ბლოგერები
წერილები ჩემი ზურგჩანთიდან

მე ირმა ვარ, ჟურნალისტი, ფილოლოგი, მოგზაური, მოლაშქრე და მოყვარული ფოტოგრაფი. მიყვარს ექსტრემი, თავგადასავლები და  დაბრკოლებების გადალახვა. დავდივარ მთაში, ტყეში, სამშობლოში, უცხო ქვეყნებში, ქალაქებში, სოფლებში, მივიწყებულ და დაუსახლებელ ადგილებში და ბედნიერი ვარ, როდესაც საოცნებო ადგილებს ვნახულობ. მაშინაც ბედნიერი ვარ, უცნობ ადგილებს რომ აღმოვაჩენ ხოლმე და ფოტოვიდეოკადრებად აღვბეჭდავ, გზადაგზა კი უბის წიგნაკშიც ვინიშნავ. საბოლოოდ, ყველა თავგადასავალს მაინც წერილებად ვაქცევ ხოლმე, ასე უფრო მოსახერხებელია ემოციების გადმოცემა.

მოგზაურობა ბავშვობიდან მიყვარს, რამდენიმე მეგობართან  და  თუნდაც უცნობ თანამოაზრესთან ერთად, რომელიც მალე მეგობარიც შეიძლება გახდეს. მზად ვარ, მათთან ერთად ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარო.  სამწუხაროდ,  ჩემი მოგზაურობების პირველი თანამოაზრეები და ინსპირატორები - ჩემი მშობლები დღეს აღარ არიან, მაგრამ ყოველი  მოგზაურობისას მუდამ ვგრძნობ მათ სულიერ მხარდაჭერას, ჩემი  გზადაგზა ჩანაწერებიც და წერილებიც, უპირველესად, სწორედ მათ ეძღვნებათ...

ჩემთვის მოგზაურობა წყურვილივითაა - მწყურია? თუ არ დავლევ, დავიხრჩობი...  ასე მგონია, წერილები ჩემი ზურგჩანთიდან თქვენც მოგაწყურებთ და თქვენც იპოვით ენთუზიაზმს, ძალასა და გამბედაობას დაბრკოლებების გადასალახავად. მჯერა, როგორც ერთ დროს - მე, ოცნებებს თქვენც რეალობად აქცევთ და ახდენილ ოცნებებში ინებივრებთ!

ერთ კოშკში მოქცეული ხევსურეთი
გახსოვთ, ალბათ, უკანა ფშავიდან ხევსურეთიდან წამოსულებმა - "სამი დელიკის ხალხმა" მუქოშივე მოვილაპარაკეთ, რომ დათვისჯვრის უღელტეხილის უმაღლეს წერტილზე შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ გზად, სოფელ კორშაში, მხატვარ შოთა არაბულის მიერ შექმნილ-მოწყობილ ეთნოგრაფიულ-ისტორიულ მუზეუმს გულგრილად ვერ ავუარეთ.
11-06-2021
დაწვრილებით...
მოგზაურობა მთაში ანუ ხევსურული კოშკები, ფშავ-ხევსურული ლეგენდები და ტრადიციები...
პანდემიამ ყველაფერი შეაფერხა და მათ შორის ჩვენც - მოგზაურები. უმრავლესობა ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ უცხოეთში გასვლას, თუმცა წელს, მგონი, ურიგო არ იქნება, განსაკუთრებული დრო სამშობლოში მოგზაურობას რომ დავუთმოთ... არადა, რამდენია სანახავი და გასაცნობი!
31-05-2021
დაწვრილებით...
ქვაზე შევისვენეთ, ემოციისგან სული მოვითქვით და სირბილით გავეშურეთ წარსულთან შესახვედრად...
ჩვენს სტუმართმოყვარე ლაზ და თურქ მასპინძლებს კავკასიურ ფესტივალზე გამოვემშვიდობეთ და ართვინის გავლით ჭოროხის ხეობას გამოვუყევით.
28-05-2021
დაწვრილებით...
თურქი მასწავლებლების მასპინძლობა ართვინში და ხარების ორთაბრძოლა კავკასიურ არენაზე
თურქეთში, ართვინის ვილიალეთის დედაქალაქ ართვინს დაბინდებისას ვესტუმრეთ. ქალაქში ჩვენი მასპინძელი სკოლის - "ვაკიფ ბანკის" დირექტორი ჯევათ უნალი, იმავე სკოლის პედაგოგები და თურქეთის რესპუბლიკის 80 წლისთავის სახ. სკოლის დირექტორი ფატი იაზიცი დაგვხვდნენ
20-05-2021
დაწვრილებით...
ზურგჩანთიდან პირველი წერილი ამოვაძვრინე და...
როდესაც 2009 წლის ივნისში ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ახალციხელმა პედაგოგმა მზევინარ მჟავანაძემ კლარჯეთში სამოგზაუროდ დამპატიჟა, ხოლო მეორე მეგობარმა, იმხანად ახალციხის VI საჯარო სკოლის დირექტორმა, ლოტბარმა ზაზა თამარაშვილმა ამ მოგზაურობაზე რეპორტაჟების მომზადება შემომთავაზა, თბილისიდან, ლამის, სარეისო რაფს ჩავასწარი ახალციხეში.
13-05-2021
დაწვრილებით...
დღის კითხვადი სტატიები