"სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ვერ გავბედე ჩემი "უკანონო" შვილის მოკითხვა"
"სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ვერ გავბედე ჩემი "უკანონო" შვილის მოკითხვა"
მალე 54-ის გავხდები. ახლა ქმარიც მყავს და ორი შვილიც. ჩემი პირველი შვილი კი ქორწინების გარეშე დაიბადა, როგორც ეძახიან, უკანონო იყო. 17 წლის ვიყავი, როცა სიყვარულმა  გონება დამიბნელა. მალევე მივხვდი, რომ მწარედ მოტყუებული ვიყავი. მეც მკაცრი მამა მყავდა, დედას მისი ძალიან ეშინოდა. ოჯახში ჩემს ორსულობას საშინელი ამბავი მოჰყვა. ის ბიჭი ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს, ისე სცემეს მამაჩემმა და ბიძაჩემმა;  აძალებდნენ, რომ ცოლად მოვეყვანე, მაგრამ მან თქვა: ციხეში წავალ და ამ გიჟის
(მამაჩემს გულისხმობდა) შვილს ცოლად არ შევირთავო. არც ის იყო "უპატრონო", ციხეს ააცილეს და ჯარში გაუშვეს. ერთ სოფელში უშვილო ცოლ-ქმარი ყოფილა. დიდი ხანია ეძებდნენ ბავშვს. მშობიარობამდე ორი თვე მქონდა დარჩენილი, დედაჩემმა ის ცოლ-ქმარი რომ მომიყვანა. ისინი თავს მევლებოდნენ, მშობიარობის წინ კი წერილი დამაწერინეს, რომ არასოდეს მოვიკითხავდი
შვილს და არც პრეტენზია მექნებოდა მასზე.

ძალიან ვიტანჯებოდი. სულ ჩემი პატარა მესიზმრებოდა. მართალია, თვალიც არ დამაკვრევინეს მასზე, მაგრამ ხომ ჩემი გაჩენილი იყო!.. 8 წლის შემდეგ მთხოვნელი გამომიჩნდა. ჩემს საქმროს ყველაფერი გულახდილად ვუამბე. იგი კარგი ადამიანი აღმოჩნდა, მაპატია ახალგაზრდობით დაშვებული შეცდომა. ის კი თვლიდა ასე, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ცოდვიანი ვიყავი. სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ვერ გავბედე შვილის მოკითხვა (ჩემი "უკანონო" შვილი ვაჟი გახლდათ).

ჩემი შვილები 19-15 წლისანი იყვნენ, როცა დედას შევუჩნდი, - მითხარი, რა გვარისაა ის ცოლ-ქმარი, ვინც ჩემი ბიჭი იშვილა-მეთქი. გვარი კი მითხრა, მაგრამ იმ სოფელში ის ოჯახი აღარ დამხვდა. მეზობლებმა მითხრეს, შვილი ბიზნესმენი ჰყავთ, აქაურობა გაყიდეს და რუსეთში გადასახლდნენო. ისე ვიდარდე, კინაღამ ლოგინად ჩავვარდი. ან კი რა უფლება მქონდა, მასზე პრეტენზია მქონოდა? თავს შევუძახე და გავმაგრდი.

იცით, ახლა რას ვაკეთებ? ყოველ დღესასწაულზე ბავშვის ტანსაცმელს და ტკბილეულს ვყიდულობ და ბავშვთა სახლში მიმაქვს. იქაური თანამშრომლები ხუმრობით "თოვლის ბებო ბაბალეს" მეძახიან. იმ ცოდვის გამოსყიდვას ამგვარად ვცდილობ. ამასვე ვურჩევთ თქვენს რესპონდენტსაც...

ლეილა, თბილისი

მკითხველის კომენტარი (5)
Tata
15 სექტემბერი 2017 00:09
Koshmarebi ar gesizmrebat an tqven an dedatqvens?
მარინა
27 მაისი 2017 10:02
პირველი შეცდომა და უდიდესი ცოდვა იყო არა ის, რომ მოატყუეს და დაფეხმძიმდა (ეს იმის პრობლემაა, თუ მოგვატყუა) არამედ ის, რომ არ სიღე პასუხისმგებლობა შენს ნაბიჯზე და შვილი დათმე (სავარაუდოდ უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით) და მეორეც, როგორ შეგეძლო, ამდენი წელი არ მიგეკითხა?!... ან ეხლა, ეს პასიური პოზიცია, უპატრონო ბავშვებისთვის გაკეთებული საჩუქრებით თავის მართლება, ძალიან უსუსური არგუმენტია... ან რა გასვენება, როგორ გძინავს, როცა იცი, რომ შენი შვილი სადღაც უშენოდ ფეთქავს... არც გაპატიებს სავარაუდოდ, მეეჭვება გამართლდე მის თვალში... ალბათ ამ ეტაპზე შენც გაქვს გაცნობიერებული ეს და გეშინია... მაინც მოვძებნიდი მე პირადად, ყოველ შენს გადაწყვეტილებაში ვხედავ წინააღმდეგობას ჩემს პრინციპებთან, დედა ძალიან ზუსტია შენში, სამწუხაროდ...
mgzavri
26 მაისი 2017 00:59
არ მესმის ამ ქალბატონის, ისეთი ამბავი გამოვიარე მტერსაც რომ არ უსურვებს ადამიანი, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია ჩემი შვილის დათმობა, ეს ძალიან გრძელი ისტორიაა მაგრამ მოკლედ გეტყვი რომ ყველანაირ ქარიშხალს გავუძელი და უკვე 1 წლის ანგელოზი მყავს, არავის გამო შვილი არ უნდა დათმო დედამ. ბედნიერება მყავს, სულ აღარ მახსოვს არცერთი ცრემლიანი დღე ბავშვს რომ ვუყურებ. გამართლება არ აქვს არცერთ დედას ვინც შვილს ტოვებს, აშვილებს თუ ა, შ.
...
02 თებერვალი 2017 11:43
ეძებე არ მიატოვო ძებნა -жди меня-ში გააგზავნე წერილი დააუცილებლად მოძებნიან!
tata
14 იანვარი 2011 15:05
თქვენი კარგად მესმის საშინელებაა ეგრე ცხოვრება.. მაგრამ სიმართლე გითხრათ აღმაშფოთა წინა წერილმა რაზეც თქვენ გააკეთეთ გამოხმაურება, შეიძლება თქვენც უარი თქვით თქვენს შვილზე მაგრამ ხო გიყვარდათ ის? ხომ ძალით მოგგლიჯეს გულიდან? ხომ არ გიცდიათ მისი მოკვლა და მისი სიკვდილი ხომ არ გინატრიათ? მისი ნახვის სურვილით იწვოდით და არ მისი სიკვდილის სურვილით.. არც წასასვლელი გქონიათ სადმე შვილის გადასარჩენად...
საშინელეებაა და გითანაგრძნობთ ცხოვრება მართლაც მკაცრად მოგქცევიათ, მაგრამ ნურც ასე სასტიკად განსჯით თქვენს თავს და ნუ შეადარებთ ისეთ ადამიანს რომელსაც შვილი არ უყვარდა :( იმედია ოდესმე თქვენი შვილი აუცილებლად გნახავთ, სიკეთე არ დაგეკარგებათ და უფალიც მოგიტევებთ :(

რუბრიკის სხვა სიახლეები