ვახტანგ მაისაიას ბლოგი

16 წლის საჯარო სამსახურში გავატარე, მათ შორის 8 წლის დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს გახლდით ნატოს სამმართველოს პირველი მდივანი, სამმართველოს უფროსის მოადგილე და უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის მრჩეველი და ნატოს საერთაშორისო სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოების დირექტორატის რაპორტერი.

ასევე ვიყავი საქართველოში ეუთოს მისიის მრჩეველი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. ნატოს პმპ-ის კონსორციუმის ტერორიზმთან ბრძოლის და კავკასიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წევრი.

ვიყავი ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროსის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი.

1998-2001 ვიყავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაზვერვის მთავარი სამმართველოს მრჩეველი.