მამაკაცმა სხვენში ყუთი აღმოაჩინა, რომელიც 80 წლის მანძილზე არ გახსნილა - რას ინახავდა მტვრიანი ყუთი?
მამაკაცმა სხვენში ყუთი აღმოაჩინა, რომელიც 80 წლის მანძილზე არ გახსნილა - რას ინახავდა მტვრიანი ყუთი?
როგორც ჩანს, ეს ადამიანი განგების ძალამ აიძულა, რომ სხვენში ასულიყო და ენახა ის, რაც უცნაური ამბის ნაწილად აქცევდა..
პიტსბურგელმა ისტორიკოსმა, რიჩ კონდონმა, ფეისბუქმომხმარებლებს საინტერესო ისტორია გაუზიარა, რაც 2019 წელს მოხდა. მაშინ, როდესაც მამამისი გარდაიცვალა.
რიჩმა გადაწყვიტა, რომ ნივთები მოეძებნა და უეცრად საკუთარი სახლის სხვენში ძველისძველი, მტვრიანი ყუთი აღმოაჩინა.
რიჩის მამას სამახსოვრო ნივთების შენახვა უყვარდა. სწორედ ამიტომ, თავიდან რიჩი ელოდა, რომ კონცერტის ბილეთებს, ბოთლის ეტიკეტებს ან ფოტოს იპოვიდა.
საგულდაგულოდ შემოწმების შემდეგ კი,
აღმოჩნდა, რომ ყუთი მამამისს
კი არა, სრულიად სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. მამაკაცმა აღმოაჩინა ამანათი, რომელზეც დატანილი იყო მწარმოებლის მისამართი და თარიღი - 1937 წლის 18 აგვისტო.

”მე გავხსენი შეკვრა და მასში ატლასისგან და მაქმანისგან დამზადებული საქორწილო კაბა აღმოვაჩინე, ასევე- სასიძოს პერანგი, ჰალსტუხი და რამდენიმე სხვა სამახსოვრო
ნივთი, რომელიც 1934 წლიდან 1937 წლამდე პერიოდში იყო შეძენილი.” - ამბობს რიჩი.
იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი 80 წლის განმავლობაში სხვენში ბინადრობდა, კარგად იყო შენახული, თუმცა კაბა იმდენად ხაოიანი იყო, რომ მასთან შეხება უცნაურ შეგრძნებას ბადებდა. საქორწილო მოსაწვევები და სამკაულები ისე გამოიყურებოდა, თითქოს ახლახან შეინახეს. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები