აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების "პანდორას ყუთის" შედეგი: დონალდ ტრამპი - გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ენიგმა?!
11-11-2016
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების "პანდორას ყუთის" შედეგი: დონალდ ტრამპი - გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ენიგმა?!
2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად შევა, თითქმის 200-წლიან ისტორიაში, როგორც ყველაზე ოდიოზურ, რთულ და ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ მოვლენად.
პირველად აშშ-ს პოლიტიკური ისტორიის პერიოდში, ამ არჩევნებმა ნათლად აჩვენა ქვეყნის ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური "ქარტეხილის" და ასევე საგარეო-პოლიტიკური კრიზისის პრობლემატიკის მთელი სპექტრი, რამაც "ვულკანური ლავის" სახით ამოხეთქა პოლიტიკურ ლანდშტაფტზე.

სამმი უმძიმესი ფინანსური კრიზისი - 2002-2003, 2008 და 2012 წლების მაგალითზე; ასევე 9/11-ის ტრაგიკულმა მოვლენა, რომელმაც აჩვენა თუ რამდენად გეოსტრატგიულად მოწყვლადი აღმოჩნდა აშშ; "პატრიოტის
აქტის" და სახელმწიფო უშიშროების მეგამონსტრის - ეროვნული უშიშროების სამინისტროს შექმნა და პირველად, ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა; უმძიმესი საგარეო ვალი - თითქმის 23 ტრილიონი ამერიკული დოლარი და გეოპოლიტიკური გლობალური სტატუს-კვოს გაქრობის რეალური სცენარი - სწორედ ამ ყველაფერმა  იჩინა თავი ამ არჩევნების შედეგების სახით.

აშშ-ში მაღალ პოლიტიკური
ხელისუფლების "ოლიმპზე" მოვიდნენ ნეოლიბერალები, დონალდ ტრამპის სახით (მისი შიდაპოლიტიკური დაპირებანი ყველა დონის ბიზნესის გათავისუფლება მძლავრი საგადასახადო წნეხისგან და თანაც საგრძნობლად, საშუალო შემოსავლებების კლასის წარმომადგენლებზე აქცენტის გაკეთება და ამით თითქმის 30-მილიონიანი ელექტორატის მოყვანა საარჩევნო უბნებზე და აქცენტის გაკეთება აშშ-ს ცენტრალური და სამხრეთ შტატების მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაზე), რომლებმაც პირველად მიაღწიეს ასეთ მაღალი დონის წარმატებას.

დონალდ ტრამპის სახით აშშ-ს მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და საგარეო-პოლიტიკური კურსის მკვეთრი რეფორმირებას და რადიკალური ცვლილებების შეტანას ამ მიმართულებით. ნეოლიბერალური პოლიტიკური დაჯგუფების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად შეიძლება იქცეს ნეოიზოლაციონალიზმის გეოპოლიტიკური კურსის არჩევა და პრაგმატული საგარეო-პოლიტიკური ამოცანების რეალიზაციაზე გადასვლა.

აშშ-ს ახალ საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებად არჩეული იქნება ჯოზეფ ნაის მიერ შემუშავებული ე.წ. "რბილი ძალის" კონცეფციის განხორციელება, ჯორჯ ბუშ-უმცროსი "ხისტი ძალის" ან ბარაკ ობამას "ჭკვიანი ძალის" საპირისპიროდ და ასევე შემდგარ ფაქტად აშშ-ს მხრიდან მულტიპოლარული გეოპოლიტიკური წესრიგის აღიარება.

დონალდ ტრამპის ყველაზე მძლავრ პოლიტიკურ პოტენციალად მიიჩნევა მისი სრული დამოუკიდებლობა და დისტანცირება ყოველგვარი მსხვილი-კორპორაციული დაჯგუფებებისგან, მათ შორის სამხედრ-სამრეწველო კომპლექსებისა და დიდი პოლიტიკური ლობისტური ჯგუფებისგანაც.

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი, რომელიც გამორჩეოდა დიდი ოდიოზურობით და უდიდესი პიროვნული ქარიზმით, რამაც რევოლუციური გარდატეხა შეიტანა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დაანგრია ქვეყნის ჩვეული პოლიტიკური განვითარების ალგორითმი, როგორ დაიწყებს და გადაშლის უკვე 21-ე საუკუნის აშშ-ს პოლიტიკური სისტემის "ახალ ფურცელს", აი, ეს არის ძალიან საინტერესო თემა.

