"შვილი სიყვარულმა დამიღუპა"
"შვილი სიყვარულმა დამიღუპა"
შვილი სიყვარულმა დამიღუპა, - მეუბნება ქალბატონი თინათინი. მას ორი წლის წინ გარდაეცვალა 34 წლის ქალიშვილი. დარჩა შვილიშვილი, მარიამი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს. ძნელია შვილის ბედუკუღმართ ცხოვრებაზე ლაპარაკი, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა, მოეთხრო თავისი ტკივილის შესახებ.

- მე და ჩემი ქმარი ლიკას ცივ ნიავს არ ვაკარებდით. მართალია, სამედიცინო დავამთავრე, მაგრამ გათხოვების შემდეგ ერთი დღეც არ მიმუშავია. თენგო ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, დამოუკიდებელი და ძლიერი პიროვნება. მის გვერდით არც არასოდეს დამიწუწუნია,
ყოველთვის იმედიანად ვგრძნობდი თავს. სამჯერ მომეშალა მუცელი. ბოლოს, მკურნალობამ შედეგი გამოიღო. მეშვიდე თვეში ვიყავი, მშობლები რომ ავარიაში დამეხოცა. ისე ვინერვიულე, ნაადრევად დამეწყო მშობიარობა. ბავშვი და მე ძლივს გადავრჩით. ამის მერე ვეღარც გავბედე მეორე შვილის გაჩენა. სტრესმა ჯანმრთელობა შემირყია და წელიწად-ნახევარი ბავშვი ხელშიც კი ვერ ამყავდა.
რომ არა თენგოს და მისიანების გვერდში დგომა, ალბათ მოვკვდებოდი.

ლიკას მამამისი არაფერს აკლებდა. თენგომ მანქანა მიყიდა, რათა ბავშვი მასწავლებლებთან, ცეკვაზე თუ ტანვარჯიშზე მეტარებინა... გოგონა საუკეთესო მოსწავლე იყო  სკოლაში. მამამისს უნდოდა ლიკა ექიმი გამხდარიყო. ის კი მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ მამა ისე უყვარდა, დაჰყვა მის სურვილს და სამედიცინოზე ჩააბარა.

პირველ კურსზევე შეუყვარდა თავისი თანაკურსელი გაგა.  ექიმების შვილი იყო, საკმაოდ განებივრებული ბიჭი. ახალგაზრდებს ძალიან უყვარდათ  ერთმანეთი და ვერ ვუშლიდი ურთიერთობას, არადა, მინდოდა, ჯერ ესწავლათ და მერე შეექმნათ ოჯახი. მეორე კურსზე იყვნენ, როცა დაოჯახდნენ. არ გაპარულან, ლიკამ გაგას გადაჭრით უთხრა, - მშობლებს ვერ გავეპარები, გულს ვერ ვატკენო. გაგაც თავის მშობლებთან და ბიძა-მამიდასთან ერთად მოვიდა და ლიკას ხელი გვთხოვა. დიდი ქორწილი გადავუხადეთ. ძალიან ლამაზი წყვილი იყო, ყველას მათზე რჩებოდა თვალი. ლიკას ბავშვის გაჩენა ეჩქარებოდა, გაგა კი სულაც არ ჩქარობდა. გულის კუნჭულში სიძეს ვეთანხმებოდი. სწავლა საკმაოდ რთული იყო და როგორადაც უნდა დავხმარებოდით, სწავლაში პატარა მაინც ხელს შეუშლიდა ახალგაზრდა მშობლებს. მარიამი რომ გაჩნდა, ლიკა ბედნიერებისგან ბრწყინავდა.

