გაუცინარი დედოფალი
გაუცინარი დედოფალი
ამ სამი წლის წინ ქუთაისში, 400-კაციან ქორწილში გახლდით - მეგობარმა წამიყვანა, ნეფე მისი მამიდაშვილი იყო. მისი ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესია ქუთაისში.
მამა-შვილს ბიზნესი ჰქონიათ რუსეთის რამდენიმე ქალაქში და მიუხედავად რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობისა, მათი ბიზნესი მაინც კარგად მიდიოდა. ძალიან კარგი ხალხია და ასეთებს ღმერთმა არც უნდა გამოულიოს ხვავი და ბარაქა - ყველას ხელს უმართავდნენ ყოველთვის...

ჩემი მეგობარი წუხდა, რეზის (სახელები შეცვლილია) თამუნა უსიყვარულოდ, სიმდიდრის გამო გაჰყვაო. ადრე რეზი სპორტსმენი იყო, მერე თავი
გაანება და ისე გასუქდა, 130 კგ-ს გადააჭარბა. თამუნა კი ვარსკვლავივით ანათებდა, ჰაეროვანი, ნარნარი და ულამაზესი გოგო იყო. იგი მეზობელ სოფელში გაიცნო რეზიმ და ისე მოიხიბლა, მარტო გოგო კი არა, მისი ოჯახის წევრებიც საჩუქრებით აავსო. ისე, საჩუქარსაც გააჩნია. სანამ თამუნას ცოლად შეირთავდა, მის ძმას მანქანა უყიდა,
სასიმამროს კარგა დიდი სათბური აუშენა.

მომადლიერებულ ოჯახს ამაზე უკეთესი სასიძო ვერც კი წარმოედგინა - გაჰყვა 18 წლის თამუნა 27 წლის რეზის.
მახსოვს, მთელი დარბაზი გრიალებდა, იყო ცეკვა-თამაში, სიმღერა... თამადა ენაწყლიანობდა, დედოფალს კი ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა. თვალს არ ვაშორებდი, მაინტერესებდა, ერთხელ მაინც თუ გაიღიმებდა, მაგრამ არა, მის ლამაზ სახეს ღიმილი არ გაჰკარებია....

მერე, ხშირად ვეკითხებოდი ჩემს მეგობარს რეზის და თამუნას ამბავს. გავიგე, რომ ვაჟი შეეძინათ, გულითადად მივულოცე... ხომ გახსოვს ჩვენს ბავშვობაში წაკითხული ზღაპარი გაუცინარ ხელმწიფეზე? მე და ჩემმა მეგობარმა თამუნას გაუცინარი დედოფალი შევარქვით. რამდენჯერაც მასზე ვკითხავდი მეგობარს, სიცილი აუტყდებოდა - ისევ ისე ჩამოსტირის ცხვირ-პირი, მის მაგივრად ქმრის ახლობლები ვიცინითო...

ამას წინათ კი გაუგონარი ამბავი გავიგე - თამუნას ოჯახი მიუტოვებია, რეზისთვის კი წერილი დაუტოვებია, - ბავშვს შენ გიტოვებ, ვიცი, არაფერს მოაკლებო და თვითონ ერთ "გატყავებულ", "ჯიბეგახვრეტილთან"  ერთად საბერძნეთში გაქცეულა. მიკვირს ასეთი ქალებისა. განა იმ ბიჭმა რა გრძნობას აზიარა, რომ ქალმა ყველაფერი ანაცვალა? აქ, ქმარიც და ქმრის სანათესავოც ხელისგულზე ატარებდნენ თამუნას, იქ კი დაფენილი ფიანდაზები რომ არ დახვდება, ყველამ ვიცით, თუმცა... მართლაც რას გაუგებ სიყვარულს?

ლიკა გრძელიძე, თბილისი
მკითხველის კომენტარი (48)
rgtetgret
09 ოქტომბერი 2019 21:45
Vika levina
ნია
09 ოქტომბერი 2019 18:38
"სხვამან სხვისი უკეთ იცის სასარგებლო საუბარი"
შაგუ
08 ოქტომბერი 2019 12:27
ჩემ ცოლს და ჩვენს ამბავს გვანებია, ოღონდ ამას ჯერ არ მივუტოვებივარ
ნ ანი
07 ოქტომბერი 2019 14:59
ყველას კი არ უნდა ქმრის სანათესაო და მთელი ამბები,არ უნდა გაყოლოდა,ეტყობა თავიდანვე არ მისწევდა გული,არიან ლამაზი,მაგრამ უგემური,დაუნახავი გოგოები.იმ ოჯახისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა,შვილიც კი იმათ დაუტოვა,რა უნდა ელაპარაკო მაგისთანას,ის ბიჭი კი მინახავს ვინმე ხალისიან გოგოს,როდემდე იქნება საბერძნეთში.
...
07 ოქტომბერი 2019 13:03
შვილის სიყვარული სად გაქრა
იაკო
07 ოქტომბერი 2019 00:17
შვილი მიატოვა და საბერძნეთში გაიქცა, მაგარი სიყვარულია
ზურა
11 თებერვალი 2019 16:25
ფულით ყველაფერი არ განისაზღვრება.
ქეთი
11 თებერვალი 2019 03:15
სიყვარულს რას გაუგებ
tako
19 თებერვალი 2018 10:21
Ai es ari siyvaruli
dark
19 თებერვალი 2018 02:10
ფოტოზე რომ გოგონაა, ვინაა? დაწერეთ რა ვინაობა, თუ ვინმემ იცით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა