Vaja's BLog - დამემგზავრე
"იტალიურ სამზარეულოს ვანიჭებ უპირატესობას, ქალაქებიდან სან-სებასტიანი მომწონს, მეტად საინტერესოა იაპონური კულტურა, ურთიერთობაში ირანელებს ბევრი ვერ შეედრება", - მითხრა ერთ-ერთ ინტერვიუში კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელსაც ამერიკიდან დაწყებული, იაპონიით დამთავრებული ოცამდე ქვეყანაში უცხოვრია.
ცხადია, ნიკას ვერ გავუტოლდები, მაგრამ კალათბურთელებისა და ფეხბურთელების დევნაში 15 ქვეყანა მომივლია. "ლელოსთვის" ვაგზავნიდი რეპორტაჟებს. ფოტოკამერა ხელიდან არ გამიგდია. კომპიუტერი თუ Google Drive სურათებით გადამევსო...

ჰოდა, გადავწყვიტე საკუთარი ემოცია ბლოგში გაგიზიაროთ. უცხო მხარეში სტუმრობისას, პირველ რიგში, ისტორიასა და ეთნოგრაფიას ვეცნობი. ამის ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა ნებისმიერი კუთხე. არ ვგულისხმობ მხოლოდ სხვა ქვეყნებს - საქართველოშიც ბევრი ისეთი ადგილია, მილანსაც რომ მირჩევნია და ვენეციასაც.

შემედავებით? უკვე საინტერესოა...