"კუ­ჭზე მსინ­ჯავ­და, მე­კი­თხე­ბო­და გა­თხო­ვი­ლი ვარ თუ არა, გა­სინ­ჯვის ბო­ლოს, მა­ი­სუ­რი ამი­წია და მკერ­დზე შე­მე­ხო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები
13-09-2020
"კუ­ჭზე მსინ­ჯავ­და, მე­კი­თხე­ბო­და გა­თხო­ვი­ლი ვარ თუ არა, გა­სინ­ჯვის ბო­ლოს, მა­ი­სუ­რი ამი­წია და მკერ­დზე შე­მე­ხო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები
სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის არ­სე­ბო­ბა სი­ახ­ლე არ არის. ეს ერთ-ერთი იმ სა­კი­თხთა­გა­ნია, რო­მელ­ზეც ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ერი­დე­ბი­ან. სწო­რედ ეს ფაქ­ტი ხდის შე­უძ­ლე­ბელს, პრობ­ლე­მის მას­შტა­ბის გან­სა­ზღვრა­სა და მას­თან ეფექ­ტურ ბრძო­ლას. პა­ცი­ენ­ტე­ბი შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბრს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო არი­დე­ბენ თავს. მათი მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბით აში­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

24 წლის ხა­თუ­ნა გო­გუ­ა­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, თუ რო­გორ გახ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი ექი­მის მხრი­დან. და­ნა­შა­უ­ლი გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს უკავ­შირ­დე­ბა. იგი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის
რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩი­ჩუ­ე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან "მზე­რა" 2020 წლის მა­ის­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­წუ­ხებ­და კუჭი. მირ­ჩი­ეს და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს­თან მი­ვე­დი. რო­დე­საც კუ­ჭზე მსინ­ჯავ­და, მე­კი­თხე­ბო­და გა­თხო­ვი­ლი ვარ თუ არა და კი­დევ არა­ერთ უც­ნა­ურ კი­თხვას მის­ვამ­და, რაც ავად­მყო­ფო­ბას­თან არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გა­სინ­ჯვის პა­რა­ლე­ლუ­რად, მკი­თხა, კი­ბოს შე­მოწ­მე­ბა თუ
მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. მი­თხრა, ამ­ხე­ლა გოგო ხარ და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეს ეს შე­მოწ­მე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლიო. რომ მოვ­რჩე­ბი კუ­ჭის გა­სინ­ჯვას, შემ­დეგ შე­გიმოწ­მებთ მკერდსო. გა­სინ­ჯვის ბო­ლოს, მა­ი­სუ­რი ამი­წია და მკერ­დზე შე­მე­ხო, ლი­ფის გა­რეთ. ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძენ­ბა და­მე­უფ­ლა. რომ გა­მო­ვე­დი, მე­გო­ბარ ექიმს და­ვუ­რე­კე, კუჭი და მკერ­დი თუ იყო რამე კავ­შირ­ში ერ­თმა­ნეთ­თან. ვის­თან იყა­ვიო მკი­თხა და რომ ვუ­თხა­რი ვის­თა­ნაც ვი­ყა­ვი, მი­თხრა, რომ მის სა­ხელს მსგავ­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა უკავ­შირ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან და­ვით­რგუ­ნე იმ მო­მენ­ტში. რომ და­ვუკ­ვირ­დი, თით­ქოს ვი­მარ­თლებ­დი თავს, პირ­ვე­ლი, რა­საც ამ ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლი­სას ვუს­ვამ­დი ხაზს, იყო ის, რომ მე არ გა­მოწ­ვე­ვია ის და რომ ყე­ლამ­დე მა­ი­სუ­რი მეც­ვა. ცხა­დია, ეს ძა­ლი­ან არას­წო­რი ფიქ­რი იყო. არა­ფერ შუ­ა­შია, რა გაც­ვია და რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. ექიმ­თან მის­ვლის ადა­მი­ანს არ უნდა ეში­ნო­დეს. მო­ძა­ლა­დეს ძა­ლა­დო­ბის­თვის მი­ზე­ზი არ სჭირ­დე­ბა. ჩემი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა შუ­რის­ძი­ე­ბა, მინ­დო­და რომ შექ­მნი­ლი­ყო პრე­ცე­დენ­ტი, მო­მე­ხა­და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ისე­თია, რომ მთლი­ა­ნი წნე­ხი მო­დის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლზე, თით­ქოს მან უბიძ­გა სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის­კენ ექიმს. რაც ცხა­დია, შეც­დო­მაა. პი­რი­ქით ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს ამ დროს სჭირ­დე­ბა თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა, რათა გა­ბე­დოს ხმის ამო­ღე­ბა და სხვა ად­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა. სა­ხე­ლი­სა და გვა­რის და­ფარ­ვაც იმი­ტომ არ გა­დავ­წყვი­ტე, რომ მე არა­ფე­რი მაქვს და­სა­მა­ლი და ამა­ში და­სარ­ცხვე­ნი არა­ფე­რია", - გვიყ­ვე­ბა ხა­თუ­ნა გო­გუ­ა­ძე. იხილეთ სრულად



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?