მოდური აქსესუარები - "ზაფხული-2011" - კვირის პალიტრა

მოდური აქსესუარები - "ზაფხული-2011"

სეზონის განსაკუთრებული ტრენდია რეტრო-ჩანთები. ეს მოდელები გასული საუკუნის 70-80-იან წლებში გვაბრუნებენ. მოდაშია ღია, კაშკაშა ფერებისა და საინტერესო ფერთა კომბინაციის ჩანთები, ასევე ხალისიანი ახალგაზრდული პრინტებით გაფორმებული პლაჟის ხელჩანთები.

მოდაში რჩება კონვერტის, ოვალური და სხვადასხვა ფორმის პატარა ჩანთა (კლაჩი). უმეტეს შემთხვევაში ფერთა გამა კლასიკურია, თუმცა ზოგიერთ კოლექციაში გვხვდება-იისფერი, ცისფერი, სალათისფერი, მელნისფერი ხელჩანთები, რომელნიც ზოგჯერ მძივებით, ბისერით ან სხვადასხვა სახის კრისტალებითაა გაფორმებული.

მოდაშია დაწნული ჩანთებიც. სტილი დიდად შეზღუდული არ არის. მთავარია სამოსის შესაფერისი ჩანთა აირჩიოთ.

რაც შეეხება საგაზაფხულო ბიჟუტერიას - მოდაშია ბეჭდები მკვეთრი გეომეტრიული ფორმებით. ამ სეზონზე შესაძლებელია, როგორც ერთი, ასევე რამდენიმე ბეჭდის ერთად ტარება, მთავარია მათი სტილი მკვეთრად არ განსხვავდებოდეს.

აქტუალური იქნება ვინტაჟის ტიპის მძივები. ამ სეზონზე, ფერს და მასალას მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს გამჭვირვალე მინისა თუ ხის მძივები, მთავარია მოიხდინოთ.

საყურე სიმკვეთრით, ზომით და სიკაშკაშით უნდა გამოიკვეთოს სხვა აქსესუარების ფონზე.

ამ სეზონის მოდური სამაჯურები მეტად ელეგანტური და ქალურია.

გავრცელებულია მაგნიტისგან დამზადებული მოოქრული ან მონიკელებული სამკაულები. ევროპაში და აშშ-ში ამ სამკაულების ფასი უკვე პრესტიჟულ მოდურ სამკაულებს უთანაბრდება.

ზაფხული წამოუდგენელია მოდური და ხარისხიანი მზის სათვალის გარეშე. მოდაშია რეტროს სტილის დიდი სათვალე, ავიატორის სტილი.

ჟურნალი ”... და ქალი”