
"ფეისბუკმეგობარს" ეგონა, დამაბნევდა. ეს ხომ საქართველოში ყველაზე ცნობილი ქვაა - ფილმ "შერეკილების" გმირები ციხიდან რომ გაიქცევიან, სწორედ მასთან შეჩერდებიან.

სადაა ეს საფლავის ქვა, ან რომელ ციხეზეა გადაღებული "შერეკილები"?
ამის გასარკვევად ქართლის შუაგულს, სოფელ ქვემო ჭალას მივაშურე, საიდანაც მშვენივრად ჩანს სწორედ ისეთი ციხის კონტურები, ფილმში რომ იკვეთება:

თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუკარი, განაგრძო:
- ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული სიმაგრეა, ყველაფერი თითქმის ისეა შემორჩენილი, როგორც სამი საუკუნის წინ იყო. მას მერე მტერმა ვეღარ დაანგრია. იგი საშუალებას იძლევა ისე მოეწყოს, ტურისტებისთვის მიმზიდველ სანახაობად იქცეს...
სხვილოს ციხის ძირში ძველისძველი სასაფლაოა, ჯვარპატიოსანის დანგრეული ეკლესიით. სწორედ იქ მდებარეობს საფლავის ქვა, რომელიც "შერეკილების" რეჟისორმა თამუნიას მიაწერა.
ამ ადგილიდან უკვე მსხვილად მოჩანს ციხესიმაგრე. აბა, შავადაროთ, ერთი და იგივეა?

დილეგი, რომელშიც ფილმის გმირები არიან დამწყვდეულები სინამდვილეში სხვილოს ციხის ეზოში არ მდებარეობს. ეზო დღეს ასე გამოიყურება:

სიმაგრე ისტორიულ წყაროებში პირველად მე-10 საუკუნეში იხსენიება;
1742 წელს ყიზილბაშების წინააღმდეგ შეთქმული გივი ამილახვარი სხვილოს ციხეში გამაგრდა, საიდანაც სოფელ ჭალაში დაბანაკებული იმამ ყული-ხანი განდევნა;
იმავე წელს ქართველებმა კიდევ ორი შემოტევა მოიგერიეს. განსაკუთრებით საინტერესო მეორე შემთხვევა იყო: სპარსელებმა ქართლში გივი ამილახვრის კუთვნილი ყველა ციხე აიღეს და ბოლოს სხვილოს მიადგნენ. ალყა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ციხესიმაგრეს რომ ვერაფერი დააკლეს, კუდამოძუებულები გაბრუნდნენ უკან...
ერთი მიზეზი, რატომაც იყო ციხე აუღებელი მისი კედლების სისქეა - 2 მეტრი.
მოკლედ, ციხესიმაგრის ეზოში ამაყად დავაბიჯებდი, როდესაც ორსართულიანი ეკლესიის პირველ სართულზე გაზეთი აღმოვაჩინე.

გაზეთი ეკლესიიდან გამოვიტანე და ციხესიმაგრის მთავარ კარში გაძრომას ვაპირებდი, ისეთი პანორამა გადამეშალა, ნებისმიერი ფოტოგრაფი რომ ინატრებდა:


- ხომ გითხარი, გაფრინდებიან-მეთქი, შე ჰალსტუხიანო პეპელა! - პოლიციის შეფიც კი ვერ წარმოიდგენდა რომ გაფრინდებოდნენ.
ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ სხვილოს ციხიდან დაშვებისას შუა გზაზე ბურთი შემხვდებოდა, თანაც მგორავი:

"ლოგიკური" პასუხი: იქნებ, ეგენიც რაღაცას აგებდნენ - გასაფრენად ემზადებოდნენ...
ხოჭობურთი?
ბოლოს, ტრადიციული შეკითხვა, ოღონდ ფოტოს გარეშე: როგორ ფიქრობთ, რატომ უწოდეს ქვემო ჭალის თავზე მდებარე ციხეს სხვილო? პასუხები კომენტარებში დაწერეთ.