"პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. დედა ავად იყო და გარდაიცვალა. ისე გავიზარდე, მამას ერთხელაც არ ვუნახავვარ"
19-12-2019
"პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. დედა ავად იყო და გარდაიცვალა. ისე გავიზარდე, მამას ერთხელაც არ ვუნახავვარ"
საოცარ მწვადს წვავს წალამზე, აკეთებს ზღაპრულ საცივსა და ჩაქაფულს, აგრეთვე, გოზინაყს, თუშურ დათხურს და გურულ ღვეზელს. უდედმამოდ გაიზარდა, გახდა სამართალმცოდნეობის, ფილოლოგიისა და თეატრმცოდნეობის მაგისტრი, თსუ-ის დოქტორანტი.
ჰყავს მეუღლე და 11 წლის შვილი, რომელიც უკვე შეხვდა მადლენ ოლბრაიტს, იყო ბრიტანეთის თემთა პალატის სხდომაზე, იცის 5 ენა, სწავლობს რობოტექნიკას, ჯირითობს, ცურავს, ციგურებსა და თხილამურებზე დგას, ცეკვავს ბალეტს და მღერის ჯაზს... და ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რაც ხათუნა ლაგაზიძის შესახებ შეიძლება ითქვას.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. დედა ავად იყო და გარდაიცვალა. ბებიამ და დეიდებმა გამზარდეს. მამას სხვა ოჯახი არ შეუქმნია, მაგრამ ისე გავიზარდე, ერთხელაც არ ვუნახავვარ. არ ვიცი, ასე რატომ მოიქცა. 1991 წლიდან ინტენსიურად მიწევდა ტელევიზიით გამოსვლა, როგორც
უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს. სულ მქონდა იმედი, მოლოდინი, რომ მამა მნახავდა, შემეხმიანებოდა... 31 წლის ვიყავი, როდესაც თავად გადავწყვიტე მისი მოძიება და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო. მისი საფლავი 3 წლის წინ ვნახე. ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ მიცვალებულსაც კი ვერ ვაპატიე..."

"16 წლამდე არც კი ვიცოდი, ცოცხალი რომ იყო. მამის ნამდვილი სახელი და გვარი მაშინ გავიგე, როდესაც სრულწლოვანი გავხდი და ბავშვთა პოლიკლინიკიდან საბუთების წამოღება დავაპირე..."

"ჩემი ბებია ძალიან დარდობდა იმის გამო, რომ წიგნებიდან თავს არ ვიღებდი. განათლების მიღება სიამოვნებას მანიჭებდა, თუმცა ისიც მინდოდა, სკოლაში ყველაზე მაგარი ვყოფილიყავი. შესაბამისად, განათლების მიღებაში შინაურების წაშველება არ მჭირდებოდა. ჩემი მოწაფეობა ოთხმოციან წლებს დაემთხვა. დეიდები ყველაფერს აკეთებდნენ, სრულფასოვანი განათლება რომ მიმეღო და სიცივე და შიმშილი არ მეგრძნო..."

"ნაციონალებისთვის" მიუღებელი და აკრძალული ვიყავი. ძალიან რთული პერიოდი, შეიძლება ითქვას ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა ჩემმა ოჯახმა "ნაციონალური" მთავრობის პერიოდში. ჩემი ოჯახისთვის გაუსაძლისი პერიოდი 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ურეკში ჩვენს საოჯახო სასტუმროს დაადგა თვალი..."

"ერთ-ერთმა ყველაზე ჭკვიანმა ქალმა, ლელა თავართქილაძემ, რომელიც ოზურგეთში ცხოვრობს, მითხრა, ჩამოდი ჩემთან, გემრიელ რამეებსაც გაჭმევ და ზღვაზეც გაგასეირნებო. წავედით მანქანით ოზურგეთიდან ფოთისკენ, მაშინ სამანქანო გზა ფაქტობრივად არ არსებობდა, სოფლის ორღობის მსგავსი გზა იყო. დაგვიღამდა გზაში. ლელამ შემომთავაზა, ფოთში ჩასვლამდე ურეკში, ჩემი მეგობრის სასტუმროში შევიაროთო. შევედით და... ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, მისი მხრიდან. გზაში ჩემმა მეგობარმა კი მითხრა, მგონი ამირანს მოეწონეო, მაგრამ მე ეს ვერც დავუშვი, წარმოუდგენლად მომეჩვენა, მას ხომ ჩემზე ხუთი წლით უმცროსი შვილი ჰყავდა?!."

ხათუნა ლაგაზიძის ძალიან საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 19 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.


ხათუნა ბახტურიძე

15 იანვარი 2020 09:48
თავართქილაძე ფარაცევტი ხომ არ არის
რატომ იქხევიან მამები ასე?
27 დეკემბერი 2019 06:09
თავიანთ თავის და საქციელის სცხვენიათ. ვერაფრითპატიობენ თავიანთ შეცდომებს თავის თავს და თითქოს დაუსრულებელ და გამოუსწორებელ წრეში ტრიალებენ და იმყოფებიან.
მამებს მამობას არავინ ასწავლის . ბევრსს ვერ გამოსდის. განსაკუთებით მათ ვისაც ცუდიმამები ჰყავდათ ან არ ახსოვთ მამები. ისევ დედებმა , ცოლებმა , შვილებმა უნდა შევუწყოთ ხელი . კარგიბსაქციელი შევუქოთ. ცოტა მივანიშნოთ ცოტაც მსუბუქად ვუსაყვედუროთ ცოტაც თვითონ ვასწავლოთ. რაც მთავარია მათი ხასიათი კარგად შევისწავლოთ გავუგოთ.

ცოცხალი რომ მყავდეს მამა ყველაფერს ვაპატიებდი რადგან მის ასაკში რომ შევედიმაშინ მივხვდი რომ სხვანაირად ცხოვრება ვერ შეძლო ალბათ თავისი ხასიათის ან პრინციპების ანუ გაგების გამო.
არც კარგიმამობა გამოსდის ყველას და არც კარგი დედობა ან დედმამიშვილობა .
----------
20 დეკემბერი 2019 09:24
მაგის პატიება ზნელია ძალიან ძნელი, სულ ვფიქრობ რატომ იქცევიან ასე ზოგიერთი მამა ეს კიტხვა მეც პასუხგაუცემელი მაქვს და ვერც სხვა მეხმარება პასუხის მოზებნაში

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?