებელია მინიმუმ ერთი უნციის (30 გრ) შეძენა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქტების მრავალფეროვნება და მაღალხარისხიანი მომსახურება არის ყველა მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარანტი. "ჩაიმანია“ "სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა.