ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ბავშვის დედის მიმართ გამოვლენილ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას:
ორი დღეა ვხედავ აფთარი ქალების კომენტარებს ემიგრანტ დედებზე! პირი გამოირეცხეთ ყველამ სანამ ჩვენზე რამეს იტყვით!
ძალიან არ მინდოდა წლობით ჩემი ერთადერთი შვილის დატოვება, მაგრამ თქვენსავით არც მდიდარი მშობლები მყავდა რომ შვილის აღზრდაში დამხმარებოდნენ და არც ყოფილმა ქმარმა დამიტოვა ბინა და საკმარისი ალიმენტი რომ ბავშვის გვერდით ვყოფილიყავი. მანდ მიღებული განათლებითაც ორი დღეა ვხედავ აფთარი ქალების კომენტარებს ემიგრანტ დედებზე! პირი გამოირეცხეთ ყველამ სანამ ჩვენზე რამეს იტყვით!
თქვენ გამოცადეთ რა რთულია შვილისგან შორს ყოფნა და მერე ატლიკინეთ
ასევე დაგაინტერესებთ
ასევე საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი ვართ. ჩვენ რომ არა ამდენი უცხო ვალუტა ვერ შემოვიდოდა ქვეყანაში და საერთოდ ვერ იარსებებდა ეკონომიკა. იმის მაგივრად რომ პატივი გვცეთ და მოწიწებით მოგვიხსენიოთ, გვაგინებთ.
ერთს ეწერა სოფელში მიწა დაემუშავებინა, ეშრომა და ისე ეცხოვრაო, საწყალ შვილმკვდარ დედაზე. მართლა?! კაი ერთი რა! სოფლად მიწასაც ამუშავებენ, ვენახსაც მაგრამ მოვა უბედური სეტყვა და ყველაფერს მიწასთან ასწორებს. არაფერი გამოდის. გლეხს შრომა არ უფასდება.
ჩაიგდეთ ენები მუცელში და ჩუმად იყავით!
ჩემთვის ყველა ემიგრანტი დედა გმირია და დიდება ჩვენს გამძლეობას"- - წერს ემიგრანტი ქალბატონი სოციალურ ქსელში.
ნეტა როდის იქნება რომ ქართველი უცხოეთში არ გარბოდეს ლუკმა პურის საშოვნელად.კი ლამაზი ქვეყანაა დალოცვილი, წილხვედრი ,გემრიელი საჭმელებით მარამ რატომ არ იცხოვრება საქართველოში? რატომაა ასეთი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყანა ასეთი ღარიბი?! ბეჩავი ?!გასაწყლებული,-სიღარიბისგან მოტანილი გასაჭირით ..ბავშვს რა ვაჭამო რა ჩავაცვა რითი ვასწავლო ექიმთან რითი მივიდე?ეს ხომ ელემენტარულია? ნუთუ არ შეიძლება ამ საკითხების მოგვარება?