Vaja's BLog - დამემგზავრე
"იტალიურ სამზარეულოს ვანიჭებ უპირატესობას, ქალაქებიდან სან-სებასტიანი მომწონს, მეტად საინტერესოა იაპონური კულტურა, ურთიერთობაში ირანელებს ბევრი ვერ შეედრება", - მითხრა ერთ-ერთ ინტერვიუში კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელსაც ამერიკიდან დაწყებული, იაპონიით დამთავრებული ოცამდე ქვეყანაში უცხოვრია.
ცხადია, ნიკას ვერ გავუტოლდები, მაგრამ კალათბურთელებისა და ფეხბურთელების დევნაში 15 ქვეყანა მომივლია. "ლელოსთვის" ვაგზავნიდი რეპორტაჟებს. ფოტოკამერა ხელიდან არ გამიგდია. კომპიუტერი თუ Google Drive სურათებით გადამევსო...
ჰოდა, გადავწყვიტე საკუთარი ემოცია ბლოგში გაგიზიაროთ. უცხო მხარეში სტუმრობისას, პირველ რიგში, ისტორიასა და ეთნოგრაფიას ვეცნობი. ამის ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა ნებისმიერი კუთხე. არ ვგულისხმობ მხოლოდ სხვა ქვეყნებს - საქართველოშიც ბევრი ისეთი ადგილია, მილანსაც რომ მირჩევნია და ვენეციასაც.
შემედავებით? უკვე საინტერესოა...
შეაღებ კარს და აღმოჩნდები ღრმა ხეობის წინ, რომლის გადაღმა უზარმაზარი ჩანჩქერი მოჩანს. ქვემოთ მდინარე მოედინება, რომელიც იარუსებად თავად ბუნებას დაუყვია და ყოველ იარუსზე, მხატვარი რომ შეაზავებს ლურჯსა და მწვანეს, სწორედ ისეთი ფერის ტბაა. ტბები სავსეა სხვადასხვა ჯიშის თევზით. ხეობა უღრანი ტყითაა დაფარული. შეხვდებით მურა დათვს, ირემს, ათასგვარ ფრინველს...
12-12-2020
2015 წელს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იტალიის ქალაქ ტრიესტეში რუსეთს დაუპირისპირდა. ამ მატჩისას ტრიბუნას ამშვენებდა ქსეროქსის ფურცლებისგან და წითელი იზოლენტისგან შექმნილი საქართველოს დიდი დროშა, რომელიც მე და იტალიელმა ექიმმა ეტორე ჩოლიმ დავამზადეთ...
25-05-2020
ყვავილის მტვერი აკრძალულ პრეპარატებში არ შეუტანიათ, მაგრამ დოპინგის თვისებები აქვს
21-02-2020
საქართველო და ლიეტუვა, პოლიტიკა და სპორტი
10-12-2019
სხვილოს ციხე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული სიმაგრეა, ყველაფერი თითქმის ისეა შემორჩენილი, როგორც სამი საუკუნის წინ იყო იყო. მას მერე მტერმა ვეღარ დაანგრია. იგი საშუალებას იძლევა ისე მოეწყოს, ტურისტებისთვის მიმზიდველ სანახაობად იქცეს...
16-05-2019
2017 წელს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე, რომელიც ისრაელში გაიმართა, გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, ვიქტორ სანიკიძე პირველი ქომაგი იყო (ტრავმის გამო ვერ თამაშობდა), მე - საკალათბურთო რეპორტაჟებს გადმოვცემდი საქართველოში.
29-04-2019
ყოველი მუზეუმიდან გამოსვლისას საკუთარ თავს ვეკითხები - რამდენად მოუხდება ეს ნახატი ჩემი სახლის კედელს?
თუ აქამდე არავინ მოუკლავს, რაღა მე მომკლავს ოცნება?! ჰოდა, თქვენთან ერთად შევარჩევ ტოპ-10 ნახატს, რომელიც მოგზაურობისას მინახავს და მომწონებია.
19-04-2019
ვიდრე ბიბლიოთეკას იპოვნიან, ხომ უნდა ვიცოდეთ ვინ ცხოვრობდა გრაკლიანზე, რა რელიგიის ხალხი იყო, რა მისწრაფებები ჰქონდათ და რა პირობებში უწევდათ ცხოვრება. მაშინაც ხომ არ უჩიოდნენ ინფლაციას, საწვავის ფასის ზრდას...
27-03-2019
რამდენიმე წლის წინ ბელარუსმა ჟურნალისტმა, დმიტრი გერჩიკოვმა მითხრა: საქართველო ჩემს გონებაში ზღაპარია, ვიდრე არ ჩამოვალ, ვერ დავიჯერებ, რომ რეალური სამყაროაო
11-03-2019
Vaja's Blog დამემგზავრე: გიორგი შერმადინიდან მეფე მინოსის საიდუმლომდე
28-02-2019
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ ოთხი ევრობასკეტი ითამაშა. თითოეული გამოსვლა თავისებურად საინტერესო იყო როგორც საკალათბურთო, ასევე არასაკალათბურთო კუთხით. თავისუფალ დროს უქმად არ ვკარგავდი, ღირსესანიშნაობებს ვეცნობოდი. ფოტომასალაც უხვად დამიგროვდა და საინტერესო ამბებიც.
26-02-2019