"ჩემი შვილისთვის უნდა მეცოცხლა!" - რას ყვება მსახიობი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა?
"ჩემი შვილისთვის უნდა მეცოცხლა!" - რას ყვება მსახიობი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა?
მსა­ხი­ო­ბი ვეკო ბუ­ჩუ­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წლე­ბის წინ რე­ა­ლი­თი შო­უ­დან "ჯე­ო­ბა­რი" გა­იც­ნო. შოუს დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბი აკე­თებ­და საყ­ვა­რელ საქ­მეს, და­ო­ჯახ­და, შე­ე­ძი­ნა შვი­ლი და მა­შინ, რო­დე­საც მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტკი­ვილ­მა შე­ა­წუ­ხა... დი­აგ­ნო­ზი მძი­მე აღ­მოჩ­ნდა - ლე­ი­კე­მია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლომ­დე ვერ და­ა­მარ­ცხა და სა­ში­ნელ სენ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად საფ­რან­გეთ­ში მო­უ­წია სა­მუ­და­მოდ გა­დას­ვლა.

AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ვეკო ბე­ჩუ­კუ­რი იმ მძი­მე პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რომ­ლის გა­და­ტა­ნაც და­ა­ვა­დე­ბის გამო მო­უხ­და, თუმ­ცა ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რით, სურს სხვე­ბის­თვის კარგ მა­გა­ლი­თად
იქ­ცეს:


- 2014 წლის მარ­ტში ძვლე­ბის ტკი­ვილ­მა შე­მა­წუ­ხა, ამას თან ერ­თვო­და სი­ცხე, სი­სუს­ტე და ყე­ლის ტკი­ვი­ლი, სიმპტო­მი იყო თით­ქოს გა­ცი­ე­ბუ­ლი ხარ. მა­შინ მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და, და­მა­ტე­ბით ცეკ­ვის ტრე­ნე­რად ვმუ­შა­ობ­დი. სი­სუს­ტის გამო ვი­ფიქ­რე, დრო­ე­ბით შევ­წყვეტ ვარ­ჯიშს და და­ვის­ვე­ნებ­მეთ­ქი, რა ვი­ცო­დი ჩემი დას­ვე­ნე­ბა დიდხ­ნი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და...

ბევ­რი ანა­ლი­ზე­ბი­სა და
ექი­მებ­თან ვი­ზი­ტის შემ­დგომ, მი­ვე­დი ჰე­მა­ტო­ლოგ­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ექიმ­თან თა­მარ მა­კა­ლა­თი­ას­თან, რო­მელ­თა­ნაც დღემ­დე ვმე­გობ­რობ. სა­ბო­ლოო დი­აგ­ნო­ზი ოქ­ტომ­ბერ­ში და­ის­ვა. მახ­სოვს კად­რი, ფურ­ცე­ლი - ეკა­ტე­რი­ნე ბუ­ჩუ­კუ­რი 29 წლის, დი­აგ­ნო­ზი მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია B2...

იმ წუ­თას მთელ­მა ჩემ­მა ცხოვ­რე­ბამ კად­რე­ბად ჩა­ი­ა­რა, გაქ­ცე­ვა მინ­დო­და სხვა სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ჩემი ის­ტო­რი­ის ეს ნა­წი­ლი სხვა­ნა­ი­რად და­ი­წე­რე­ბო­და. ჩემი მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, მე­ზობ­ლე­ბის თვა­ლებ­ში შიშს ვხე­დავ­დი, აი, რომ გი­ყუ­რე­ბენ და ეცო­დე­ბი იმი­ტომ, რომ გან­წი­რუ­ლი გო­ნი­ხარ ყვე­ლას, ჩუ­მად გა­მი­გია კი­დეც ლა­პა­რა­კი - "აუ, რა ცო­დოა, ჯერ ახალ­გაზ­რდაა"...

- ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბო­და ამის გა­და­ტა­ნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად...
- იმ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფერ­მა ფასი და­კარ­გა მხო­ლოდ სი­ცო­ცხლის წყურ­ვი­ლი მახ­რჩობ­და და ჩემს შვილ­ზე ფიქ­რი. რა მოხ­დე­ბა მე რომ მოვ­კვდე? ვფიქ­რობ­დი ჩემს გან­ვლილ გზა­ზე, არ მინ­დო­და ვინ­მეს შევ­ცო­დე­ბო­დი, არ მინ­დო­და ვინ­მეს ვეგლო­ვე, თავი ფილ­მის გმი­რი მე­გო­ნა, სა­დაც ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

ამ ფიქ­რებ­ში პირ­ვე­ლი ქი­მი­ის კურ­სიც მო­ახ­ლოვ­და, რო­მე­ლიც ზურ­გის ტვინ­ში გა­კეთ­და. "ეს დაც­ვი­თია"- მი­თხრა ექიმ­მა, რომ ძვლის ტვი­ნი­დან სიმ­სივ­ნე უკან არ გა­და­სუ­ლი­ყო. ტი­რილ­ში ვა­თე­ნებ­დი, მინ­დო­და დიდ­ხანს მე­ყუ­რე­ბი­ნა ჩემი შვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც მა­შინ 1,7 წლის იყო.

