"ახლა კი ნანობს, მაგრამ..."
"ახლა კი ნანობს, მაგრამ..."
ამ ახალგაზრდებმა ზომა-წონა არაფერში იციან. თუ რამე მოეწონათ ან აიჩემეს, არც მშობლის რჩევა ესმით, არც სხვა ახლობლისა. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩემი თავნება მეზობლის გოგოს ამბავი თქვენთვის მომეწერა (რა თქმა უნდა, მის მშობლებს შევუთანხმდი).

თეკლა ლამაზი, მაგრამ ძალიან უცნაური გოგოა. მეთორმეტე კლასში გადავიდა და უკვე დიდი ჰგონია თავი. დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და არავის ეპუება. უკვე ერთი წელია, ერთი ბიჭი უყვარს. ამას წინათ იჩხუბეს და ეს ჩვენი თეკლა დაემუქრა თავის შეყვარებულს,
- იცოდე, განანებ, ისეთ რამეს ჩავიდენო... და იცით, რა ჩაიდინა? თბილისის ზღვაზე წავიდა, გადაივლო ის ყბადაღებული ლეღვის ფოთლის ნახარში და მთელი დღე მზისგულზე დაწვა... უკვე იცოდა, რა შედეგსაც მიიღებდა და მაინც გააკეთა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა! მთელ ტანზე წყლიანი ბუშტები გაუჩნდა. დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ის
ბიჭი კი, რომელსაც თეკლა დაემუქრა, ისე შეშინდა, საერთოდ გაქრა. ამხანაგთან უთქვამს, - ახლა ასე მატერორებს და ცოლი რომ გახდება, მერე რას მიზამს, აღარ მინდა მისკენ გახედვაო.
თეკლა ნანობს თავის საქციელს. მშობლები და ახლობლები შავ დღეში ჩაგვაგდო, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობს, რომ დამნაშავეა. ჩუმად რომ არის და ექიმის დანიშნულებას ზუსტად ასრულებს, ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. იმედია, მისი თანატოლი გოგონები მსგავს ექსპერიმენტს არ ჩაიტარებენ საკუთარ თავზე ვინმეს დასაშინებლად.

მაია სიმონიშვილი, თბილისი
ლიანა
24 იანვარი 2017 22:50
უტვინო გოგო
irma
06 ოქტომბერი 2011 14:23
ვის რა დააკლო თავისი თავის გარდა,არც ისეთი პატარაა ესეთი სისულელისთვის
nino
05 სექტემბერი 2011 16:13
სულელი გოგო

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები