"16 წლისა მომიტაცა ჩემზე 6 წლით უფროსმა მამაკაცმა. მიუხედავად იმისა, გათხოვებაზე არ ვფიქრობდი, ოჯახური ცხოვრება დავიწყე"
08-12-2019
"16 წლისა მომიტაცა ჩემზე 6 წლით უფროსმა მამაკაცმა. მიუხედავად იმისა, გათხოვებაზე არ ვფიქრობდი, ოჯახური ცხოვრება დავიწყე"
54 წლის ცნობილი ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი, რომელიც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო უკრაინის საკითხებში, აშშ-ის დედაქალაქში "ამერიკის ხმის" ქართველ ჟურნალისტზე, ია მეურმიშვილზე დაქორწინდა. ქორწილს საქართველოდან რამდენიმე ათეული სტუმარი ესწრებოდა - ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და დიპლომატები. ქორწილის შემდგომ წყვილი კრეტაზე გაემგზავრა საქორწინო მოგზაურობაში, საიდანაც ახლახან დაბრუნდნენ.
"კვირის პალიტრა" ია მეურმიშვილს ვაშინგტონში დაუკავშირდა.

- ამერიკაში 2001 წელს ჩამოვედი, 8 წლის შემდეგ კი "ამერიკის ხმაში" დავიწყე მუშაობა.

- მომავალი მეუღლე სად და როდის გაიცანით?

- ერთმანეთი 2009 წელს გავიცანით, როცა კურტი სტუმრად მივიწვიე ჩემს გადაცემაში "ვაშინგტონი დღეს". ის ახალი ჩამოსული იყო ბრიუსელიდან, მანამდე ამერიკის ელჩი იყო ნატოში. შემდგომ დროდადრო მიმოწერა გვქონდა - როცა კურტს საქართველოს შესახებ ჰქონდა შეკითხვები ან ჩემი აზრი აინტერესებდა რომელიმე თემაზე. დროთა განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა პროფესიულ
მეგობრობაში გადაიზარდა. დაახლოებით 3 წლის წინ კი კურტთან გადავედი საცხოვრებლად.
კურტს 2 შვილი ჰყავს, 19 და 21 წლის, მე - ერთი, 24 წლის ნიკა. სამივე კარგად უგებს ერთმანეთს, აქვთ საერთო ინტერესები
.
პატარა ვიყავი, ნიკა რომ შემეძინა. 1995 წელს 16 წლისა მომიტაცა ჩემზე 6 წლით უფროსმა მამაკაცმა. არ ვიცი, სოციალური ფონი იყო, ადათი, ზეწოლა თუ მენტალური ბარიერის შედეგი, მაგრამ მიუხედავად იმისა, გათხოვებაზე არ ვფიქრობდი, ოჯახური ცხოვრება დავიწყე. თუმცა 3 წელიწადში დამთავრდა. დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ჩემს ყოფილ მეუღლესთან, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ვხვდები. სიბრაზე, აგრესია არასოდეს მქონია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიგრძნია მისგან თავი არა მარტო დაჩაგრულად, არამედ მიფიქრია, რომ არ ვიყავი მისი ცხოვრების ღირებული ნაწილი. ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობიერე, რომ ფიზიკურად ვერ გავუძლებდი ასეთ ცხოვრებას და დავშორდით.

- და დაიწყეთ ბრძოლა ახალი მომავლისთვის...

- ჰო, თან ეს ბრძოლა არ იყო დაგეგმილი. ყოველ ნაბიჯზე რაღაც გამოწვევა იყო, ყოველ წელს რაღაც დიდი ხდებოდა. ისე ჩამოვედი ამერიკაში, რომ მთელ ქვეყანაში მხოლოდ ორ ადამიანს ვიცნობდი.

- ბავშვი მშობლებთან დატოვეთ?

- დაახლოებით წელიწად-ნახევარში წავიყვანე. მაშინ ერთი რიგითი, 20-ს გადაბიჯებული გოგო ვიყავი, რომელსაც საკუთარი თავისა და შვილისთვის უკეთესი ცხოვრება უნდოდა. იხილეთ სრულად

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები