ვლადიმირ პუტინი ემზადება პოლიტიკური კომბინაცია "მემკვიდრის" აღსასრულებლად: გამბიტი კრემლში - 2024 წლის მოდელის სავარაუდო შედეგები - კვირის პალიტრა

ვლადიმირ პუტინი ემზადება პოლიტიკური კომბინაცია "მემკვიდრის" აღსასრულებლად: გამბიტი კრემლში - 2024 წლის მოდელის სავარაუდო შედეგები

2020 წლის 15 იანვარს ვლადიმირ პუტინის ფედერალური საბჭოს წინაშე წლიური მოხსენება გადაიქცა ერთგვარ მის მიერ მომზადებული პოლიტოპერაცია "მემკვიდრის" დაწყების წინაპირობად. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მოხსენება ჩვეულებრივ ხორციელდებოდა წლის მეორე-მესამე თვეში, წლევანდელი მოხსენების თარიღის გადმოტანა იანვრის დასაწყისში უკვე წარმოადგენს მეტად საინტერესო მოვლენას.

მისი მოხსენების პათოსი, მისი სპიჩვრაიტერების და კრემლის პოლიტ-ტექნოლოგიების მიერ უნდა ყოფილიყო ე.წ. "რევოლუციური მანიფესტის" შემცვლელი, რომელსაც წინ უწღოდა ამა წლის იანვრის დასაწყისში კრემლში მეტად საინტერესო შეხვედრა პუტინის ფედერალური კონტროლის პალატის ხელმძღვანელთან და ყოფილ ფინანსთა მინისტრთან და ე.წ. "ლიბერალური" კლანის დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერთან (ამ კლანის ლიდერშიპია: დიმიტრი მედვედევი-ბორის ფედეოროვი-ანატოლი ჩუბაისი-ალექსანდრე კუდრინი). შეხვედრის დროს, რომელიც სხვათა შორის ფართოდ იქნა გაშუქებული კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიაკრატიული საშუალებების მიერ (ОРТ, РТР, НТВ, РЕН-ТВ და ა.შ.), დაფიქსირდა საკმაოდ თამამი ფაქტები - რუსეთში არსებული არნახული ფანტასტიკურ-კორუფციული სქემების მასშტაბები (რამოდენიმე წელიწადში რუსეთში კორუფციის შედეგად ქვეყანამ დაკარგა 3 ტრილიონი რუსული რუბლი და მარტო შსს-პოლკოვნიკ დიმიტრი ზახარჩენკოს სკანდალური ფაქტი, რომელსაც აღმოუჩინეს 10 მლრდ. რუსული რუბლი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს) და ასევე მოყვანილი იქნა ფაქტები, რუსეთში ეკონომიკური კრიზისის არსებობის თაობაზე. ამას წინაპირობად თან ერთვოდა, "ლევადა-ცენტრის" მიერ გავრცელებული სოციოლოგიური კვლევა, სადაც პრეზიდენტ პუტინის რეიტინგი აღმოჩნდა ყველაზე დაბალი - 38%, რაც წარმოადგენს უკვე კრიტიკულ წერტილს, თანაც 2024 წელს დაგეგმილი პუტინის პოლიტიკური "რებრენდინგის" განხორციელების ფონზე, რაც ითვალისწინებდა პოლიტიკური ტექნოლოგია "მემკვიდრის" დაწყებას.

ამიტომაც ასეთი რადიკალური და უცაბედი ფედერალური მოხსენების ფონზე, პუტინმა ვადაზე ადრე დაიწყო, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, რომ მას მოუწია უკვე ამ ნაბიჯების დაწყება, როდესაც მას ანალოგიურ პოლიტიკური ფორსმაჟორულ ვითარებაში, რომელის შეიქმნა 2010 წლის მეორე ნახევარში ე.წ. "ბოლოტნაიას მოვლენების" ფონზე, მას მოუწია ისევ დაბრუნება ხელისუფლებაში ისევ პირველი პირის და არა "რუხი კარდინალის" სტატუსით.

ამჟამადაც შეიქმნა ასეთი ფორსმაჟორული ვითარება, რასაც შეეწირა დიმიტრი მედვედევის მთავრობა, რომელიც უკვე გადაგდა და ახალი პრემიერ-მინისტრის (კონსიტიტუციის 115 მუხლის შესაბამისად) თანამდებობაზე მან წარადგინა ისევ "ლიბერალური" კლანის წარმომადგენელი - ფედერალური საგადასახადო სამსახურის შეფი მიხეილ მიშუსტინი, რომელიც არის წმინდა წყლის "ტექნოკრატი" და ალექსანდრე კუდრინის ნდობით აღჭურვილი პიროვნება. ფაქტობრივად, მან გააძლიერა "ლიბერალური" კლანი კრემლის იერარქიაში, როდესაც მან გადაიწყვანა დიმიტრი მედვედევი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და დაავალა მას თავდაცვითი პოლიტიკის კოორდინაცია და აღნიშნულის მეშვეობით მან "ჩააჩოჩა" მეორე გავლენიანი ე.წ. "სილოვიკების" კლანი (პატრუშევი-სეჩინი-ივანოვი) და საკუთარი პირადი ე.წ. "პრეზიდენტის პულის" ჯგუფი კიდევ უფრო გააძლიერა (როტენბერგი-ძმები კოვალჩუკები-პრიგოჟინი-ზოლოტოვი). ამავე დროს, მან ასევე გააძლიერა მესამე გავლენიანი კლანი ე.წ. "ტექნოკრატ-პარტიული" (ვოლოდინი-მატვიენკო-ჟირინოვსკი-ვორობიოვი-ზორკინი), როდესაც მან გასცა გაკრაგულება კონსტიტუციის რეფორმირების ფარგლებში საკანონმდებლო და სასამართლო (განსაკუთრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს) უფლებამოსილების მკვეთრი გაზრდა აღმასრულებელი (განსაკუთრებით საპრეზიდენტო) ხელისუფლების ხარჯზე (მაგალითად, მოსამართლეების გადაყენება სახელმწიფო დუმის მიერ, ქვეყნის პრეზიდენტის წარდგინებით, თუკი მან დაკარგა რეიტინგი მოსახლეობაში, ფაქტიურად პუტინმს შესთავაზა პარლამენტის იგივე მოდელი, რომელის მან დანერგა გუბერნატორების გადაყენების მოდელის საფუძველზე). მიხეილ მიშუსტინი

ამავე დროს, პუტინის ინიციატივით განხირციელდება რეგიონული ხელმძღვანელების, გუბერნატორიების ფუქნციების გაზრდა, მათ შორის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ფორმატშიც, და მათი პასუხილმგებლობებიც გაიზრდება. თავისივე მოხსნებაში, უკვე გამოიკვეთა 2024 წლის სცენარის მომზადების კონკრეტული კონტურებიც - სახელდობრ, პირადად პუტინის მიერ შექმნილი მნიშვნელოვანი პოლიტიკური არაფორმალური ინსტიტუტი - სახელმწიფო საბჭო, სადაც ფედერალური და რეგიონული ლიდერშიპი არის გაერთიანებული და რომელსაც უშუალოდ თვითონ პუტინი ხელმძღვანელობს, მალე გახდება კონსტიტუციური ორგანო და მისცემს საშუალებას პუტინს მოირგოს საკუთარ თავზე რუსული "ელბასის", ანუ ეროვნული ლიდერის სტატუს-კვოს ფუნქციები ("ელბასის" სტატუსი აპრობირებული იქნა ყაზახეთის ეხლა უკვე ყოფილი პრეზიდენტის ნურსულტან ნაზარბაევის მაგალითზე, რომელიც გახდა ერთდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და მუდმივი სენატორის სტატუსის მფლობელიც და ასევე მიიღო ოფიციალური ეროვნული ლიდერის - "ელბასის" მფლობელიც).

ფაქტობრივად, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეობა ვლადიმირ პუტინს მისცემს საშუალებას დაახლოებით იგივე სტატუსით მოევლინოს რუსეთის ფედერაციას 2024 წლის შემდეგ, ისევე როგორც გახდეს ფედერალური ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეც, რომელსაც, როგორც ჩანს, ასევე მიენიჭება სპეციალური საკონსტიტუციო სტატუსიც და დიმიტრი მედვედევის ამ ორგანოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნაც, არ მომხდარა შემთხვევით, და სავარაუდოდ, "პუტინი-მედვედევი" ტანდემი კვლავაც ძალაში იქნება უკვე 2024 წლის შემდეგ და ის მიიღებს არაფორმალური დე-ფაქტო და ასევე დე-იურე მმართველობის სტატუსსაც. ვიქტორ ზოლოტოვი

ვლადიმირ პუტინის ფედერალურ მოხსენებაშიც შემთხვევით არ მოხდა რეგიონული ლიდერების - გუბერნატორების პოზიციების გაზრდაც და ფედერალური მმართველობის იერარაქიაში, ანუ სახელისუფლო "ვერტიკალში" მათი შეყვანა, კონსტიტუციური რეფორმების შედეგად, რადგანაც, რა თქმა უნდა "ტექნოკრატი" ახალი პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი ვერ გახდება ქვეყნის მორიგი პრეზიდენტი 2024 წელს და ფსონი ისევ დადგება პუტინის "პირადი პულის" შემადგენლობიდან, სახელდობრ ვიქტორ ზოლოტოვის, რომელიც ამჟამად არის ყველაზე უძლიერესი სპეცსამსახურის - ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის და რამზან კადიროვის უშუალო მეთაური, და უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. არმიის გენერალ ვიქტორ ზოლოტოვის "კადრი" (აღნიშნული სპეცსამსახური ყველაზე უძლიერესია, რომელშიც გაერთიანებულია 420 ათასი სამხედრო მოსამსახურე და ყველა სახის, საარმიოს გარდა, სპეციალური დანიშნულების რაზმები და შინაგან ჯარების შენაერთები) ამჟამად ტულის რეგიონის გუბერნატორი და "ყირიმის გმირი", გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე დიომინია. სწორედ დიომინის პირადი ნდობის და უშუალო ბიზნესს-პარტნიორს წარმოადგენდა საქართველოში ცნობილი დეპუტატი იური გავრილოვი. როგორც ჩანს უკვე 2024 წლისთვის პუტინი დიომინს გამოიყვანს უკვე ფედერალურ მმართველობის დონეზე, მაშინვე როგორც "ტექნოკრატი" მიშუსტინის მთავრობა შესძლებს ქვეყნის კრიზისიდან შედარებით გამოყვანას. საერთოდ ჯამში საინტერესო გამოიყოს ის ფაქტორი, თუ რაზე გაამახვილა ყურადღება ვლადიმირ პუტინმა თავის ფედერალური საბჭოს მოხსენებაში, რომელთაგანაც აღსანიშნავია შემდეგი: ალექსანდრე დიომინი

  • პრეზიდენტი რჩება ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი და თავდაცვის პოლიტიკის უშუალო ხელმძღვანელი, ოღონდ უკვე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გადაყენება მან უნდა შეუთანხმოს სენატს, ფედერალურ საბჭოს;
  • პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას სთავაზობს პრეზიდენტს სახელმწიფო დუმა და მას ეკრძალება მისი და მისი მოადგილეების და მინისტრთა კანდიდატების უარყოფა;
  • კონსტიტუციური ნორმა ხდება ის, რომ, შრომის მინიმალური ანაზღაურება არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები;
  • თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებების გაზრდა, საუბარია ადგილობრივ თვითმმართველობაზე და არა რეგიონული მმართველობაზე;
  • პრეზიდენტობის კანდიდატს არ უნდა ჰქოდეს ორმაგი მოქალქეობა და იგი 25 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში;
  • ანალოგიური მოდელი გავრცელდება ყველა სახის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თანამდებობის წევრებზე (დეპუტატები, მინისტრები და ა.შ.);
  • ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გადავიდეს ციფრული ეკონომიკის პრინციპებზე;
  • სახელმწიფოს უფლებამოსილების გაზრდა ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, ისევე როგორც ეკონომიკის დაცვა უცხოური ინტერვენციებისაგან;
  • ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, ახალი სამხედრო ტექნოლოგიების შექმნის ხელშეწყობა და გლობალური ჰეგემონონის პოზიციების გაძლიერება;
  • ოჯახის და დედობრივი სოციალური სტატუსის გაზრდა და სპეციალური მატერიალური სტიმულირება (შობადობის წახალისების მიზნით შესაბამისი ფინანსური დანამატების გაცემა).
ზოგად კონტექსტში, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საინტერესოა,რისი თქმა უნდოდა ვლადიმირ პუტინს და პოლიტიკური კომუნიკაციის ფორმატში, რა პოლიტიკური მესიჯები მან გაახმოვანა, რომელიც საინტერესო იქნება უახლოეს პერიოდისთვის. ამ მხრივ, გამოსაყოფია შემდეგი მესიჯების დაფიქსირება, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად წარმოვაჩინოთ:

  • პუტინი ინარჩუნებს სახელისუფლო "ვერტიკალში" ძალთა ბალანსს და წონასწორობის პრინციპის გამოყენებით, დროთა განმავლობაში აძლიერებს შესაბამის კლანს გარკვეული პირობების გათვალისწინებით;
  • პუტინი არ აპირებს წავიდეს პოლიტიკიდან, მათ შორის 2024 წლის შემდეგაც და ხელისუფლების დათმობას (მისი თეზისი: "ხელისუფლებას თმობენ, მხოლოდ სუსტები");
  • პუტინმა უკვე დაიწყო ოპერაცია "მემკვიდრის" დაწყება;
  • პუტინი არ აპირებს კონსტიტუციის დარღევას და აპირებს დატოვოს საპრეზიდენტო თანამდებობა 2024 წელს, ოღონდ გადავიდეს უკვე სხვა უფრო ძლიერ პოზიციებზე - ეროვნული ლიდერის პოზიციაზე (სავარაუდოდ დიდი ხნის მანძილზე);
  • პუტინი გააძლიერებს ქვეყნის სამხედრო ექსპანსიონიზმის პოლიტიკას.

დაახლოებით ასე, ამგვარად შეიძლება მოვახდინოთ ვლადიმირ პუტინის ფედერალურ საბჭოსადმი გაკეთებული მოხსენების გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.

ვახტანგ მაისაია

პოლიტიკის და სამხედრო მეცნიერების დოქტორი,

პროფესორი, ოსტროვიეცეს ბიზნესისა და მეწარმეობის

უნივერსიტეტის პროფესორი (პოლონეთის რესპუბლიკა)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს