ბლოგერები
Vaja's BLog - დამემგზავრე
"იტალიურ სამზარეულოს ვანიჭებ უპირატესობას, ქალაქებიდან სან-სებასტიანი მომწონს, მეტად საინტერესოა იაპონური კულტურა, ურთიერთობაში ირანელებს ბევრი ვერ შეედრება", - მითხრა ერთ-ერთ ინტერვიუში კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელსაც ამერიკიდან დაწყებული, იაპონიით დამთავრებული ოცამდე ქვეყანაში უცხოვრია.
ცხადია, ნიკას ვერ გავუტოლდები, მაგრამ კალათბურთელებისა და ფეხბურთელების დევნაში 15 ქვეყანა მომივლია. "ლელოსთვის" ვაგზავნიდი რეპორტაჟებს. ფოტოკამერა ხელიდან არ გამიგდია. კომპიუტერი თუ Google Drive სურათებით გადამევსო...

ჰოდა, გადავწყვიტე საკუთარი ემოცია ბლოგში გაგიზიაროთ. უცხო მხარეში სტუმრობისას, პირველ რიგში, ისტორიასა და ეთნოგრაფიას ვეცნობი. ამის ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა ნებისმიერი კუთხე. არ ვგულისხმობ მხოლოდ სხვა ქვეყნებს - საქართველოშიც ბევრი ისეთი ადგილია, მილანსაც რომ მირჩევნია და ვენეციასაც.

შემედავებით? უკვე საინტერესოა...

სად მდებარეობს რეალურად თამუნიას საფლავის ქვა? სხვილოს ციხეზე
სხვილოს ციხე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული სიმაგრეა, ყველაფერი თითქმის ისეა შემორჩენილი, როგორც სამი საუკუნის წინ იყო იყო. მას მერე მტერმა ვეღარ დაანგრია. იგი საშუალებას იძლევა ისე მოეწყოს, ტურისტებისთვის მიმზიდველ სანახაობად იქცეს...
16-05-2019
დაწვრილებით...
პოლიციელის სელფი ვიქტორ სანიკიძესთან გოლგოთას მთაზე... ვისი სურათი უჩვენა სამართალდამცავმა ქართველ კალათბურთელს?
2017 წელს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე, რომელიც ისრაელში გაიმართა, გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, ვიქტორ სანიკიძე პირველი ქომაგი იყო (ტრავმის გამო ვერ თამაშობდა), მე - საკალათბურთო რეპორტაჟებს გადმოვცემდი საქართველოში.
29-04-2019
დაწვრილებით...
პიკასო თუ ფიროსმანი?! ჩამოვუაროთ ევროპულ გალერეებს და წამოვიღოთ 10 შედევრი
ყოველი მუზეუმიდან გამოსვლისას საკუთარ თავს ვეკითხები - რამდენად მოუხდება ეს ნახატი ჩემი სახლის კედელს? თუ აქამდე არავინ მოუკლავს, რაღა მე მომკლავს ოცნება?! ჰოდა, თქვენთან ერთად შევარჩევ ტოპ-10 ნახატს, რომელიც მოგზაურობისას მინახავს და მომწონებია.
19-04-2019
დაწვრილებით...
რა საიდუმლოს ინახავს გრაკლიანი გორა და რატომ უნდა გავშიფროთ გრაკლიანის წარწერა?!
ვიდრე ბიბლიოთეკას იპოვნიან, ხომ უნდა ვიცოდეთ ვინ ცხოვრობდა გრაკლიანზე, რა რელიგიის ხალხი იყო, რა მისწრაფებები ჰქონდათ და რა პირობებში უწევდათ ცხოვრება. მაშინაც ხომ არ უჩიოდნენ ინფლაციას, საწვავის ფასის ზრდას...
27-03-2019
დაწვრილებით...
ეს მთები ხელოვნურია? - 15 კილომეტრი ფეხით მესტიიდან ჭალაადის მყინვარამდე
რამდენიმე წლის წინ ბელარუსმა ჟურნალისტმა, დმიტრი გერჩიკოვმა მითხრა: საქართველო ჩემს გონებაში ზღაპარია, ვიდრე არ ჩამოვალ, ვერ დავიჯერებ, რომ რეალური სამყაროაო
11-03-2019
დაწვრილებით...
ვიდრე ფესტოს დისკოს გაშიფრავდნენ, ანუ გიორგი შერმადინიდან მეფე მინოსის საიდუმლომდე
Vaja's Blog დამემგზავრე: გიორგი შერმადინიდან მეფე მინოსის საიდუმლომდე
28-02-2019
დაწვრილებით...
როგორ მოხვდა საქართველოს დროშა ბლედის ციხეზე და სად გადავეყარე არვიდას საბონისს?
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ ოთხი ევრობასკეტი ითამაშა. თითოეული გამოსვლა თავისებურად საინტერესო იყო როგორც საკალათბურთო, ასევე არასაკალათბურთო კუთხით. თავისუფალ დროს უქმად არ ვკარგავდი, ღირსესანიშნაობებს ვეცნობოდი. ფოტომასალაც უხვად დამიგროვდა და საინტერესო ამბებიც.
26-02-2019
დაწვრილებით...
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა