"კუ­ჭზე მსინ­ჯავ­და, მე­კი­თხე­ბო­და გა­თხო­ვი­ლი ვარ თუ არა, გა­სინ­ჯვის ბო­ლოს, მა­ი­სუ­რი ამი­წია და მკერ­დზე შე­მე­ხო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები - კვირის პალიტრა

"კუ­ჭზე მსინ­ჯავ­და, მე­კი­თხე­ბო­და გა­თხო­ვი­ლი ვარ თუ არა, გა­სინ­ჯვის ბო­ლოს, მა­ი­სუ­რი ამი­წია და მკერ­დზე შე­მე­ხო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები

სამედიცინო სფეროში სექსუალური შევიწროების შემთხვევების არსებობა სიახლე არ არის. ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელზეც ხმამაღლა საუბარს, გარკვეული მიზეზების გამო, ერიდებიან. სწორედ ეს ფაქტი ხდის შეუძლებელს, პრობლემის მასშტაბის განსაზღვრასა და მასთან ეფექტურ ბრძოლას. პაციენტები შევიწროებაზე ხმამაღლა საუბრს სხვადასხვა მიზეზის გამო არიდებენ თავს. მათი მონათხრობის მიხედვით, განსაკუთრებით აშინებთ საზოგადოების დამოკიდებულება.

24 წლის ხათუნა გოგუაძე AMBEBI.GE-ს უყვება, თუ როგორ გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ექიმის მხრიდან. დანაშაული გასტროენტეროლოგ ირაკლი ხმალაძეს უკავშირდება. იგი სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრიდან "მზერა" 2020 წლის მაისში გაათავისუფლეს.

"დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა კუჭი. მირჩიეს და ირაკლი ხმალაძესთან მივედი. როდესაც კუჭზე მსინჯავდა, მეკითხებოდა გათხოვილი ვარ თუ არა და კიდევ არაერთ უცნაურ კითხვას მისვამდა, რაც ავადმყოფობასთან არ იყო დაკავშირებული. გასინჯვის პარალელურად, მკითხა, კიბოს შემოწმება თუ მქონდა გაკეთებული. მითხრა, ამხელა გოგო ხარ და აუცილებლად უნდა გქონდეს ეს შემოწმება გაკეთებულიო. რომ მოვრჩები კუჭის გასინჯვას, შემდეგ შეგიმოწმებთ მკერდსო. გასინჯვის ბოლოს, მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო, ლიფის გარეთ. ძალიან უსიამოვნო შეგრძენბა დამეუფლა. რომ გამოვედი, მეგობარ ექიმს დავურეკე, კუჭი და მკერდი თუ იყო რამე კავშირში ერთმანეთთან. ვისთან იყავიო მკითხა და რომ ვუთხარი ვისთანაც ვიყავი, მითხრა, რომ მის სახელს მსგავსი სექსუალური შევიწროების არაერთი შემთხვევა უკავშირდებოდა. ძალიან დავითრგუნე იმ მომენტში. რომ დავუკვირდი, თითქოს ვიმართლებდი თავს, პირველი, რასაც ამ ისტორიის მოყოლისას ვუსვამდი ხაზს, იყო ის, რომ მე არ გამოწვევია ის და რომ ყელამდე მაისური მეცვა. ცხადია, ეს ძალიან არასწორი ფიქრი იყო. არაფერ შუაშია, რა გაცვია და როგორ გამოიყურები. ექიმთან მისვლის ადამიანს არ უნდა ეშინოდეს. მოძალადეს ძალადობისთვის მიზეზი არ სჭირდება. ჩემი მიზანი არ ყოფილა შურისძიება, მინდოდა რომ შექმნილიყო პრეცედენტი, მომეხადა მოქალაქეობრივი ვალი. საზოგადოების დამოკიდებულებაც ისეთია, რომ მთლიანი წნეხი მოდის ძალადობის მსხვერპლზე, თითქოს მან უბიძგა სექსუალური შევიწროებისკენ ექიმს. რაც ცხადია, შეცდომაა. პირიქით ძალადობის მსხვერპლს ამ დროს სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა, რათა გაბედოს ხმის ამოღება და სხვა ადმიანების დაცვა. სახელისა და გვარის დაფარვაც იმიტომ არ გადავწყვიტე, რომ მე არაფერი მაქვს დასამალი და ამაში დასარცხვენი არაფერია", - გვიყვება ხათუნა გოგუაძე. იხილეთ სრულად