ერთხელ ატირებულმა დამირეკა, - გაგა დაიჭირესო. თავზარი დამეცა - თურმე ნარკოტიკი უპოვეს, უკვე მეორედ! პირველად მისმა მშობლებმა ისე ჩუმად ჩაფარცხეს ეს ამბავი, რომ ლიკამაც ვერ გაიგო. ახლა, გარდა იმისა, რომ ჰეროინი უნახეს, ვიღაც გაგას ადებდა ხელს, რომ სწორედ მისგან ყიდულობდა წამალს. გაგას ვერაფერი უშველეს... საუბედუროდ, გაგა მართლაც ნარკომანი და წამლის გამსაღებელი აღმოჩნდა, ლიკას კი იგი მაინც ეცოდებოდა. - გაგას მუხლის ტკივილი აწუხებდა და ამ ტკივილისთვის დაიწყო წამლის კეთებაო, - მიმტკიცებდა. ლიკა ერთხელ, როცა ლიკა გაგასთან შეხვედრაზე მიდიოდა (მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მინის ტიხარი და ტელეფონით საუბარი), შესვლისას გაჩხრიკეს, ნარკოტიკი აღმოუჩინეს და  დააპატიმრეს. მაშინ მარიამი ჯერ კიდევ პატარა იყო. მის ტირილს, დედა მინდა, წამიყვანეთ ჩემს დედიკოსთანო, ლამის ჭკუიდან გადავყავდი.
ლიკა 4 წლის შემდეგ გათავისუფლდა. გაგა ისევ ციხეში იჯდა. მისი სახელის ხსენებაც არ მინდოდა, ლიკა კი კვლავ დანანებით ლაპარაკობდა მასზე და იმედოვნებდა, რომ ციხიდან გამოსული გაგა სხვა გზას დაადგებოდა. მისი გულუბრყვილობა ნერვებს მიშლიდა. ვატყობდი, ეს აღიზიანებდა ლიკას და შინ აღარ უჩერდებოდა გული. გადავწყვიტე, საერთოდ აღარ მეხსენებინა გაგა და დროისთვის მიმენდო ბედი. ჩემი შვილი ერთთავად დაღვრემილი და დადარდიანებული დადიოდა. გაგას გათავისუფლების წინ  კი მთლიანად შეიცვალა. თუკი მანამდე თავს არ უვლიდა, ახლა გაპრანჭვა დაიწყო. მე სიძის ნახვის სურვილი არ გამჩენია. მარიამს კი დედის ხალისი გადაედო და ადგილს ვერ პოულობდა, დღეებს თითებზე ითვლიდა. უკვე მეოთხე კლასში იყო, მამასთან ურთიერთობა ენატრებოდა. გაგა სრულიად შეცლილი გამოვიდა საპატიმროდან. თუ რაიმე კარგი ჰქონდა, იმ 9 წელიწადში უკვალოდ გამქრალიყო. ეს ჩემი ლიკას მეგობარმა მითხრა, თორემ მე ის არც მინახავს. ის ჩემთვის იმ დღიდან დასამარდა, რაც ლიკას, თავისი შვილის დედას, ციხეში ნარკოტიკის შეტანა დაავალა. გავიდა 4 თვე და გაგა ისევ დაიჭირეს. ლიკა ნერვიულობისგან დამუნჯდა. ამდენმა ნერვიულობამ და დარდმა  დააავადა. ორი წლის წინ გულის ინფარქტით გარდაიცვალა...

აქამდე სულ მიკვირდა, როგორ აგრძელებდნენ შვილმკვდარი დედები ცხოვრებას. თურმე, ცხოვრება ამ საშინელი და გაუსაძლისი ტკივილის მერეც გრძელდება. მე და თენგო ახლა ჩვენი მარიამისთვის ვარსებობთ, ის არის ჩვენი ნუგეში და დარჩენილი სიცოცხლის მიზანი...
Vika
13 მარტი 2017 16:27
Ai ar mesmis mamakacis tu qali giyvars ai aseti re rogor unda gaubedo xoici rac moelis da qaliii???sul roagaraferze fikrobbb???mamakaci magas shemogtavazebs tu uyvarxar da mit umetes shvils ras uketebt arzadebo..da sazarelia is fakti kidev 4welma rom ver daanaxa is nagavi vin uyvarda nutu cixis kedlebma da sicivem tvali ar auxila...ar mesmiss movkvdebi da ver sheushveb am tavshi aset sidebiles es siy aruli araa..es monoba da mazoxistobaa..ugulobaa toca sakutar shvilze ar fikrob sakutar tavze ojaxze da vigac matcovar narkomans ewirebi..micvalebulze ar unda vsaubrobde amas magram es nabijebi sigijea gmertma sasaxelo shvili gauzardos bebia babuas ro misit mainc ixaron
tbiliseli
09 ოქტომბერი 2016 13:02
ქართველი ქალები მაზოხისტები ხართ.
ფეხებზე გიკიდებენ ქმრები და თქვენ ეწირებით იმიტომ,რო "გიყვართ."
ირინა
19 მარტი 2016 18:17
ის გაგა კიდევ იცოცხლებს და ეს საცოდავი გოგო კი მიწაში იქნება....ღირდა კი ასეთი იდიოტისთვის ნერვიულობა..???

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები