"შვილი მომიკვდა... ორჯერ გამიუქმდა ბილეთი და ორმოცისთვისაც ვერ ჩამოვდივარ" - კვირის პალიტრა

"შვილი მომიკვდა... ორჯერ გამიუქმდა ბილეთი და ორმოცისთვისაც ვერ ჩამოვდივარ"

"დედას შვილი ყავდეს ცუდად და ვერ ჩამოვიდეს, დედას შვილი მოუკვდეს და ქვეყანაში ვერ ჩაფრინდეს, რაღა ვიწამო მაგათი? 15 გაჭირვებული ქალია აქ, ზოგს შვილი მოუკვდა და გაუუქმდა ფრენა, ზოგს რეანიმაციაში ყავს დედა, ზოგს მეუღლე დაეღუპა... როგორი გამწარებული ვარ მე - შვილი მომიკვდა! ორჯერ ბილეთი ავიღე და გამიუქმდა, ორმოცისთვისაც ვერ ჩამოვდივარ" - ეს იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ქალის, მარინას წერილია.

ქალს 5 ივნისს 33 წლის შვილი გარდაეცვალა საქართველოში და კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების გამო, შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლაც ვერ მოახერხა.

მარინას მსგავსად, უამრავ ემიგრანტს სურს სამშობლოში ჩამოსვლა, რამდენიმე თვით, ან სამუდამოდ დაბრუნება, თუმცა ფრენების სიმცირე, ბილეთების სიძვირე და 2-კვირიანი კარანტინის აუცილებლობა აფერხებთ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ემიგრანტების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს და ხელისუფლებას მიმართეს, ნუ გასწირავენ ემიგრანტებს და მათ დასაბრუნებლად სპეც-რეისები დაინიშნოს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნონა მოდებაძე-გელაშვილი გვეუბნება, რომ მისი შვილი ამჟამად პოლონეთშია და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს:

"მე ემიგრანტის დედა ვარ, მაგრამ ამჟამად ყველა ემიგრანტის დედაც ვარ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, გაუუქმდათ, საელჩოებს უკავშირდებიან, სხვადასხვა ქვეყნიდან ცდილობენ დაბრუნებას.

ხელისუფლებისგან გვაინტერესებს, თუ ჩვენ COVID-19-თან თანაცხორება გვიწევს, რატომ არ ხსნიან საჰაერო სივრცეს? აანონსებენ, რომ სექტემბერში იქნება პანდემიის მეორე ტალღა. რა იცი, რომელი ტალღა იქნება? ესპანეთმა საზღვრები გახსნა, ევროკავშირმა სხვადასხვა ქვეყანაში გახსნა საზღვარი, მათ შორის საქართველოსთან. ამერიკაზე და იტალიაზე ძლიერები ვართ? პანდემიას რით ვებრძვით, ემიგრანტების იქ გაჩერებით? გაგრძელება