როგორ ვიქეცი ქმრის მოღალატედ...
როგორ ვიქეცი ქმრის მოღალატედ...
მხოლოდ ერთგულებამ და მეუღლის წინაშე პასუხისმგებლობამ შეიძლება აგვარიდოს ღალატს, თუ არა და, ოჯახს ან დანგრევის საფრთხე დაემუქრება, ან მთელი ცხოვრება სიცრუესა და სიყალბეში მოგვიწევს ყოფნა.

აი, რა მისწერა ჟურნალ „გზას“ ერთ-ერთმა მკითხველმა:

მაკო, 25 წლის:
- ყოველთვის ბევრ მამაკაცს მოვწონდი; ბევრი "ჩალიჩობდა", რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მიყვარდა და მის გარდა, ვერავის ვამჩნევდი. ერთ დღეს შეყვარებული ღალატზე წავიჭირე: ჩემს ახლობელ გოგოს ეალერსებო
და. გაბრაზებულმა, მის ჯიბრზე გათხოვება გადავწყვიტე და ისეთ კაცს გავყევი ცოლად, რომელიც ჩემ გამო "ვენებს იჭრიდა". სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია, მომავალი მეუღლე არც მომწონდა. სამაგიეროდ, მდიდარი ოჯახის შვილი იყო და ვიფიქრე, - მაინც უსიყვარულოდ ვთხოვდები და ცოლად ფულიანს მაინც გავყვები, იქნებ ფუფუნებამ გამაბედნიეროს-მეთქი. სულ რაღაც 2 წელიწადში მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი.
თავიდან მეგონა, მეუღლის შეყვარებას როგორმე შევძლებდი. ვცდილობდი, გამებედნიერებინა ადამიანი, რომელიც დიდ პატივს მცემდა, მაგრამ ერთხელაც, ყოფილ შეყვარებულს შემთხვევით, ქუჩაში გადავეყარე და ჩემს გულსა და გონებაში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. გიგას დანახვამ ძველი, მაგრამ ძალიან ძლიერი სიყვარული შემახსენა. მითხრა: შენი გათხოვება ძალიან განვიცადე და იცოდე, ცოლს არასდროს მოვიყვანო. ბოდიში მომიხადა იმ ღალატის გამო, რომელიც მისთვის წამიერი სიამოვნება იყო. მითხრა, რომ ისევ ვუყვარდი და ძლიერად ჩამიხუტა. მისი ჩახუტებისას ვიგრძენი, რომ თურმე, ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მერე ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და ხშირად მეკონტაქტებოდა.

ერთხელაც, ჩემს მეუღლეს საზღვარგარეთ მოუხდა გამგზავრება. ჰოდა, სწორედ ამ პერიოდში დავუახლოვდი ისევ გიგას, მას ყოველდღე ვხვდებოდი და მოღალატედ ვიქეცი კიდეც. მიყვარს და სწორედ ამ სიყვარულმა დამაკარგვინა თავმოყვარეობა. შემიძლია, ყოფილ შეყვარებულს ცოლადაც გავყვე, მაგრამ მეუღლესთან განშორებაც არ მსურს...
ანანა
15 სექტემბერი 2019 11:33
შენ რომ ყვარებოდი, სხვას,ალერსს არ დაუწყებდა.
მანანა
15 სექტემბერი 2019 11:32
დაეტიე შენს კარგ ქმართან
. !
მარი
01 სექტემბერი 2019 14:39
უნამუსო დედაკაცი ხარ, ლაპარაკიც არ ღირს შენზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?