"მის ცხოვ­რე­ბა­ში მის­ვ­ლა და­ვაგ­ვი­ა­ნე, ვე­ღარ ვუშ­ვე­ლე... ბო­ლო დროს ამას ხში­რად მი­მე­ო­რებ­და, - რა­ტომ უფ­რო ად­რე არ შეგ­ხ­ვ­დიო"
"მის ცხოვ­რე­ბა­ში მის­ვ­ლა და­ვაგ­ვი­ა­ნე, ვე­ღარ ვუშ­ვე­ლე... ბო­ლო დროს ამას ხში­რად მი­მე­ო­რებ­და, - რა­ტომ უფ­რო ად­რე არ შეგ­ხ­ვ­დიო"
ფოტო:ნი­ნო მშვი­დო­ბა­ძე
სიკ­ვ­დი­ლის წინ ქმარ­მა უსიტყ­ვოდ და­ი­ბა­რა, რომ ცოლს მუ­დამ უნ­და ეგა­ზაფხუ­ლა. არ შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად, რო­ცა ქა­ლი მსგავ­სია გა­ზაფხუ­ლის, გა­ზაფხულ­ზეა და­ბა­დე­ბუ­ლი და უყ­ვარს სი­ცოცხ­ლე...

ნი­ნო მშვი­დო­ბა­ძეს პირ­ვე­ლად ბა­თუმ­ში შევ­ხ­ვ­დი, დიდ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. მოკ­ლე­კა­ბი­ა­ნი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი, რო­მელ­საც გუ­რი­ი­დან ვერ­ლიბ­რი ჰქონ­და სა­კონ­კურ­სოდ ჩა­მო­ტა­ნი­ლი, სხარტ, სი­ხა­რუ­ლა, ენა­მოს­წ­რე­ბულ კონ­კურ­სან­ტად ჩამ­რ­ჩა ხსოვ­ნა­ში.

ნი­ნოს და­ბა­დე­ბი­სას მზე და წვი­მა ერ­თ­მა­ნეთს ეჯიბ­რე­ბო­და თურ­მე და მწვა­ნედ ხას­ხა­სებ­და სო­ფე­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებ­საც ეს ფე­რი არეკ­ვ­ლი­ათ... მწვა­ნე ყვე­ლა­ზე მი­ა­მი­ტუ­რი ფე­რია და ალ­ბათ, გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო ადა­მი­ა­ნებს
მწვა­ნე ფე­რით უნ­და ხა­ტავ­დ­ნენ!

ნი­ნოს ჩვი­ლო­ბის დრო­ი­დან დე­და და ბე­ბო ანა კა­ლან­და­ძის ლექ­სებს უკითხავ­დ­ნენ. შე­საძ­ლოა, სუ­ლაც იმის გა­მო, რომ ანაც გუ­რუ­ლი გახ­ლ­დათ ან სუ­ლაც, გუ­რუ­ლიც რომ იყო და კარ­გი პო­ე­ზია რომ დაგ­ვი­ტო­ვა. ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე შე­უყ­ვარ­და და მოს­წონ­და ქარ­თუ­ლი სიტყ­ვი­ე­რე­ბა. მი­კითხავ­დ­ნენ და თან, ვსწავ­ლობ­დიო ან უკე­თე­სი რა
უნ­და მო­ის­მი­ნო და ის­წავ­ლო ადა­მი­ან­მა? ემო­ცია ცხოვ­რე­ბას სულ ახ­ლავს, მაგ­რამ მწერ­ლო­ბამ ნი­ნო თა­ვად აქ­ცია ემო­ცი­ად.

