"თვალებს არ ვუჯერებდი - ჩემი ქმრის მესენჯერში ათასი სიბინძურე წავიკითხე... დაახლოებით ათ გოგოს სწერდა..." - კვირის პალიტრა

"თვალებს არ ვუჯერებდი - ჩემი ქმრის მესენჯერში ათასი სიბინძურე წავიკითხე... დაახლოებით ათ გოგოს სწერდა..."

ფსიქოლოგთა აზრით, ცოლ-ქმრის მუდმივ იდილიაში ცხოვრება ილუზიაა. ურთიერთობას განვითარება და დინამიკა ახასიათებს, რიგ შემთხვევაში იქმნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც დაშორება გარდაუვალი ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ჩვენი მკითხველის წერილს:

"კონფლიქტურ ოჯახში გავიზარდე, მამას და დედას მუდმივი უთანხმოება ჰქონდათ.

მამას საყვარელი ჰყავდა და ამის გამო ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა დედაჩემი.

მაშინ მამაჩემის ჩათვლით, ყველა მამარობითი სქესის წარმომადგენელი მძულდა, რადგან ვფიქრობდი, რომ ყველა კაცი ერთნაირია, ყველა მოღალატეა და მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ არასდროს გავთხოვდებოდი.

თუმცა სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი.

ოთხი

წლის შემდეგ დავქორწინდით. როგორც ყველა წყვილს, შეყვარებულობის პერიოდში ჩვენც ხშირად გვქონდა უთანხმოება, მაგრამ თანაცხოვრების პირველ წელს ყველაფერი ისე კარგად იყო, დავივიწყე ბავშვობის დროინდელი შიშები და კომპლექსები ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

ჩვენი სიამტკბილობა დიდხანს არ გაგრძელდა...

მალევე დავორსულდი. საკმაოდ მძიმე ორსულობა მქონდა: გართულებები, წოლითი რეჟიმი, ადამიანს აღარ ვგავდი.

ჩემი ამ მდგომარეობის გამო სულ გაღიზიანებული ვიყავი, ყველაფერზე ვტიროდი, ძალიან მგრძნობიარე გავხდი.

სამსახურიდან ჩემი მდგომარეობის გამო იძულებით წამოსვლაც დიდი სტრესი იყო ჩემთვის.

ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებდა, იყო ჩემი ქმრის დამოკიდებულება, მთელი დღე სამსახურში იყო და საღამოს თავის ძმაკაცებთან ერთად ლუდი, მოსაწევი... არაფერს იკლებდა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ორსულობის პირველი ჯოჯოხეთური სამი თვე გადავაგორე. 2 თვე ცოტა ამოვისუნთქე ჩემი ფიზიკური

მდგომარეობით, შემდეგ ისევ დამეწყო გართულებები, ისევ წოლითი რეჟიმი დამჭირდა.

უმოძრაობის გამო საშინლად მოვიმატე წონაში, დაშვებულ ნორმაზე ორჯერ მეტი ვიყავი.

სახის ფორმა, გამომეტყველება, მთლიანად შემეცვალა.

სარკეში ჩახედვისას ვტიროდი და ჩემი თავის მეშინოდა.

ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაც დაიძაბა. თითქოს ვაღიზიანებდი, ყველაფერზე საბაბს ეძებდა, რომ გვეჩხუბა.

ერთ საღამოს უგონო მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში ნასვამი იყო ან მოწეული ჰქონდა.

სახეწაშლილი, თვალებამოწითლებული... ისე ზიზღით მიყურებდა, გულმა რაღაც მიგრძნო, ქალური ინტუიცია არასდროს ცდება.

მალევე გაითიშა და სასწრაფოდ მისი ტელეფონი გადავამოწმე, რაც აქამდე არასოდეს გამიკეთებია.

თვალებს არ ვუჯერებდი, მის მესინჯერში ისეთი ამბავი დამხვდა.

დაახლოებით ათ გოგოს სწერდა ერთმანეთის პარალელურად, ათასი სიბინძურე წავიკითხე.

იმდენად დამებინდა გონება და ისე იმოქმედა ამან ჩემზე, მეგონა წავიქცეოდი და იქვე გული გამისკდებოდა.

ერთ-ერთი გოგო, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა, როგორც შეტყობინებინებებიდან გავარკვიე, ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში გაუცვნია, "ნოსტალგია" შემოაწვა ალბათ და წლების შემდეგ გაიხსენა და დაუკავშირდა.

გამწარებულმა ვერ მოვითმინე და ამ გოგოს მივწერე, გააგრძელეთ კითხვა