როგორ დამეხმარა იტალიელი ექიმი საქართველოს დროშის დამზადებაში, ანუ რუსეთის წინააღმდეგ ხუთჯვრიანი დროშის გარეშე განა შეიძლებოდა?!
როგორ დამეხმარა იტალიელი ექიმი საქართველოს დროშის დამზადებაში, ანუ რუსეთის წინააღმდეგ ხუთჯვრიანი დროშის გარეშე განა შეიძლებოდა?!
როგორ დამეხმარა იტალიელი ექიმი საქართველოს დროშის დამზადებაში, ანუ რუსეთის წინააღმდეგ ხუთჯვრიანი დროშის გარეშე განა შეიძლებოდა?!

2015 წლის 29 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იტალიის ქალაქ ტრიესტეში რუსეთს დაუპირისპირდა. ამ მატჩისას ტრიბუნას ამშვენებდა ქსეროქსის ფურცლებისგან და წითელი იზოლენტისგან შექმნილი საქართველოს დიდი დროშა, რომელიც მე და იტალიელმა ექიმმა ეტორე ჩოლიმ დავამზადეთ...

რა გვრჯიდა? რატომ მაინცდამაინც A4 ფორმატის ფურცლებისგან? ან ვინ არის ეტორე? დამემგზავრეთ იტალიის მშვენიერ ქალაქ ტრიესტეში და ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ.


წინა დღით, 28 აგვისტოს, არენა "პალატრიესტეში" იტალიას ვეთამაშეთ. დარბაზი მშვენიერი სანახავი იყო - მთლიანად ლურჯებში შემოსილი ტრიბუნები და ტალღებად მოფრიალე იტალიის დროშები. საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ქომაგობ
და. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის იყო, რომ ტრიბუნებზე ერთი ხუთჯვრიანი დროშაც არ ფრიალებდა. მხოლოდ, წესისამებრ, ჭერში ეკიდა იტალიის, რუსეთისა და ამერიკის დროშებთან ერთად.


რადგან ქართული სიმბოლო პირველ თამაშზე არსად ჩანდა, ლოგიკური იყო, რომ არც რუსეთთან მატჩზე მოიტანდა ვინმე. მითუმეტეს, როგორც გითხარით, ქართველები ძალიან ცოტანი ვიყავით. რუსეთის წინააღმდეგ კი ხუთჯვრიანი დროშის გარეშე ნამდვილად არ შეიძლებოდა.

ჰოდა, იტალიასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებზე მიმაგრებულ გოგონას ვთხოვეთ, დროშის შოვნაში დაგვხმარებოდა. ცდა არ დაუკლია, ტრიესტეს ტურნირის ორგანიზატორებსაც ესაუბრა, თუმცა უშედეგოდ.


”ვისაც ეს საკითხი ევალებოდა, მითხრა, რომ იტალიის, რუსეთისა და აშშ-ის დროშები დარბაზში დროულად ჩამოკიდეს, საქართველოში კი ტრიესტეში ვერსად იყიდეს და ერთი კვირა მოანდომეს ხელით შეკერვას”, - გვითხრა ნაკრების იტალიელმა თანმხლებმა, რომლის სიტყვების მიხედვით, ქალაქ ტრიესტეში ჩვენი დროშის შეძენაზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა.


რუსეთთან მატჩის წინ საკმარისი დრო მქონდა მაღაზიების მოსავლელად.

საკანცელარიოში სიარული საქართველოშიც მიყვარს და ტრიესტეს ერთი ასეთი მაღაზია არ დამიტოვებია უნახავად.

- ნო, "ჯორჯიან" ფლაგ?

- სკუზი სინიორ, ნონ აბიამო
, - თუმცა, მეც ვხედავდი, რომ ჩვენი დროშა არსად იყო. იმედი მაინც არ გადავიწურე, გადავწყვიტე, წითელი მარკერით ფორმატის ქაღალდზე დამეხატა, თუმცა სადაც ვიკითხე, წითელი მარკერი არსად ჰქონდათ. ამასობაში თამაში მოახლოვდა და 20 ნომერ ავტობუსზე შეხტომის დრო იყო. მომშივნოდა კიდეც...

ცომეულის შესაძენად ერთ სუპერმარკეტში შევედი და... "
ათასი წვრილმანის" ვიტრინას რომ ჩავუარე, წამიერად უკან მივბრუნდი - დახლზე წითელი "იზოლენტა" იდო. მასთან ერთად თაბახის ფურცლების მთელი შეკვრა შევიძინე. ამ ორი ატრიბუტით ნამდვილად შეიძლებოდა ჩვენი დროშის შექმნა. სწრაფი ნაბიჯებით ავტობუსის გაჩერებისკენ გავემართე. 

გზად შევნიშნე, რომ ერთი ახალგაზრდა კვალში მედგა და ისიც სადღაც მიიჩქაროდა. ჩემსავით მანაც სვლა გაჩერებასთან შეანელა და და მკითხა:

- ჯორჯია?

მაისურზე მივანიშნე და თავი დავუკარი:

- სი, ჯორჯია.

- გუშინ ძალიან კარგად ითამაშეთ, - მითხრა ინგლისურად, - იტალიას წლეულს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, NBA-ს ოთხი კალათბურთელი ჩამოვიდა. ასეთ გუნდთან გასამარჯვებლად საქართველოს ერთი ზუსტი ტყორცნა დააკლდა. გამოდის, რომ საქართველოსაც ძლიერი ნაკრები ჰყავს, - მითხრა იტალიელმა და მიმანიშნა - ჩვენი ავტობუსი მოდისო. როგორც აღმოჩნდა, ისიც "პალატრიესტესკენ" მიემართებოდა.


ავტობუსში საკუთარი ისტორია მოკლედ მომიყვა: სიცილიელი იყო, ტრიესტეში სამუშაოდ ჩამოსულიყო. პროფესიით ანესთეზიოლოგი, სახელად ეტორე, გვარად -
ოლი.

28
აგვისტოს განრიგი ასეთი იყო: 18 საათზე იტალია-მიჩიგანი, 20-ზე - საქართველო-რუსეთი.

- იტალიის თამაშზე ვეღარ ასწრებ, საქართველოს საქომაგოდ მოდიხარ? - ვკითხე.

- ვასწრებ, იტალიელები 8-ზე თამაშობენ, - მიპასუხა თავდაჯერებით და მობილური ტელეფონი მოიმარჯვა. მიღებულ ფაილებში "პედეეფის" დოკუმენტი გახსნა, სადაც ეწერა, რომ იტალია იმ დღეს საღამოს 8 საათზე თამაშობდა.

- ეს ძველი კალენდარია, ერთი კვირის წინ კი განრიგი შეიცვალა და იტალიის მატჩი 18 საათისთვის გადაიტანეს, - ვუთხარი და მეგონა, ავტობუსიდან გაბრაზებული ჩავიდოდა.

ეტორე ჩოლი ამ ამბავს მშვიდად შეხვდა: იტალიასთან
თამაშისას საქართველოს ნაკრები ისე მომეწონა, მისი თამაშის ხილვა 15-ევროიან ბილეთად ნამდვილად მიღირსო.

დარბაზს სწორედ მაშინ მივუახლოვდით, იტალია-მიჩიგანის მატჩის შემდეგ გულშემატკივრები კარიდან რომ გამოდიოდნენ. გაჩერებასთან საქართველოს ნაკრების პრესატაშე ირაკლი პერტაიას შევხვდით, რომელმაც ერთ უცნაურობაზე მიგვანიშნა: ტროტუარზე მოდიოდა თეთრთმიანი კაცი, რომელიც ძაღლს მოასეირნებდა.

ძაღლად შორიდან მოგვეჩვენა, თორემ, რომ მოგვიახლოვდა, მგელს მივამსგავსეთ.

ირაკლი პერტაია ჩაეძია - მგელი ხომ არ არისო.

- კი, მგელია, - მოგვიგო პატრონმა მშვიდად. იქაურობას გაცლა ვამჯობინეთ. "პალატრიესტეს" დერეფანში იტალიის ნაკრების ატრიბუტიკა იყიდებოდა, გემოვნებით გაფორმებული მაისურები, ბურთები... ერთ კუთხეში კი თავმომწონედ იდო ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი, რომელიც ევრობასკეტის დაწყებამდე ძველი კონტინენტის მასშტაბით ბევრს მოგზაურობდა, ივლისში თბილისშიც შემოიარა.

ეტორე ჩოლისთან გვერდით თასთან და თილისმა ფრენკისთან სამახსოვრო სურათები გადავიღე და ტრიბუნაზე შევედი.


ახალგაცნობილი იტალიელი პირველ რიგებში მოკალათდა, მე საქართველოს დროშის აწყობას შევუდექი. ამოცანა იოლი არ იყო: A4 ფორმატის ფურცლებით იმ ზომის დროშა უნდა შემედგინა, დარბაზში ღირსეულად წარმოჩენილიყო.

ერთი კაცისთვის ძალიან რთულია "სკოჩითა" თუ "იზოლენტით" ფურცლების გადაბმა და ზედ წითელი ზოლების დატანება. ეტორე ჩოლიმ, ალბათ, ქვემოდან დამინახა, რომ ვწვალობდი, ამოვიდა, ჩაიმუხლა და მანამდე არ გასწორდა, ვიდრე პატარა ფურცლებითა და წითელი "იზოლაციით" საქართველოს დიდი დროშა არ გავაკეთეთ. საქართველო-რუსეთის მატჩის პირველი წუთებისთვის საქმე მოთავებული გვქონდა!

გამოსაჩენ ადგილას, შუშის მოაჯირზე მივამაგრე, რომელთანაც ორი იტალიელი იდგა. დროშის მიხედვითაც იოლად მიხვდნენ, რომელი ქვეყნიდან ვიყავი და თავად გამომეცნაურნენ - ლომბარდიიდან ვართ ჩამოსულები, იტალიის ნაკრების თამაშებზე ყოველთვის დავდივართ, თუმცა, როცა გავიგეთ, საქართველოც ტრიესტეში იყო, ძალიან გაგვეხარდა.

"კანტუს" ქომაგები ვართ, მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინს დიდ პატივს ვცემთ. მართალია, ისინი დღეს "კანტუს" ღირსებას აღარ იცავენ, მაგრამ ვიდრე კალათბურთს ითამაშებენ, მუდამ მათი ქომაგები ვიქნებითო.

თამაშზე რა მოგახსენოთ, მაგრამ რუსებს გულშემატკივრობით ნამდვილად ვაჯობეთ. უნდა გენახათ იტალიელებით შევსებული ლურჯი ტრიბუნები ქართველებს როგორ ქომაგობდნენ. ერთ ეპიზოდში კალათის უკნიდან შუახნის კაცი გამოხტა და დიდხანს აპროტესტა მსაჯების მიერ ქართველთა საწინააღმდეგოდ მიცემული ფოლი.

საინტერესო დღე არასასიამოვნოდ დასრულდა - რუსეთმა 81:69 დაგვამარცხა. ეტორე მატჩის შემდეგ მოვიდა და გამამხნევა, ხვალ მოიგებთო. თან დამპირდა, რომ მეორე დღესაც ჩემ გვერდით უქომაგებდა საქართველოს.

30 აგვისტოს, 18 საათზე, საქართველომ და "მიჩიგანმა" ითამაშეს, 20-ზე რუსეთმა და იტალიამ. 

მატჩზე გამგზავრების წინ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა
სასტუმრო პორტო სან როკოში ფოტოსესია მოაწყვეს...

სასტუმროს დარბაზში ფორმატის დიდი ფურცელი და წითელი მარკერი აღმოვაჩინე. შესაბამისად, გაჩნდა მეორე, გაცილებით ლამაზი დროშის შექმნის იდეა. ზედ Go Georgia დავაწერე და ფოტოსესიისას თითოეულ კალათბურთელს ხელის მოწერა ვთხოვე. ეს დროშა ხომ წლების შემდეგ ძვირფას რელიქვიად უნდა ქცეულიყო.

საქართველო -"მიჩიგანის" მატჩის წინ, იმ ადგილას, სადაც წინა დღეს "იზოლაციით" აწყობილი დროშა ეკიდა, ახალი, გაცილებით ლამაზი და შინაარსიანი დროშა დავამაგრე:



გლეხისა და ქილა ერბოს ამბავი შემემთხვა:

ვფიქრობდი: "მიჩიგანთან" მატჩის შემდეგ დროშას ჩემოდანში სათუთად შევინახავ და გამოვფენ საქართველოს ნაკრების ყველა შეხვედრისას ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ერთ კვირაში ხორვატიაში უნდა გამართულიყო; თუ ჯგუფური ბარიერი გადავლახეთ, ჩვენს ნაკრებს საფრანგეთის ქალაქ ლილშიც ამ დროშით ვუქომაგებ; ბოლოს კი საქართველოში, ჩემს ბინაში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ჩამოვკიდებ-მეთქი.

მე ვბჭობდი...

დამრჩა! ჩემი რელიქვია - ავტოგრაფებიანი დროშა დარბაზში დამრჩა! - საქმეში გართულს "პალატრიესტედან" წასვლის დრო შეუმჩნევლად "მომადგა" და სიჩქარეში მხოლოდ ეტორე ჩოლისთან მოვასწარი დამშვიდობება.

როცა გამახსენდა, დროშის წამოსაღებად დაბრუნებას ტაქსითაც ვერ ვასწრებდი...

კომპიუტერში ავკრიფე: Facebook.com, მოვძებნე ეტორე ჩოლი და მივწერე:

- სალამი, ეტორე, სად ხარ?

- "პალატრიესტეში", იტალია-რუსეთის მატჩზე, - მიპასუხა ათიოდე წუთში.

- პირველ და მეორე იარუსებს შორის საქართველოს დროშა ხომ ჰკიდია?

- კი, ოღონდ ის არ არის, ჩვენ რომ ავაწყვეთ.

- ეგ ახალია, საქართველოს ნაკრების კალათბურთელთა ხელმოწერებით. როგორ მოგწონს?

- მშვენიერია.

- თამაში რომ მორჩება, შეგიძლია ჩამოხსნა და შინ წაიღო, - მივწერე სიცილიელს.

- დიდებულია, დიდი მადლობა! - მომწერა ეტორემ. მოგვიანებით კი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერთი ფოტო გამოაქვეყნა: სურათზე საკუთარი სახლის კედელი იყო აღბეჭდილი, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ამშვენებდა მინაწერით: "ძვირფასი ქართული საჩუქარი":


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?