გაუცინარი დედოფალი
გაუცინარი დედოფალი
ამ სამი წლის წინ ქუთაისში, 400-კაციან ქორწილში გახლდით - მეგობარმა წამიყვანა, ნეფე მისი მამიდაშვილი იყო. მისი ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესია ქუთაისში.
მამა-შვილს ბიზნესი ჰქონიათ რუსეთის რამდენიმე ქალაქში და მიუხედავად რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობისა, მათი ბიზნესი მაინც კარგად მიდიოდა. ძალიან კარგი ხალხია და ასეთებს ღმერთმა არც უნდა გამოულიოს ხვავი და ბარაქა - ყველას ხელს უმართავდნენ ყოველთვის...

ჩემი მეგობარი წუხდა, რეზის (სახელები შეცვლილია) თამუნა უსიყვარულოდ, სიმდიდრის გამო გაჰყვაო. ადრე რეზი სპორტსმენი იყო, მერე თავი
გაანება და ისე გასუქდა, 130 კგ-ს გადააჭარბა. თამუნა კი ვარსკვლავივით ანათებდა, ჰაეროვანი, ნარნარი და ულამაზესი გოგო იყო. იგი მეზობელ სოფელში გაიცნო რეზიმ და ისე მოიხიბლა, მარტო გოგო კი არა, მისი ოჯახის წევრებიც საჩუქრებით აავსო. ისე, საჩუქარსაც გააჩნია. სანამ თამუნას ცოლად შეირთავდა, მის ძმას მანქანა უყიდა,
სასიმამროს კარგა დიდი სათბური აუშენა.

მომადლიერებულ ოჯახს ამაზე უკეთესი სასიძო ვერც კი წარმოედგინა - გაჰყვა 18 წლის თამუნა 27 წლის რეზის.
მახსოვს, მთელი დარბაზი გრიალებდა, იყო ცეკვა-თამაში, სიმღერა... თამადა ენაწყლიანობდა, დედოფალს კი ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა. თვალს არ ვაშორებდი, მაინტერესებდა, ერთხელ მაინც თუ გაიღიმებდა, მაგრამ არა, მის ლამაზ სახეს ღიმილი არ გაჰკარებია....

მერე, ხშირად ვეკითხებოდი ჩემს მეგობარს რეზის და თამუნას ამბავს. გავიგე, რომ ვაჟი შეეძინათ, გულითადად მივულოცე... ხომ გახსოვს ჩვენს ბავშვობაში წაკითხული ზღაპარი გაუცინარ ხელმწიფეზე? მე და ჩემმა მეგობარმა თამუნას გაუცინარი დედოფალი შევარქვით. რამდენჯერაც მასზე ვკითხავდი მეგობარს, სიცილი აუტყდებოდა - ისევ ისე ჩამოსტირის ცხვირ-პირი, მის მაგივრად ქმრის ახლობლები ვიცინითო...

ამას წინათ კი გაუგონარი ამბავი გავიგე - თამუნას ოჯახი მიუტოვებია, რეზისთვის კი წერილი დაუტოვებია, - ბავშვს შენ გიტოვებ, ვიცი, არაფერს მოაკლებო და თვითონ ერთ "გატყავებულ", "ჯიბეგახვრეტილთან"  ერთად საბერძნეთში გაქცეულა. მიკვირს ასეთი ქალებისა. განა იმ ბიჭმა რა გრძნობას აზიარა, რომ ქალმა ყველაფერი ანაცვალა? აქ, ქმარიც და ქმრის სანათესავოც ხელისგულზე ატარებდნენ თამუნას, იქ კი დაფენილი ფიანდაზები რომ არ დახვდება, ყველამ ვიცით, თუმცა... მართლაც რას გაუგებ სიყვარულს?

ლიკა გრძელიძე, თბილისი
rgtetgret
09 ოქტომბერი 2019 21:45
Vika levina
ნია
09 ოქტომბერი 2019 18:38
"სხვამან სხვისი უკეთ იცის სასარგებლო საუბარი"
შაგუ
08 ოქტომბერი 2019 12:27
ჩემ ცოლს და ჩვენს ამბავს გვანებია, ოღონდ ამას ჯერ არ მივუტოვებივარ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები