როცა ქალს დეპრესია ეწყება... - კვირის პალიტრა

როცა ქალს დეპრესია ეწყება...

ხშირად გვსმენია ქალებისგან, - "რა საშინლად გამოვიყურები", "დღეს ფორმაში არ ვარ", გარეგნობაში რაღაც თუ არ შევცვალე, ჩემი საყვარელი მამაკაცი სხვა

ქალებისკენ აპარებს თვალს". მერე, საათობით სხედან სარკესთან და გარეგნობის შეცვლას ხან ვულგარული მაკიაჟით, ხანაც ორიგინალური ვარცხნილობით (რომელსაც ხშირად სასაცილო შედეგამდე მივყავართ) ცდილობენ.

ცნობილია, როცა ქალს დეპრესია ეწყება, საკუთარი თავის "წვალებას" ვარცხნილობის შეცვლით იწყებს. მოდური ვარცხნილობა, მელირება, ქიმიური დახვევა თქვენს გარეგნობაში მნიშვნელოვან ცვლილებას თუ არ შეიტანს, განწყობილებას მაინც შეგიცვლით. სტილისტის "ჯადოსნური ხელები" (თუ რა თქმა უნდა, დილეტანტის ხელში არ ჩავარდით) და შედეგიც სახეზეა: არაჩვეულებრივად გამოიყურებით, მომხიბვლელი და სასურველი ქალი ხართ, ქუჩაში მიმავალს მამაკაცების ფარული მზერა არ გშორდებათ და თქვენც ამაყად მიაბიჯებთ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.

ქალებო, გახსოვდეთ! ვარცხნილობის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი თმის ხარისხი, სტრუქტურა. თმის შეღებვისას ნუ დაივიწყებთ თქვენი ბუნებრივი თმის ფერს. შეეცადეთ, ბუნებრივისგან 2-3 ტონით განსხვავებული ფერი შეარჩიოთ, რადგან კანის ფერისა და სახის ნაკვთებისგან რადიკალურად განსხვავებული ფერი ძალიან გაგაუბრალოებთ.

ასე რომ, წინ, ქალებო! გახსოვდეთ, არ არსებობს უშნო ქალი, არსებობენ მოვლილი და მოუვლელი ქალები. ნუ მოერიდებით თამამ ნაბიჯებს და ყოველთვის სასურველი იქნებით.