"ბი­ძია თო­მას ქო­ხი" რომ წა­მი­კითხა დე­დამ, ოთხი წლის ვი­ყა­ვი. პა­ტა­რა, ლა­მაზ გო­გო­ნას სიკ­ვ­დი­ლის სცე­ნის დროს, წიგ­ნი წა­ვარ­თ­ვი და მა­გი­დის ქვეშ შევ­ძ­ვე­რი. მა­ნამ­დე არ გა­მო­ვე­დი იქი­დან, სა­ნამ დე­და არ დამ­პირ­და, რომ ევა იცოცხ­ლებ­და. ასე შევ­ც­ვა­ლე ბი­ჩერ სტო­უს ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. წარ­მო­უდ­გენ­ლად ცელ­ქი ვი­ყა­ვი. კი­ბის სა­ფე­ხურ­ზე სწრა­ფად ვსრი­ა­ლებ­დი, ჩემს ძმას სულ ვას­წ­რებ­დი. მე­ზობ­ლის ქა­ლი მეხ­ვე­წე­ბო­და: ნე­ლა, ცა, ბა­ღა­ნა არ გაჭყი­პოო (გას­რი­სო­ო). ვერ გავ­ჭყეპ­დი, კა­ფან­და­რა ვი­ყა­ვი მუ­დამ, მაგ­რამ მა­ინც ეში­ნო­და... ერ­თხელ, სამ­ზა­რე­უ­ლოს უზურ­გო სკამ­ზე, ტა­ბუ­რეტს რომ ეძა­ხი­ან, წყლით სავ­სე ქვა­ბი იყო შედ­გ­მუ­ლი და კაც­მა არ იცის, იქ რო­გორ ავ­ძ­ვე­რი და ჩე­მი ძმა რო­გორ ავიყ­ვა­ნე. ფაქ­ტია, ბა­ბი­ლი­ნა ბე­ბი­ამ ორი­ვე იმ ქვაბ­ში მოჭყუმ­პა­ლა­ვე გვი­ხი­ლა. და­ვი­ტუქ­სეთ კი არა­და... ერ­თხე­ლაც, მე­ზობ­ლის გო­გოს­თან მინ­დო­და გა­დას­ვ­ლა. დი­ლით ბა­ბი­ლი­ნა ისე გა­ვაბ­რა­ზე, ხმას არ მცემ­და. ჰო­და, ავ­დე­ქი და წე­რი­ლი და­ვუ­ტო­ვე: "ბე­ბია, მე მივ­დი­ვარ ნუ­ნუ­კას­თან, არ გა­გის­კ­ტეს გუ­ლი". ეს ხელ­ნა­წე­რი დღემ­დე "მკაც­რა­დაა და­ცუ­ლი". მე­რე იყო სკო­ლა. ცელ­ქი მოს­წავ­ლე არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ არც "გა­დამ­რი­ე" ბე­ჯი­თი. იოლად ვსწავ­ლობ­დი: ქარ­თულს, უცხო ენას, ის­ტო­რი­ას, სა­მა­გი­ე­როდ, არა­ფე­რი მეს­მო­და და არა­სო­დეს მიყ­ვარ­და: მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია, ფი­ზი­კა. ვე­რა­ფე­რი გა­ვუ­გე ციფ­რებს და მივ­ხ­ვ­დი, ჩე­მი სამ­ყა­რო უფ­რო სიტყ­ვე­ბია, სიტყ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ ფე­რი და გე­მო ჩემ­თ­ვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მიყ­ვარ­და, მა­ინც ვსწავ­ლობ­დი... სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და შა­ბა­თი დღე (მა­შინ შა­ბათს ჯერ კი­დევ ვსწავ­ლობ­დით), რად­გან შინ მობ­რუ­ნე­ბულს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დე­და მხვდე­ბო­და. ყო­ველ­თ­ვის ასე იყო, შა­ბათ-კვი­რას სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ორი სა­ო­ცა­რი ქა­ლი ფუს­ფუ­სებ­და: დე­და და ჩე­მი ბა­ბი­ლი­ნა".
ბა­ბი­ლი­ნა თით­ქოს სხვა გა­ლაქ­ტი­კი­დან იყო. პირ­ვე­ლი ლექ­სი მან ას­წავ­ლა ბა­დიშს. ისე, ბე­ბოს სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ნი­ნო ერ­ქ­ვა და ბა­რა­მი­ძის ქა­ლი იყო - სი­ლა­მა­ზით, გა­ნათ­ლე­ბით, ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის სა­მუ­და­მოდ ბა­ბი­ლი­ნად რომ დარ­ჩა. ნი­ნო ბე­ბო, რაც შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ფერს სა­თუ­თად მი­უ­ჩენ­და ად­გილს თა­ვის ოთახ­ში. ბავ­შ­ვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ტან­საც­მე­ლი, წიგ­ნე­ბი და სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ფორ­მე­ბი, დღი­უ­რე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ფა­სე­უ­ლი იყო და ბა­ბი­ლი­ნა თა­ვის ოთახ­ში შთა­მო­მავ­ლო­ბის ბავ­შ­ვო­ბას ინა­ხავ­და სა­გულ­და­გუ­ლოდ...

