ორმაგი ცხოვრება ანუ როცა კაცი ზედმეტია(!)
25-07-2011
ორმაგი ცხოვრება ანუ როცა კაცი ზედმეტია(!)
ამას წინათ, რედაქციაში ვრცელი წერილი მივიღეთ. ადრე ასეთ თემებს ტაბუ ედო, მით უფრო პრესაში. გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით:

- იმ ოჯახის ახლობელი ვარ, რომელზეც უნდა მოგითხროთ. ყველაფერს შეულამაზებლად გიამბობთ, მაგრამ ჩემი ძალიან საყვარელი ადამიანების გვარ-სახელებს შევცვლი.

დევდარიანებს სამი ქალიშვილის შემდეგ გაუჩნდათ  გვარის გამგრძელებელი. მშობლებიც და ნათესავებიც ზედ ვყვებოდით გიორგის.  მამამისს ჰქონდა შესაძლებლობა და ვაჟს თბილისის პრესტიჟულ უბანში საკუთარი სახლი აუშენა. 18 წლისას ახალთახალი მანქანა
და სახლის გასაღები გადასცა, - ცოლიც შეირთე და სანამ შეგვიძლია, ყველაფერში დაგეხმარებითო, - უთხრა. ბიჭი მეგობრების სული და გული იყო. თუ სადმე წასვლა მოუნდებოდათ, გიო იქ იყო თავისი მანქანით, ქეიფს გადაწყვეტდნენ და - გიოს ორსართულიანი სახლი თავისი აუზითა და საბილიარდოთი მათ ხელში იყო. გოგონები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ყველას უნდოდა გიოს ცოლობა.

ამ ორი
წლის წინ გიო და მისი მეგობარი თურქეთში ისვენებდნენ. იქ ერთი ქართველი გოგო გაიცნო, რომელიც დაქალთან ერთად ისვენებდა. შინ დაბრუნებისთანავე  გიომ ოჯახს განუცხადა, - ცოლს ვირთავო. ყველას ძალიან გაგვიხარდა, დავტრიალდით და ეკა თავისი მშობლებით მოვიწვიეთ.

ქორწილიც მალე გადავუხადეთ და მეფე-პატარძალი პარიზში გავამგზავრეთ თაფლობის თვის გასატარებლად.
მოგვიანებით, როცა მათი ოჯახი დაინგრა, გიო გამოგვიტყდა: ძალიან მიკვირდა, რომ ნინო არ იყო ჩვენს ქორწილში, არადა, ეკამ თურქეთში იგი თავის უახლოეს მეგობრად გამაცნო. ნინოს ქორწილში მოუსვლელობა კი მისი ავადმყოფობით ახსნა.  
თურმე ეკასა და ნინოს შორის თურქეთშივე დაწყებულა კონფლიქტი... გიოს გამო. გაგიკვირდებათ და, იმიტომ კი არა, რომ ნინოსაც მოეწონა ბიჭი. არა, მათ სასიყვარულო ურთიერთობაში თურმე გიო მურმანის ეკალივით გამოჩნდა და ეჭვებით ალესილი ნინო ლამის ყოველდღე ეჩხუბებოდა ეკას. არადა, ეკას დანახვისთანავე მოეწონა ბიჭი, ნინო  კი აშკარად ზედმეტი იყო, თანაც საშიში.

თბილისში დაბრუნებული ეკა უკვე ორმაგ თამაშს ეწეოდა. გიოს დაკარგვა არ უნდოდა, ნინოსი კი ეშინოდა. იცოდა, ყველაფერი რომ დაეფქვა, ბიჭი მიატოვებდა.  ნინომ როცა გაიგო, ეკა  გათხოვებას აპირებსო, დაემუქრა, - მის  მშობლებს ყველაფერს ვეტყვიო. მაშინ კი  ეკამ  თავის მშობლებს  სთხოვა დახმარება. ეკას მამა დაჭერით დაემუქრა ნინოს და ისიც ცოტა ხნით ჩაწყნარდა, თუმცა საფრანგეთიდან დაბრუნებული ბედნიერი ეკა მეორე დღესვე მოინახულა...

ერთი თვის განმავლობაში ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მერე რაღაც იეჭვა გიომ. ერთ მშვენიერ დღეს უკან გაჰყვა და ყველაფერი მაშინ გამჟღავნდა. გიომ  იმ დღესვე გაისტუმრა ცოლი სახლიდან. ეკა ახლა მშობლებთან არის, ძალიან ნანობს თავის წარსულს, მაგრამ გიოს მისი სახელის ხსენებაც აღარ უნდა.
nana
01 აგვისტო 2011 22:50
მორიგი სისულელე,დაუმტავრებელი და უაზრო სტატია.
lekrustia
29 ივლისი 2011 22:22
ბანძი სტატიაა, არ მომეწონა
nana
28 ივლისი 2011 10:41
გიო შემეცოდა ვერ შესძლებია ნამდვილი ქალის ამოცნობა, ის ეკაც და ნინიოც ფეხებით უნდა ჩამოკიდოს კაცმა,

რედაქტორის რჩევით