"კარგა ხანს ვეწინააღმდეგებოდი დედას, მაგრამ... თემომ დამამშვიდა, დავქორწინდეთ და სწავლის ამბავს მოგიგვარებო"
"კარგა ხანს ვეწინააღმდეგებოდი დედას, მაგრამ... თემომ დამამშვიდა, დავქორწინდეთ და სწავლის ამბავს მოგიგვარებო"
თემოსა და ქეთას მშობლები წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს. ქეთა ბავშვობიდანვე ისეთი
ლამაზი იყო, თემოს დედამ დაადგა თვალი: ეს გოგო ჩემი რძალი უნდა გახდესო. თავდაპირველად თითქოს ეს ხუმრობას ჰგავდა, მაგრამ ოჯახებმა მალევე დაგეგმეს: ქეთა 16 წლის რომ გახდებოდა, თემურს შერთავდნენ ცოლად. მშობლები არც დაფიქრებულან, შვილები მიიღებდნენ თუ არა მათ გადაწყვეტილებას და არც იმით შეწუხებულან, ქალ-ვაჟს შორის 12-წლიანი სხვაობა დიდობაში კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იქნებოდა. ოჯახები პატარა პროვინციულ ქალაქში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ,
გოგონა მშობლებთან და ბევრად უფროს ძმებთან ერთად, ღარიბულად, დედისერთა თემოს კი შეძლებული ოჯახი ჰქონდა. პატარა ქეთას თემო ხან ველოსიპედით ასეირნებდა, ხან მხრებით დაატარებდა, ხან ატრაქციონებზე მიჰყავდა. გოგონა ცოტა რომ წამოიზარდა, ერთხელ დედამ უთხრა: შენ ძალიან ლამაზი ხარ, თემურის ოჯახს კი ბევრი ფული აქვს, მას ცოლად
გაჰყვები და შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო.

ქეთა:
"მეც ბევრს ვოცნებობდი მასზე, მით უფრო, რომ თემო ძალიან მანებივრებდა. სკოლის მერე სასწავლებლად ევროპაში წავიდა და კარგა ხნით დარჩა - იქვე დაიწყო მუშაობა. საჩუქრებს ხშირად მიგზავნიდა, მობილური და კომპიუტერიც გამომიგზავნა. ვმესიჯობდით, ვლაპარაკობდით. ვუყვებოდი, რომ კარგად ვსწავლობდი და ვოცნებობდი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩამებარებინა. ისიც მიწონებდა გადაწყვეტილებას. საქართველოში რომ დაბრუნდა, უკვე 16 წლის დავხვდი და ჩემს მფარველ ანგელოზზე უზომოდ შეყვარებული. რამდენიმე დღეში თემო ოჯახით შინ გვეწვია... დასანიშნად. არაფერი ვიცოდი და დავიბენი. სუფრასთან ერთად დაგვსვეს და ლამის იქვე დაგვაქორწინეს. მე ავილეწე, თემოც დაკომპლექსდა. დედაჩემმაც და თემომაც იცოდნენ ჩემი სწავლასთან დაკავშირებული გეგმები. გათხოვებას ჯერ სულაც არ ვაპირებდი. კარგა ხანს ვეწინააღმდეგებოდი დედას, მაგრამ მას თემოს დედა არ ანებებდა თავს, - ჩვენ ხომ შევთანხმდით, მოვილაპარაკეთ, ბავშვებს ერთმანეთი უყვართ, ვინმემ არ მოიტაცოს და ა.შ. თემომ დამამშვიდება, დავქორწინდეთ და სწავლის ამბავს მოგიგვარებო.

მოკლედ, ორ თვეში თემო ჩემი ქმარი გახდა და სწავლის ამბავიც მომიგვარა - სკოლაში არ დავდიოდი, მაგრამ კერძო მასწავლებლებთან ვსწავლობდი და ატესტატს მაინც ავიღებდი. თემო იმაზეც დავითანხმე, რომ თავი დაგვეცვა, დაფეხმძიმება რომ ამეცილებინა. მთავარია, ეროვნულ გამოცდებამდე მივსულიყავი. სხვა მხრივ, ბედნიერად ვცხოვრობდით, ჩიტის რძე არ მაკლდა, ყველა თავს მევლეობოდა. უსიამოვნებები 6 თვის შემდეგ დაიწყო - ოჯახს შვილიშვილი უნდოდა და ეგონათ, მე არ მიჩნდებოდა და ექიმთან წასვლა მომთხოვეს. იქით ჩემს ოჯახს აუტეხეს ერთი ამბავი, აქეთ მე მლანძღავდნენ. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ მივახალე, სწავლის დამთავრებამდე შვილს არ გავაჩენ-მეთქი. ამაზე თემოს დედა სულ გადაირია. ჩემებიც გაგიჟდნენ, ყველა მეზობელი ჩვენზე ჭორაობდა. დედამთილმა თემოც კი ამიმხედრა და...

ამასობაში თემომ სმა დაიწყო, შევნიშნე, რომ რაღაც აბებსაც ყლაპავდა, ხშირად აგრესიული ხდებოდა და შეურაცხყოფასაც მაყენებდა. ერთხელ, შეპასუხების გამო, ხელიც დამარტყა, მეორედ, შინ მარტო ვიყავი, კვლავ ნასვამი მოვიდა, მოფერება დამიწყო. მეც მოვეფერე და თან დაველაპარაკე, ასე რატომ მექცევი-მეთქი და... უცებ გაგიჟდა. ისეთი აგრესიით დამესხა თავს, შემეშინდა და გაქცევა ვცადე. უფრო გამხეცდა და... გამაუპატიურა. მეორე დღეს დედას ტირილით მივადექი, მაგრამ უკან გამომაგდო. სად წავსულიყავი, ოჯახში დავბრუნდი. მას შემდეგ მსგავსი რამ თემოს ჩვევად ექცა და მეც ვიტანდი, წასასვლელი არსად მქონდა. ერთ დღეს, იატაკს რომ ვხეხავდი, გონება დავკარგე. სასწრაფოთი საავადმყოფოში წამიყვანეს და... თურმე, 3 თვის ფეხმძიმე ვიყავი. სტრესების გამო მუცელი მალე მომეშალა და მდგომარეობა ისე გამირთულდა, ექიმებმა საშვილოსნოც ამომჭრეს. ამან ახალი სკანდალი გამოიწვია და... იხილეთ სრულად
ნინო
02 დეკემბერი 2019 12:34
როცა წერთ სტატიას უნდა დაწეროთ რეალური ამდავი თუკი 16წლის გოგომ შეძლო უარი ეთქვა ბავშის გაჩენაზე და მთელ ოჯახს დაუპირისპირდა, ასევე შეძლებდა უარს გათხოვებაზე მაგრამ მას სურდა ქონება დროსტარება და არ უნდოდა შვილი ეს არის რეალობა , სწავლა და ოჯახი ბევრს შეუქმნია ტავიც გაიუბედურა და ის ოჯახიც დააქცია უტვინობით
მარი
01 დეკემბერი 2019 03:17
ასეთ დედ-მამას რომ უჩივლო, არ მოსულა? 16 წლის ბავშვი რატომ უნდა გაათხოვო, ვერაფრით ვერ გავიგე რა....

ამას რომ ნორმად მიიჩნევ და ტრადიციით ხსნი, ბნელი ხარ, აბა რა ხარ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები