"რა მჭირს? რა­ტომ ვარ მარ­ტო?"; "რა­ტომ ვერ ვპო­უ­ლობ წე­სი­ერ მა­მა­კაცს?" - რჩე­ვე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ნაშ­რო­მი­დან, რო­მელ­მაც გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში - კვირის პალიტრა

"რა მჭირს? რა­ტომ ვარ მარ­ტო?"; "რა­ტომ ვერ ვპო­უ­ლობ წე­სი­ერ მა­მა­კაცს?" - რჩე­ვე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ნაშ­რო­მი­დან, რო­მელ­მაც გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში

რჩევები ფსიქოლოგიური ნაშრომიდან, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში

რა ძალა აქვს ადამიანის თვითშფასებას?

ყველაზე გავრცელებული შეკითხვები, რომლებსაც ქალები ბოლო დროს ხშირად სვამენ, ასე ჟღერს: "რა მჭირს? რატომ ვარ მარტო?"; "რატომ ვერ ვპოულობ წესიერ მამაკაცს?"

იმისათვის, რომ პასუხი მიიღოთ ამ მტკივნეულ კითხვებზე, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო მეციერებათა დოქტორის, ნეიროქირურგისა და ფსიქოლოგის, მაქსველ მოლცის ნაშრომს, სახელწოდებით: "ფსიქოკიბერნეტიკა".

მაქსველ მოლცმა, პაციენტებთან 10 წლიანი მუშაობისა და სიღრმისეული კვლევების შემდეგ, გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელმაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადატრიალება მოახდინა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში.

მოლცის ნაშრომის ძირითადი გზავნილი არის ის, რომ წარმოდგენა საკუთარი "მე"-ს შესახებ (თვითიდენტურობა - თვითშეფასება) ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანის ცხოვრებაში! თუ თვითშეფასება დადაბლებულია, ე.ი. ადამიანის ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება, მათ შორის, ურთიერთობებიც საპირისპირო სქესთან.

"თუ ახალგაზრდა გოგონამ, სხვადასხვა მიზეზით, დაარწმუნა საკუთარი თავი იმაში, რომ ის არავის მოსწონს, ეს ასეც იქნება. ის კლუბში სხვებზე ხშირად აღმოჩნდება კავალერის გარეშე. საქმე ისაა, რომ ის, თავისი გამომეტყველებითა და ქცევით, რომელიც განპირობებულია ყალბი წარმოდგენებით საკუთარი თავის შესახებ, დააფრთხობს პოტენციურ კავალერებს; ასეთი გოგონების მახასიათებელს წარმოადგენს დაღვრემილი და მუდმივად უკმაყოფილო სახე, ზედმეტად თავდაუჯერებელი და უხერხულად შენიღბული მოძრაობები, მორცხვობა, ან პირიქით, გამომწვევი, ზედმეტად თავისუფალი და თავდაჯერებული ქალის ნიღაბი, რომელიც აშკარად ვერ გადის ტესტს ხელოვნურობასა და სიყალბეზე. როდესაც მას ხელთ უპყრია საკუთარი პიროვნების შეფასების ისეთი მტკიცებულება, რომელიც არანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ის ვერც ხვდება, რომ ბოროტების ფესვი არა სხვაში, არამედ პირადად მის მიერ შექმნილ, ყალბ წარმოდგენაშია საკუთარი "მე"-ს შესახებ", - წერს დოქტორი მაქსველ მოლცი თავის წიგნში.

ასეთ დროს, თუ ქალის ცხოვრებაში ჩნდება ღირსეული მამაკაცი, ის ქვეცნობიერ დონეზე განიზიდავს მას… თანაც ამას ისე აკეთებს, რომ თავად ვერც კი ხვდება… არადა, ეს მამაკაცი მართლაც განიცდიდა მის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს, მაგრამ…

როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქოკიბერნეტიკა?

უკეთ გასაგები რომ იყოს, მოდი, ადამიანის ფსიქოკიბერნეტიკა შევადაროთ თერმოსტატს. ყველა ავტომობილს აქვს თერმოსტატი და როდესაც წყალი დუღდება, ავტომატურად ირთვება თერმოსტატი და იწყებს წყლის გაციებას.

ზუსტად იგივე პროცესი ხდება გოგონებთან მიმართებაშიც: როდესაც თვითშეფასება დაუმსახურებლად დადაბლებულია (ანუ ქალი, სინამდვილეში, არ არის ამაში დამნაშავე) და აქედან გამომდინარე თვლის, რომ არ არის საკმარისად კარგი, ის მხოლოდ ისეთი მამაკაცების მოზიდვას შეძლებს, რომლებსაც თავად შეეფერება, დანარჩენთან ურთიერთობის შემთხვევაში კი საბოტაჟს მოუწყობს, როგორც საკუთარ თავს, ისე პოტენციურ კავალერსაც. წაიკითხეთ სრულად