საცურაო კოსტიუმი - საზაფხულო გარდერობის აუცილებელი ატრიბუტი - კვირის პალიტრა

საცურაო კოსტიუმი - საზაფხულო გარდერობის აუცილებელი ატრიბუტი

"ზაფხული-2011"-ის საცურაო კოსტიუმები ორიგინალური ფორმითა და ფაქტურით გამოირჩევა. ფერზე აქცენტი ნაკლებადაა გაკეთებული, როგორც დიზაინერები განმარტავენ - მთავარია  კოსტიუმი ორიგინალური იყოს.

მოდაშია პრინტებით და საზღვაო ნახატებით გაფორმებული საცურაო კოსტიუმები.

რაც შეხება პრიალა, სველ ეფექტს, სწორედ ამაზეა აწყობილი საცურაო კოსტიუმების  საკმაოდ მრავალი კოლექცია. გვხვდება დენიმით შექმნილი კოსტიუმებიც, რომელიც შარშანდელი გადმონაშთია. რაც მთავარია, ქსოვილი, რომლითაც იქმნება საცურაო კოსტიუმები, სწრაფად უნდა შრებოდეს, იტანდეს ხშირ რეცხვას და ნაკლებად ეტყობოდეს გასარუჯი კოსმეტიკური საშუალებების კვალი.

პლაჟის მოდა მხოლოდ საცურაო კოსტიუმს არ მოიცავს. სრული შემადგენლობისთვის თან იქონიეთ პლაჟის ნაქსოვი ან გამჭვირვალე ჩანთა, სათვალე და ფერადი აქსესუარები. არ დაივიწყოთ ელეგანტური ქუდებიც...

ამ სეზონზე, ძალიან მოდურია თხელი, გამჭვირვალე ფერადი კაბები, რომელთაც ძირითადად მხოლოდ პლაჟზე თუ ჩაიცვამთ... შეგიძლიათ თეძოზე ლამაზი ქამრებიც გაიკეთოთ ან უბრალოდ პარეო შემოიხვიოთ.

საუკეთესო არჩევანსა და კარგ დასვენებას გისურვეთ!

ჟურნალი ”...და ქალი”