ერთ დღეს ჩა­ვი­ხე­დე სარ­კე­ში და ვთქვი: ვეკო შენ გა­ი­მარ­ჯვებ, შენ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ხარ, შენ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ხარ, პრედ­ლი­ზო­ლო­ნი? ქი­მია? არა­ფე­რია ესეც ხომ უნდა გე­ცა­და... და და­ი­წყო მკურ­ნა­ლო­ბის გრძე­ლი გზა

თვე­ში ერთხელ ქი­მია, ქი­მი­ის მერე აპ­ლა­ზია და ისევ სა­ა­ვად­მყო­ფო... გული მე­კუმ­შე­ბო­და იქა­უ­რო­ბის სუნ­ზე, სა­წოლ­ზე. გა­რეგ­ნუ­ლად რამ­დე­ნი­მე თვე­ში ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე, თმა გამ­ცვივ­და, სახე და მუ­ცე­ლი და­მი­სივ­და. რომ ვუ­ყუ­რებ­დი ჩემს თავს, სხვა მე­გო­ნა, ამან ახა­ლი დეპ­რე­სი­ის ტალ­ღა წა­მო­ი­ღო, სახ­ლი­დან აღარ მინ­დო­და გას­ვლა.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან საფ­რან­გეთ­ში რო­გორ მოხ­ვდი?
- ზუს­ტად არ მახ­სოვს რამ­დე­ნი ხანი ვიმ­კურ­ნა­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში, 1,5 წელი ალ­ბათ, შე­დე­გი კარ­გი იყო. იყო სრუ­ლი რე­მი­სია. უარი ვთქვი ქი­მი­ის და­ნარ­ჩენ კურ­სზე და შევ­წყვი­ტე, უბ­რა­ლოდ აღარ შე­მეძ­ლო. ვი­ფიქ­რე, მორ­ჩა ეს მე შევ­ძე­ლი, თუმ­ცა ექიმ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა.

ორი წელი "ვი­გუ­ლა­ვე". ჩავ­დე­ქი ისევ ფორ­მა­ში, და­ვი­კე­ლი წო­ნა­ში, მი­ვე­დი ფიტ­ნეს დარ­ბაზ­ში, და­ვი­წყე აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­ში. მოკ­ლედ, ამა­ყი ვი­ყა­ვი ჩემი თა­ვით, რომ იმან ვერ გა­ი­მარ­ჯვა ჩემ­ზე, მაგ­რამ გულ­ში სულ რა­ღაც მი­ღი­ტი­ნებ­და, ვგრძნობ­დი რომ რა­ღაც მქონ­და წინ...

2018 წლის მარ­ტში გა­მიჩ­ნდა სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი სხე­ულ­ზე, უკვე მივ­ხვდი რაც იყო, მაგ­რამ არ მინ­დო­და ამის და­ჯე­რე­ბა. მი­ვე­დი ისევ თა­მარ მა­კა­ლა­თი­ას­თან, გა­ვი­კე­თე ძვლის ტვი­ნის ბი­ოფ­სია და ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა - ექი­მის ხმა: "ვეკო, ლიმ­ფო­ცი­ტო­ზია და­წყე­ბუ­ლი, მოდი და­ვი­ლა­პა­რა­კოთ..."

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა არ კეთ­დე­ბა... გავ­რცელ­და ისევ სტა­ტი­ე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, და­ვეხ­მა­როთ ვეკო ბუ­ჩუ­კურს. გული მე­კუმ­შე­ბო­და ამას რომ ვხე­დავ­დი... ეთო გუ­გა­ვამ, რო­მე­ლიც ჩემი ნათ­ლი­აა, დადო პოს­ტი თა­ვის გვერ­დზე. ამის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა ეთოს მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ცხოვ­რობ­და საფ­რან­გეთ­ში და ახლა ჩემი მე­გო­ბა­რი­ცაა. მან მირ­ჩია რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მირ­ჩია კი არა, და­მა­ძა­ლა - რომ არა გი­გას და ნა­ტა­ლი­ას ლა­პა­რა­კი, მე ალ­ბათ აქ არ ჩა­მო­ვი­დო­დი.

სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდა და 16.04.2018-ში 14:40 წუთ­ზე თვითმფრი­ნა­ვი დაფ­რინ­და შარლ დე გო­ლის აე­რო­პორ­ტში. ჩა­მო­ვე­დი სულ მარ­ტო, არა­ვინ არც ოჯა­ხის წევ­რი, არც მე­გო­ბა­რი, არა­ვინ არ მყავ­და აქ. მხო­ლოდ მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი მა­ნუ­ჩარ ოშ­ხა­რე­ლი დამ­ხვდა, ვინც და­მეხ­მა­რა ყვე­ლაფრ­ში, რის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მას და მის ოჯახს. იხილეთ სრულად

ნინო გიგიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თვის კითხვადი სტატიები