ზოგად კონტექსტში უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ აშშ-ს სახელმწიფოებრივ-ისტორიული განვითარების ეტაპებზე, განსაკუთრებით ასწლეულების დასაწყისას, ქვეყანა რადიკალურად იწყებდა თავის განვითარებას - მე-19 საუკუნის დასაწყისში აშშ-მ "მონროს დოქტრინით" აირჩია საკუთარ გავლენის გეოპოლიტიკური სივრცეში ჩაკეტვა (მხედველობაშია ამერიკის კონტინენტი), მე-20 საუკუნის დასაწყისში კი თეოდორ რუზველტის დოქტრინით დაიწყო სვლა მსოფლიო პოლიტიკაში. 21-ე საუკუნის დასაწყისში კი ქვეყანა ალბათ მოახდენს ერთგვარ "ჩაკეტვას" ე.წ. "ნაფტას" გაერთიანების ფარგლებში (აშშ+კანადა+მექსიკა საერთო ეკონომიკური სივრცე, რაც შეიძლება იყოს მაქსიმალური დონის ინტეგრაციული პროექტის რეალიზაცია). ასეთი ტრანსფორმაცია სავსებით მოსალოდნელია, რადგანაც ტრამპა სწორედ ასეთი წინასაარჩევნო კამპანიისას მოახერხა წარმატებების მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეპირდა თავის ამომრჩეველს მექსიკასთან, ერთგვარი "ჩინური კედლის" აღმართვას.

აწ უკვე დამარცხებულმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა , საპრეზიდენტო კანდიდატის ბოლო სიტყვაში განაცხადა:  "ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ქვეყანა პირველად გაიხლიჩა, მაგრამ მე მაინც მჯერა მისი". - დიახ, "პირველად" აშშ-ს საზოგადოება, რომელიც ყოველთვის ითვლეობოდა პოლიტიკური "მონოლითიზმის" სიმბოლოდ (1861-1864 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ), გაიყო ორად და სამოქალაქო საზოგადოების შიგნით გაჩნდა "უხილავი ბზარი", რომელიც თანდათანობით შეიძლება გახდეს "ხილული".

ამავე დროს, აშშ-ს ხელისფლების სათავეში მოვიდა მძლავრი "ოლიგარქიული წრის" წარმომადგენელი, რამაც დაარღვია ჩევული პოლიტიკური კანონზომიერება ეროვნულ დონეზე და როგორი იქნება ამერიკული "ოლიგარქიული რესპუბლიკა" - უილიამ შექსპირის ყოფნა-არყოფნის დილემის არ იყოს, რთულად პასუხგასაცემია. საერთო ჯამში, როგორც ჩანს, პირველი ასეთი ეპოქის დაწყების დროს, დონალდ ტრამპი, რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კარდინალურად შეცვლის თავის წინასაარჩევნო კამპანიის დანაპირებებს, რადგანაც ოლიგარქიული წრის წარმომადგენლები უფრო მეტად არიან თავიანთი სიტყვის აღმსრულებლები და ასევე ნაკლებად უკან დამხევები...

სავარაუდოდ, მისი საგარეო-პოლიტიკური ამოცანების კონტექსტში, შესაძლოა მისი პირველი ნაბიჯები იყოს შემდეგი: ქვეყნის შიგნით

  • რადიკალური სოციალური-ეკონომიკური რეფორმების გატარება და ორიენტაციის აღება სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, ასევე საგარეო-ეკონომიკური პრიორიტეტების გარკვეული სახის შეზღუდვებით, მათ შორის მკაცრი პროტექციონალისტური პოლიტიკის გატარებით;
  • ჩრდილო-ატლანტიკური სოლიდარობის პასუხისმგებლობის გადანაწილებით მოკავშირეებზე და ამ მიმართულებით გაწეული ხარჯების თანდათანობით შეზღუდვა და მთლიანად თავდაცვითი ხარჯების ეტაპობრივი შემცირება;
  • ტრანსატლანტიკური ეკონომიკური სოლიდარობის პრინციპის დროებით გადავადება, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას და სავარაუდო "სავაჭრო ომების" სცენარის განვითარებას;
  • "თანამშრომლობითი უსაფრთხოების" პრინციპის ამოქმედება გეოპოლიტიკური კურსის განხორციელებისას, ანუ მსოფლიო პოლიტიკაში საერთაშორისო უსაფრთხოების მიღწევის საქმეში თანაბარი პასუხისმგებლობის აღება, სხვა გლობალური გავლენის ცენტრებთან ერთად;
  • უფრო მეტად შერჩეეული ე.წ. "ჩარევის" (selective engagement) გეოსტრატეგიის მისიის აღსრულება, რომელიც უფრო მეტად განხილული იქნება ქვეყნის გეოეკონომიკური და არა გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება.

ზემოაღნიშნული მომენტები მხოლოდ და მხოლოდ არის ზოგადი ტიპის ანალიზი და შესაძლოა არ იქნეს სრულად რეალიზებული ისე, როგორც განვიხილეთ, მაგრამ ტენდენციები იქნება ამ მიმართულებით. ტრამპი სავსებით არაორდინარული პოლიტიკური ფიგურაა და მისი მოქმედების ალგორითმი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული წინამორბედებისგან.

იხილეთ ასევე ფოტოგალერეა: დონალდ ტრამპის სექსუალური მეუღლე და ქალიშვილები
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით