როგორ მოხვდა საქართველოს დროშა ბლედის ციხეზე და სად გადავეყარე არვიდას საბონისს? - კვირის პალიტრა

როგორ მოხვდა საქართველოს დროშა ბლედის ციხეზე და სად გადავეყარე არვიდას საბონისს?

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ ოთხი ევრობასკეტი ითამაშა. თითოეული გამოსვლა თავისებურად საინტერესო იყო როგორც საკალათბურთო, ასევე არასაკალათბურთო კუთხით. თავისუფალ დროს უქმად არ ვკარგავდი, ღირსესანიშნაობებს ვეცნობოდი. ფოტომასალაც უხვად დამიგროვდა და საინტერესო ამბებიც.

სადებიუტო ბლოგს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილს, ბლედის ციხესიმაგრეს მივუძღვნი. საკალათბურთო მატჩები სლოვენიის ქალაქ ცელიეში მიმდინარეობდა, საიდანაც ბლედისკენ ავიღე გეზი. ცელიე-ლიუბლიანა - მატარებლით, ლიუბლიანა-ბლედი - ავტობუსით.

ციხესიმაგრიდან ფოტოებს "ფეისბუკით" ჩემს მეგობარს, მოგზაურობის ტრფიალს, ვახტანგ ტყეშელაშვილს ვუგზავნიდი.