დე­და კი სხვა ქა­ლია, ბე­ბოს­გან ბევ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, მკაც­რი და მომ­თხოვ­ნი. მი­სი წეს­რი­გი­ა­ნო­ბა და რე­ჟი­მი ნი­ნოს მუ­დამ მო­ზი­დუ­ლად ამ­ყო­ფებს, არ აძ­ლევს და­ცე­მის უფ­ლე­ბას!
მა­მა დი­დი ბავ­შ­ვი იყო და ასე­თად დარ­ჩა ბო­ლომ­დე: უპ­რე­ტენ­ზიო, კე­თი­ლი, უწყი­ნა­რი კა­ცი, სა­შინ­ლად ჯი­უ­ტი ხა­სი­ა­თით, რო­გო­რიც მხო­ლოდ ბავ­შ­ვებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ. კა­ცი, რო­მე­ლიც იოლად იჯე­რებ­და ყვე­ლა­ზე და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბებს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის გულ­ქ­ვა­ო­ბა­სა და ბო­რო­ტე­ბას ვერ და­ა­ჯე­რებ­დი. "მა­პა­ტიე-მეთ­ქი, სიკ­ვ­დი­ლის წინ ვუთხა­რი, ცუ­დი შვი­ლი ვი­ყა­ვი-მეთ­ქი. გა­ე­ღი­მა, შენ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცუ­დი იყო, მა, ეს მე ვერ ვი­ყა­ვი შე­ნი შე­სა­ფე­რი­სი მა­მაო... ასე­თი იყო. ჩუ­მად წა­ვი­და... უც­ნა­უ­რი ისაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რო­გორც მას სურ­და, რო­გორც ნატ­რობ­და და წარ­მო­ედ­გი­ნა თა­ვი­სი დაკ­რ­ძალ­ვის დღე", - იხ­სე­ნებს ნი­ნო.
ერ­თა­დერ­თი ძმა ჰყავს ნი­ნოს და მას­შიც გა­უ­მარ­თ­ლა. დას­ჭირ­დე­ბა და ის არის: კე­დე­ლი, საყ­რ­დე­ნი, იმე­დი, შვე­ბა, კა­მა­თი და თა­მა­შიც დაქ­ვ­რი­ვე­ბუ­ლი დის­თ­ვის. ძმაც ასე­თი უნ­და, და­იღ­ლე­ბი და და­ეყ­რ­დ­ნო­ბი! გეტ­კი­ნე­ბა და გწამ­ლობს...
ნი­ნო მშვი­დო­ბა­ძე მეუღლესთან ერთად
ვი­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­უ­ღია, იცის, რომ სტუ­დენ­ტო­ბა ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი პე­რი­ო­დია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში: ბავ­შ­ვო­ბას ემ­შ­ვი­დო­ბე­ბი და თან, არც დი­დი ხარ ჯერ კი­დევ. მო­ი­სურ­ვებ და დი­დი ხარ, არ მო­ი­სურ­ვებ და, არც ისე ძნე­ლია გა­ბავ­შ­ვე­ბა...

"სტუ­დენ­ტო­ბა ყვე­ლა­ზე სას­წა­უ­ლი ხა­ნაა. რო­ცა ძა­ლი­ან გი­ჭირს, მაგ­რამ მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ხარ. ერ­თხელ იმის­თ­ვის, რომ და­ქა­ლებ­თან ერ­თად ოპე­რა­ში "ტრა­ვი­ა­ტა" მე­ნა­ხა, ხუ­თი ლა­რი ორი თვე ვი­ნა­ხე. ფე­ხით დავ­დი­ო­დი, იშ­ვი­ა­თად ვჭამ­დი და იმ ფულს ხელს არ ვკი­დებ­დი. ვნა­ხე და მივ­ხ­ვ­დი, რომ სწო­რად მო­ვი­ქე­ცი, რომ ეს უნ­და მე­ნა­ხა, მეგ­რ­ძ­ნო, მო­მეს­მი­ნა. სა­ში­ნე­ლი დრო იყო, უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი, უშუ­ქო­ბა, უგა­ზო­ბა, უგ­ზო­ო­ბა... მახ­სოვს, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გათ­ბო­ბა არ იყო და ღა­მით ვწერ­დი სა­კურ­სო თე­მას, სი­ცი­ვის­გან თი­თე­ბი მო­მე­ყი­ნა. ჰო, ასე­თი დრო იყო, მძი­მე. დე­დას ხელ­ფა­სი 14 ლა­რი ჰქონ­და: სახ­ლ­შიც უნ­და ჰყოფ­ნო­დათ და ჩემ­თ­ვი­საც უნ­და გა­მო­ეგ­ზავ­ნა. რომ არა კე­თი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი, ალ­ბათ, სტუ­დენ­ტო­ბა არც მექ­ნე­ბო­და... სხვა­თა შო­რის, ბა­ბი­ლი­ნას უბ­ის წიგ­ნაკ­ში აქვს ჩა­წე­რი­ლი: "ნი­ნი­კო, არ და­გა­ვიწყ­დეს!" და სტუ­დენ­ტო­ბის დროს, თუ­კი ვინ­მეს თუნ­დაც, ფუნ­თუ­შა უჩუ­ქე­ბია, იმი­სი სა­ხე­ლი და გვა­რიც კი აქვს ჩა­წე­რი­ლი. არც მა­ვიწყ­დე­ბა ან რა და­მა­ვიწყებს..."

ნი­ნოს ოჯახ­ში თით­ქ­მის ყვე­ლა კა­რა­და წიგ­ნი­საა. მო­საწყენ, ზამ­თ­რის ცივ სა­ღა­მო­ებს კა­რა­დე­ბი­დან გად­მო­სუ­ლი პო­ე­ზია ებ­რ­ძო­და. ეწყო­ბო­და ოჯა­ხუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი და იყო გა­ჯიბ­რე­ბა კითხ­ვა­ში, ავ­ტო­რე­ბი­სა და ძირ­ძ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ამოც­ნო­ბა­ში...
ყვე­ლა­ფერ­ში სწრა­ფი ნი­ნო მხო­ლოდ სიყ­ვა­რულ­ში იგ­ვი­ა­ნებ­და. თუმ­ცა, ღირ­და დაგ­ვი­ა­ნე­ბად თუ ლო­დი­ნად ის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტრფო­ბი­სა და გუ­ლის­ტ­კე­ნის ელ­ფე­რი დაჰ­კ­რავს:

"გია ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი - ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­მა­კა­ცი, არც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი... ამი­ტო­მაც, ვერ იცხოვ­რებ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ვერ და­ემ­ს­გავ­სე­ბო­და ყა­ლიბ­ში მოქ­ცე­ულ თუ პლას­ტი­ლი­ნით გა­მო­ძერ­წილ კა­ცებს. იყო ლა­ღი, მხი­ა­რუ­ლი, ძლი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი, კე­თი­ლი, ერ­თ­გუ­ლი, უღა­ლა­ტო, ნაღ­დი. 27 წლი­სა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დროს, ერთ-ერ­თი კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე იყო, პრე­ზი­დენ­ტის რწმუ­ნე­ბუ­ლიც გახ­ლ­დათ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მე­რე და­იწყო ის სა­ში­ნე­ლი და ტრა­გი­კუ­ლი დღე­ე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლო და­ტო­ვა, და­ტო­ვა ცო­ლი და პა­ტა­რა გო­გო­ნა. იძებ­ნე­ბო­და სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტის მუხ­ლით. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ერ­თა­დერ­თ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა სა­მი წლის ასაკ­ში მძი­მე დამ­წ­ვ­რო­ბა მი­ი­ღო. მე­რე აღარ წა­სუ­ლა, თუმ­ცა, ოჯახ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ურ­თულ­და. ცოლს ათი წლის გა­ცი­ლე­ბუ­ლი იყო, მე რომ გა­ვი­ცა­ნი. გია ძა­ლი­ან კარ­გი მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნ­და და მას­თან ყვე­ლა თე­მა­ზე შე­მეძ­ლო სა­უ­ბა­რი. რო­გო­რი იყო? ოდეს­მე გი­ნა­ხავს და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ალ­მა­სი? ძლი­ე­რი, ულა­მა­ზე­სი და მა­ინც სა­თუ­თი, მო­სა­ფე­რე­ბე­ლი - ეგე­თი იყო. გიხ­მობ­და, თან ბო­ლომ­დე არ გი­კა­რებ­და, ეში­ნო­და თით­ქოს... მე­რე მითხ­რა, სიყ­ვა­რუ­ლის აღარ მჯე­რო­დაო. სიყ­ვა­რუ­ლის ახ­ს­ნაც მოკ­ლე სა­ტე­ლე­ფო­ნო გზავ­ნი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ბე­და, ისიც მა­შინ, რო­ცა შორს იყო ჩემ­გან. მე კი ისე გავ­კად­ნი­ერ­დი, მო­ნას­ტერ­ში ავა­კითხე მე­გობ­რებ­თან ერ­თად და იქ, აჭა­რის­წყალ­ზე მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს კა­ცი მო­რი­დე­ბუ­ლი, დაბ­ნე­უ­ლი გა­მო­ხედ­ვი­თა და გა­დამ­დე­ბი, გულ­ღია სი­ცი­ლით უკ­ვე მიყ­ვარ­და და სა­კუ­თარ თავ­თან შე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბას აზ­რი აღარ ჰქონ­და...

ჩვენ მხო­ლოდ წე­ლი­წა­დი და შვი­დი თვე დავ­ყა­ვით ერ­თად. ამ ხნის მან­ძილ­ზე უერ­თ­მა­ნე­თოდ ალ­ბათ, ერ­თი დღეც არ ვყო­ფილ­ვართ. სა­დაც უნ­და წა­სუ­ლი­ყო, სულ თან დავ­ყავ­დი და მეც მივ­ყ­ვე­ბო­დი, რად­გან მი­სი სურ­ვი­ლი იყო ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა. მოყ­ვა­რუ­ლი ცოლ-ქმა­რი ცუ­ლის ტარ­ზე და­ე­ტე­ვაო. და­ე­ტე­ვა კი არა­და, ად­გი­ლიც მორ­ჩე­ბა თურ­მე... და მა­ინც, და­ვაგ­ვი­ა­ნე. მის ცხოვ­რე­ბა­ში მის­ვ­ლა და­ვაგ­ვი­ა­ნე, ვე­ღარ ვუშ­ვე­ლე... ბო­ლო დროს ამას ხში­რად მი­მე­ო­რებ­და, - რა­ტომ უფ­რო ად­რე არ შეგ­ხ­ვ­დიო. მა­შინ სუ­ლერ­თი იყო, რად­გან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ახ­ლა ვხვდე­ბი, ამას რა­ტო­მაც ამ­ბობ­და და მა­ინც სუ­ლერ­თი იყო, სუ­ლერ­თი არის, რად­გან სიყ­ვა­რულს დრო და საზღ­ვა­რი არა აქვს, სიყ­ვა­რუ­ლი ან არის, ან არა. და ის იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, დრო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა საზღ­ვარს შლის, სიკ­ვ­დილ­ზეც ძლი­ე­რია... თუმ­ცა, ის ერ­თა­დერ­თია ადა­მი­ა­ნურ გრძნო­ბა­თა შო­რის, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტი შუ­რი და ჭო­რი ახ­ლავს, რად­გან ძა­ლი­ან მარ­თა­ლი და ნამ­დ­ვი­ლი. ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს იმ­ქ­ვეყ­ნა­დაც მიგ­ვ­ყ­ვე­ბა... ტკი­ვი­ლი აძ­ლი­ე­რებს გრძნო­ბას. მე­რე რა, რომ ვერ ვხე­დავ, ვერ ვე­ხე­ბი... სა­მა­გი­ე­როდ, გულ­შია და რო­ცა მი­ჭირს, მეხ­მა­რე­ბა... მე ვი­ცი, რომ სი­ცოცხ­ლე გრძელ­დე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც გია ჰქვია..."

რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი
11 სექტემბერი 2019 20:21
ნინო საოცარი გოგოა, უნიჭიერესი. მისი ლექსები სულს აგიფორიაქებთ...ნათელი ჰქონოდეს გიას სულს... არაჩვეულებრივი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ოჯახის შვილი და უკარგესი ადამიანი იყო გია...
იზო
09 სექტემბერი 2019 20:09
გაიხარეთ, როლანდ!!! როგორც ყოველთვის, ახლაც მშვენიერი და გულში ჩამწვდომი წერილია!!!
ნინოს
09 სექტემბერი 2019 12:12
ბედნიერი ქალი ყოფილხარ ნინო..თურმე ესეთი სიყვარულიც ცოცხლობს, ღირს ასეთი გრძნობისთვის სიცოცხლე

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?