"3-4 წლით ად­რე შე­უმ­ჩ­ნე­ვია მკერ­დ­ში სი­მაგ­რე, მაგ­რამ არც არა­ვის­თ­ვის გა­უმ­ხე­ლია და არც ექიმ­თან მი­სუ­ლა..."
"3-4 წლით ად­რე შე­უმ­ჩ­ნე­ვია მკერ­დ­ში სი­მაგ­რე, მაგ­რამ არც არა­ვის­თ­ვის გა­უმ­ხე­ლია და არც ექიმ­თან მი­სუ­ლა..."
ამ ცო­ტა ხნის წინ, ახ­ლო­ბე­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა და მი­სი "არ­ყოფ­ნა" ორ­მა­გად მტკივ­ნე­უ­ლი გა­ხა­და სიკ­ვ­დი­ლის მი­ზეზ­მა...

ლა­ნა ულა­მა­ზე­სი და ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო იყო თა­ვის დრო­ზე და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბაც არ და­ა­ცა­ლა მას­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბულ­მა და­თამ, მო­ი­ტა­ცა და მარ­თ­ლა დიდ სიყ­ვა­რულ­ში აცხოვ­რა, სა­ნამ წუ­თი­სო­ფელ­მა ისი­ნიც არ გა­ამ­წა­რა და და­აბ­ნია თავს მოხ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბით.

ხუ­თი წლი­საც არ ჰყავ­დათ ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, ოჯა­ხის უფ­რო­სი ქალ­ბა­ტო­ნის მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბამ ისე გა­ა­ღა­რი­ბა ისე­დაც მწი­რი სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯე­ტი. ლა­მის პუ­რის ფუ­ლიც
კი სა­ნატ­რე­ლი გა­უხ­დათ. და­თამ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა და მა­მის და­ნა­ტო­ვა­რი მანქანა მა­ლე­ვე გა­და­ა­კე­თა ტაქ­სად, მაგ­რამ იმ დრო­ში არც კლი­ენ­ტი იყო ბევ­რი და მან­ქა­ნაც წამ­და­უ­წუმ მწყობ­რი­დან გა­მო­დი­ო­და. მი­სი შე­სა­კე­თე­ბე­ლი თან­ხაც აღარ რჩე­ბო­და ქუ­ჩა­ში გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ და სა­ბო­ლო­ოდ, რო­ცა ქალ­ბა­ტო­ნი მზია გარ­და­იც­ვა­ლა, ქე­ლე­ხი რომ გა­ე­მარ­თათ, სუ­ლაც ჯარ­თის
ფა­სად გა­სა­ყი­დი გა­უხ­დათ ძვე­ლი ჯა­ბა­ხა­ნა...

მარ­ტოდ დარ­ჩე­ნილ­მა ახალ­გაზ­რ­დებ­მა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ვე­ღარ იპო­ვეს. ლა­ნა ახ­ლო­ბელს შე­ეხ­ვე­წა და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში წაყ­ვა­ნა სთხო­ვა. ის ცალ­კე ამ­ბა­ვია, რა სა­ში­ნე­ლე­ბაც გა­და­ი­ტა­ნა ავ­ტო­ბუ­სის სა­ბარ­გულ­ში გა­მო­კე­ტილ­მა, რო­ცა საზღ­ვარს არა­ლე­გა­ლუ­რად კვეთ­და. არც ის იყო ნაკ­ლე­ბი ტან­ჯ­ვა, რო­ცა თა­ვი­დან ენა არ იცო­და და ამის გა­მო იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შა­ოს და­თან­ხ­მე­ბუ­ლი­ყო. ისეთ ოჯახ­შიც მო­უ­ხდა დარ­ჩე­ნა, სა­დაც ვაშ­ლის ნა­თალ­საც არ აჭ­მევ­დ­ნენ და აყ­რე­ვი­ნებ­დ­ნენ: ხელ­ფასს გიხ­დით და იმით იყი­დე საჭ­მე­ლი, ჩვენს სა­კუთ­რე­ბას კი ნუ ეხე­ბიო...
არც უმ­ხელ­და ქმარს, მში­ე­რი რომ იძი­ნებ­და უმე­ტეს­წი­ლად, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლე­ბი ელო­დე­ბო­და მის ხელ­ფასს. რო­გორ­მე იმ­დე­ნი უნ­და მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ ბან­კ­ში გი­რა­ოდ ჩა­დე­ბუ­ლი სახ­ლი მა­ინც შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

ლა­ნამ მხო­ლოდ 15 წლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა დაბ­რუ­ნე­ბა და ესეც იძუ­ლე­ბით...

3-4 წლით ად­რე შე­უმ­ჩ­ნე­ვია მკერ­დ­ში სი­მაგ­რე, მაგ­რამ არც არა­ვის­თ­ვის გა­უმ­ხე­ლია და არც ექიმ­თან მი­სუ­ლა - მკურ­ნა­ლო­ბა უცხო­ე­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა და "სიმ­წ­რით ნა­შოვნი კა­პი­კე­ბი" სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის ვერ გა­ი­მე­ტა. გარ­და ამი­სა, რად­გან უცხო ქვე­ყა­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობ­და, და­ჭე­რი­სა და გა­მო­ძე­ვე­ბი­საც ეში­ნო­და..

ლა­ნა­მაც რა­ტომ­ღაც ასე გა­დაწყ­ვი­ტა, რომ სა­ნამ შეძ­ლებ­და, იმუ­შა­ვებ­და და მკურ­ნა­ლო­ბას მა­შინ და­იწყებ­და, რო­ცა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან მა­ლე მიხ­ვ­და, რომ მარ­თ­ლა ცუ­დად იყო და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლა იმი­ტო­მაც უნ­და ეჩ­ქა­რა, რომ ცოცხა­ლი ენა­ხა მო­ნატ­რე­ბულ ქმარ-შვილს...
მოკ­ლედ გეტყ­ვით, რომ გა­ოგ­ნე­ბულ ექი­მებ­საც კი წა­მოს­ც­ვივ­დათ ცრემ­ლე­ბი, მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­აზ­რე­ბი­სას და და­ნა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ: აღარც კი ვი­ცით, მე­რამ­დე­ნე შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ასე დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოგ­ვ­მარ­თა­ვენ საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბიო. რო­გორც კი მცი­რე სი­მაგ­რე იგ­რ­ძ­ნო მკერ­დ­ში, მა­შინ­ვე რომ და­ეწყო მკურ­ნა­ლო­ბა, აუცი­ლებ­ლად გა­ნი­კურ­ნე­ბო­და და დიდ­ხან­საც იცოცხ­ლებ­და. ახ­ლა კი...
ლა­ნას მა­ინც გა­უ­კე­თეს ოპე­რა­ცია, მაგ­რამ ოთხი­ო­დე თვე­ში და­ი­ღუ­პა და და­ა­ობ­ლა თორ­მე­ტი წლის უნა­ხა­ვი შვი­ლი, რო­მე­ლიც თი­ნე­ი­ჯე­რია და ყვე­ლა­ზე მე­ტად ახ­ლა სჭირ­დე­ბა დე­დის გვერ­დში დგო­მა. და­აქ­ვ­რი­ვა დღემ­დე მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქმა­რი...

ეს რომ ერ­თე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყოს, ალ­ბათ არც დავ­წერ­დი ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ათო­ბით ქა­ლი ჩა­მო­დის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი

საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან და იმ­დე­ნად დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მარ­თავს ექიმს, გან­კურ­ნე­ბის აღა­რა­ვი­თა­რი შან­სი რომ არ აქვს და სა­ნამ უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს ასე?!

ქა­ლე­ბი მო­ნო­ბა­ში მყო­ფე­ბი­ვით მუ­შა­ო­ბენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი არ­ჩი­ნონ - უყი­დონ მათ სახ­ლე­ბი, მან­ქა­ნე­ბი, და­უ­ფი­ნან­სონ გა­ნათ­ლე­ბა და ვერ იმე­ტე­ბენ თან­ხებს სა­კუ­თა­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის...

მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ვე­რა­ფერ კარგს მსგავს საქ­ცი­ელს ვერ ვუ­წო­დებთ და მი­უ­ხე­და­ვად თავ­გან­წირ­ვი­სა, პირ­ველ რიგ­ში ეს უკულ­ტუ­რო­ბა, გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა და ღა­ლა­ტიც კია თუნ­დაც იმ ახ­ლობ­ლე­ბი­სა, რო­მელ­თა გა­მოც თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­ზე მი­დი­ან ქა­ლე­ბი...

სწო­რე­დაც რომ თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბაა, რო­ცა ამ­დენს მუ­შა­ობ და სა­კუ­თა­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის გე­ნა­ნე­ბა გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხის და­ხარ­ჯ­ვა...

ინ­გა ჯა­ყე­ლი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?