"ჩემს ადგილას ბევრი ვერ გარისკავდა სიმართლის თქმას"
"ჩემს ადგილას ბევრი ვერ გარისკავდა სიმართლის თქმას"
არავინ იცის, ვის რა ელის. ეს არც ქეთიმ და ნინომ იცოდნენ. ისინი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, მათი დედები მეგობრობდნენ. მერე გოგონებიც დაახლოვდნენ, საუკეთესო მეგობრები გახდნენ და სამედიცინო ინსტიტუტშიც ერთად ჩააბარეს...

ნინო: - ქეთი ძალიან ლამაზი გოგო იყო და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ამიტომ სულ ქეთის სასიყვარულო ამბებში ვიყავი ჩაფლული. პირველ კურსზე ვიყავით, როცა ჩვენმა სკოლელმა მოიტაცა. საშინელ დღეში ჩავცვივდით. პირველმა მე ვინახულე ქეთი. მაშინ ჯერ კიდევ მოტაცებული გოგოს შინ მობრუნებას კ
არგი თვალით არ უყურებდნენ, მიუხედავად ამისა, ვურჩიე, - თუ გრძნობ, რომ მასთან ბედნიერი არ იქნები, ახლავე წამოდი-მეთქი. ერთი თვის შემდეგ, როცა ეგონათ, ბედს შეეგუაო, წამოვიდა "ქმრის" ოჯახიდან.

დიდი დრო არ იყო გასული, სანდრო ქეთის ოჯახში რომ მივიდა ჩემი მეგობრის ხელის სათხოვნელად. ასე გათხოვდა ქეთი მეორედ. სტუდენტობაში ორი
შვილი გააჩინა, უფროსი გოგონას ნათლია მე გახლავართ. 28 წლისას ტყუპი შეეძინა. უკვე 4 შვილის დედა იყო.

მე 32 წლისა გავთხოვდი. გადიოდა დრო, მაგრამ შვილი არ გვიჩნდებოდა. მალევე დადგინდა, რომ უშვილო შოთიკო იყო. მან ისე განიცადა ეს ამბავი, რომ ჩემთან გაშორებაც კი უნდოდა, - ვერასოდეს გაღირსებ დედობის ბედნიერებასო. ვუთხარი, - თუ ამაზე კიდევ დაძრავ სიტყვას, თავს მოვიკლავ-მეთქი.

გადავწყვიტეთ ბავშვის აყვანა. სწორედ ამ დროს დაორსულდა ქეთი. ერთ მშვენიერ დღეს მითხრა, - მე და სანდრომ გადავწყვიტეთ, მეხუთე ბავშვი გავაჩინოთ და თქვენ კი იშვილოთ, ამით თქვენც ბედნიერები იქნებით და ჩვენც თქვენი სიხარულით გავიხარებთო, ყურებს არ ვუჯერებდით. ბევრი მეგობარი ვიცი, რომლებიც სულს არ იშურებენ ერთმანეთისთვის, მაგრამ შვილის ჩუქებას ბევრი არ დათანხმდება.

გაჩნდა გოგონა. სამშობიაროდან გამოყვანისთანავე მარიამი მე და შოთიკომ წამოვიყვანეთ. არაფერს ვაკლებდით, ქეთი და სანდროც ხშირად გვსტუმრობდნენ... ჩვენი მეგობრობა ძველებურად გრძელდებოდა. სულ პატარა იყო მარი, როცა მითხრა,- ნეტავ შენც ქეთი დეიდასავით ლამაზი იყოო. გული შემეკუმშა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ჩემზე ლამაზად მიაჩნდა ქეთი, არამედ იმიტომ, რომ მან არ იცოდა, სინამდვილეში ვინ იყო მისი ბიოლოგიური დედა.

ჩვენ - ყველანი, მას მწარედ ვატყუებდით. ასეთი სიცრუე და თვალთმაქცობა დიდ უზნეობად მიმაჩნდა, ვეღარ შევძელი მისი მოტყუება და როცა 15 წელი შეუსრულდა, გავუხილე საიდუმლო. კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო. მეგონა, დრო გაჩერდა და აღარც არასოდეს გაგრძელდებოდა. ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი, მისგან განაჩენივით ველოდებოდი პასუხს.

ეტყობა, ისეთი განადგურებული სახით მივჩერებოდი, რომ ტირილი წასკდა, გადამეხვია და გადამკოცნა, - მე შენ მაინც ყველაზე მეტად მიყვარხარო. არ დამიძალებია ქეთისთან წასვლა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან თავად მოისურვებდა მის ნახვას. ქეთი წინდაწინ შევამზადე. მისაყვედურა, - რად უთხარი, ვაითუ ახლა ორივე შეგვიძულოსო, მაგრამ გული ცუდს არ მიგრძნობდა.

გამართლდა ჩემი წინათგრძნობა. მარიმ 14 იანვარს მოინდომა ქეთისთან მისვლა და ახალი წლის მილოცვა. მარი წინ დაუდგა თავის ლამაზ დედიკოს და - შეიძლება, დედა დაგიძახოო? ქეთიმ ცრემლები ვეღარ შეიკავა, მარი გულში ჩაიკრა...

მარი კვლავ ჩვენთან ცხოვრობს, თუმცა დღე არ გავა, თავისი მეორე ოჯახი არ მოინახულოს. ისევ იმას ამბობს: ორი დედა და ორი მამა მყავს, და-ძმა კი - ოთხიო. ჩემს ადგილას ბევრი ვერ გარისკავდა სიმართლის თქმას, მე კი დარწმუნებული ვარ, მოსალოდნელი პრობლემების მიუხედავად, ბავშვი მოტყუებული არ უნდა დადიოდეს.
tamuna
22 მაისი 2012 13:54
გამარჯობა, მინდა ვთქვა რომ არა მარტო ნინო მოიქცა სულგრძელად არამედ ნინოც, მას შეეძლო ბავშვისთვის არაფერი ეთქვა, ყოჩაღ ნამდვილად კარგი ადამიანები ყოფილა ორივე.
tata
14 იანვარი 2011 13:12
არ მესმის ესეთი ადამიანების და რა ვქნა... როგორ შეიძლება შენი სისხლი და ხორცი შენი შვილი ადგე და ისე აჩუქო ვიღაცას თითქოს რაღაცა ნივთი იყოს... ისეთი კარგი მეგობარია რომ შვილი მაჩუქა... საერთოდ არ მესმის ეს ფრაზა... ჩემს პატარას მთელს ცხოვრებას თავისი დედიკო ურჩევნია და მოვკვდები ვიდრე ვინმეს მივცემდე
tatuli
12 იანვარი 2011 16:11
მე ახლა ველოდები პატარას და მეგობარს კიარა საკუტარ დას ვერ "ვაჩუქებ"...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები