"საკუთარ ქვეყანას ომს ვერასდროს მოუგებ" - კვირის პალიტრა

"საკუთარ ქვეყანას ომს ვერასდროს მოუგებ"

(გაგრძელება, დასაწყისი "კვირის პალიტრა" #51)

"უკვე თენდებოდა (22 დეკემბრის დილა. - ავტ.), პოლიცია რამდენიმე დღის უძინარი იყო. შტაბში (უზენაესი საბჭოს შენობაში. - ავტ.) ვიმყოფებოდით. ხალხიც შეთხელდა, წესრიგს ვეღარ ვიცავდით. ამ დროს შემოვიდა ლელე არჩვაძე (მანანა არჩვაძის და. - ავტ.), რატომ ღალატობთ პრეზიდენტსო, - გვითხრა. დაპირისპირებული მხარეები რომ დაგვეცილებინა, პოლიციამ პიკეტირება დაიწყო, ლოთი ქობალიას ჯარისკაცებმა შეკრება დაიწყეს, ვანო ჭელიძეც იქ იყო - შინაგანი ჯარების სარდალი და ყველას აფრთხილებდა, იარაღი არ იხმაროთო. ამ დროს ხელისუფლების გვარდიელებმა ჰაერში სროლა დაიწყეს, - ოპოზიციის მომიტინგეები შეშინდებიან და დაიშლებიანო. სიგუას”დაცვის 15-კაციანმა ჯგუფმა ჰაერში სროლით უპასუხა. ტყვიები ასფალტსაც ხვდებოდა. ორი ტყვიით დავიჭერი და დეპუტატმა \ჯემალ გოლეთიანმა საავადმყოფოში წამიყვანა. ამის შემდეგ ვინ საით ისროდა, გაკონტროლება ძნელი იყო. კიტოვანის გვარდიის ნაწილები თბილისის ზღვიდან ჩამოვიდნენ, შეიარაღდნენ რიგითი თბილისელებიც".

რომან გვენცაძე,

"დრონი", 2009 წ.

"22 დეკემბერს, დილით, პირველი დაბომბვებისა და იერიშის მცდელობის შემდეგ, ბატონმა ზვიადმა თავდაცვის შტაბის სხდომა მოიწვია და სთხოვა, განემარტათ, რამდენ ხანს იყო შესაძლებელი მორიგი შეტევისას შენობის დაცვა.

რომან გვენცაძემ, ჯონი  ფირცხალაიშვილმა და ბესო ქუთათელაძემ პრეზიდენტს ნახევარი საათის გარანტია მისცეს, ლოთი ქობალიამ”45 წუთამდე გაზარდა. მე ვთქვი, თუ საქართველოს თავისუფლება უზენაესი საბჭოს შენობის დაცვაზეა დამოკიდებული, ბოლომდე დავიცავ-მეთქი".

გოჩა ბახია,

უზენაესი საბჭოს შენობის სამხედრო კომენდანტი

"ასავალ-დასავალი", 2006 წ.

"იმ დროისთვის  უზენაესი საბჭოს შენობაში 2000-მდე შეიარაღებული პოლიციელი და ლოთი ქობალიას რაზმი იყო, კიტოვანის მხარეს - 200-300 შეიარაღებული კაცი".

დავით ზეიკიძე

"22 დეკემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, თბილისში საომარი მდგომარეობა იგრძნობოდა, მხატვრის სახლში ვიყავით შეკრებილები. მოულოდნელად გენერალი ქუთათელაძე მოვიდა და იქაურობა დაგვატოვებინა, - საშიშროება შეიძლება შეიქმნასო. მე და ციცინო ქევხიშვილი (ქალბატონი პირველ გასროლას ემსხვერპლა. - ავტ.) ქაშუეთისკენ წავედით. ტაძრის წინ "პუტჩისტებს" ცეცხლი ენთოთ, ხუთის რამდენიმე წუთი იქნებოდა, როცა ფუნიკულორზე შუშხუნა ავარდა, ალბათ რაღაცის ნიშნად. ამის შემდეგ რუსთაველზე გზის ჩამკეტი ავტობუსების გადაყენება დაიწყეს. როდესაც იმ მანქანის გაყვანა მოინდომეს, რომელშიც რადიოგადამცემი იყო, ჩვენ წინ გადავუდექით - სად მიგყავთ, ან რატომ მიგყავთო ვუყვიროდით. იქვე მდგარმა რომან გვენცაძის მოადგილემ ლანძღვა დაგვიწყო, შემდეგ თავად გვენცაძეც მოგვიახლოვდა და “დაგვამშვიდა,”- ესენი ჩემი ხალხია, მანქანა რომ არ დაზიანდეს, ეზოში შეგვყავსო. მანქანა წაიყვანეს. მალე მოედანი დაცარიელდა, უზენაესი საბჭოს შენობის წინ სიცოცხლის ნიშან-წყალიც არ იყო. შვიდის ნახევარი იქნებოდა, როცა ავთანდილ რცხილაძე გაიტაცეს. გაოგნებულები ვიყავით. ამ დროს ერთი რუსთაველი დეპუტატი შევნიშნეთ - უზენაეს საბჭოში შედიოდა. ყველაფერს მოვუყევით, რაც გარეთ ხდებოდა და ვთხოვეთ, პრეზიდენტისთვის შეეტყობინებინა. დაგვპირდა, გადავცემო. ცოტა ხანში ხმა გავრცელდა, - ვაჟა ადამიას ხალხმა რუსთაველის მეტროს შესასვლელი გადაკეტაო. წავედით, ვნახეთ. მეტროში ჩასვლა მართლაც შეუძლებელი იყო. უკან გამოვბრუნდით. დაახლოებBით რვის ნახევარზე მთავრობის სახლიდან გამოვიდა სარდალი ვანო ჭელიძე. მოულოდნელად მისკენ 4-5 ტყაპუჭ-ფაფახიანი გვარდიელი წამოვიდა. ერთმა ისროლა კიდეც. ჭელიძის ხალხმა ჰაერში სროლით უპასუხა. ჩვენ გამოვიქეცით და უზენაესი საბჭოს წინ მდგარ კარვებს ამოვეფარეთ. მალე სროლა უზენაესი საბჭოს შენობაშიც ატყდა. გარეთ მყოფნი უსაფრთხოების მიზნით პარლამენტის სასადილოში შეგვიყვანეს. იქაც ბევრი ხალხი დაგვხვდა. სასადილოდან სალექციო დარბაზში გადაგვიყვანეს. ჩვენს საუბარს ჰაუბიცების ექო ახშობდა. შუადღისას, დაახლოებით სამ საათზე, ზვიად გამსახურდიას თხოვნა გადმოგვცეს - ქალებმა და წვევამდელებმა აქაურობა უნდა დატოვონო. შენობაში მყოფმა გვარდიელებმა ჩიტაძის ქუჩაზე გაგვიყვანეს. სროლა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. შორს არ წავსულვართ. მეზობელი ქუჩიდან ისევ რუსთაველის გამზირზე დავბრუნდით.  სასტუმრო "თბილისთან" ნოდარ ლომოური და გოგი დემეტრაძე იდგნენ და გულიანად იცინოდნენ, თითქოს ომი არც იყო"...

მზია შველიძე, ეთნოგრაფი

22 დეკემბერს, ომის პირველ დღეს, ციცინო ქევხიშვილის გარდა, ბრმა ტყვიას პოლიციელი ხვიჩა ესებუაც ემსხვერპლა (1998 წლის 9 თებერვლის ტერაქტის ორგანიზატორის და ჯიხაშკარის მოვლენების გმირის, გოჩა ესებუას ძმა). დილას რუსთაAველის გამზირზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ამბოხებულთა შტაბი სასტუმრო "თბილისში" განლაგდა. თავისუფლების მოედანი ვაჟა ადამიას შეიარაღებულ ჯგუფებს ჰქონდათ გამაგრებული და იქიდან უტევდნენ უზენაესი საბჭოს შენობას, საღამოს სროლები უკვე კოლმეურნეობის მოედანსა და სანაპიროზეც მიმდინარეობდა.

"22  დეკემბერს დილით დამირეკა ჩემმა მეგობარმა ავრორა ფანჩულიძემ (კინოთეატრ "ქართული ფილმის" ყოფილმა დირექტორმა. ეს კინოდარბაზი რუსთაველის კინოთეატრის ქვეშ იყო განთავსებული და როდესაც ეროვნულ მოძრაობას თავშეყრის ადგილი არ ჰქონდა, ავრორა ბოლო სეანსებს ხსნიდა და მათ დარბაზს უთმობდა, ბილეთების ფულს კი თავად იხდიდა). კიოდა, - ეს რა ხდება, ქართველები ერთმანეთს ვხოცავთო. სასწრაფოდ მასთAან გავეშურე. ერთმანეთს მშრალ ხიდთან შევხვდით. შევამჩნიე - იქვე მდგარი ჭადრები დაცხრილული იყო, რუსთაAველზე გასვლა შეუძლებელი იყო და ამიტომ მეგობართან შევიკრიბეთ ფურცელაძის ქუჩაზე. მოულოდნელად ერთი ნაცნობი ქალი შემოვარდა  შეშფოთებული - ნახეთ, ვაჟა ადამია რას აკეთებს, მისი ბიჭები მანქანებით დაქრიან ქუჩაში ბათქაბუთქით და ხალხს ხოცავენ. აგერ, სალობიეს წინ, ორი მკვდარი კაცი მეც დავინახეო. გულმა არ მომითმინა. სალობიესკენ გავიქეცით. თუმცა იქ გვამები ვერ ვნახეთ, სისხლის კვალიც არსად ჩანდა. 23 დეკემბერს გარეთ გასვლა თითქმის შეუძლებელი გახდა. რუსთაველის გამზირი და მისი ახლომახლო ქუჩები იცხრილებოდა. გვიან ღამით გვითხრეს, რომ ქუთაისიდან ზვიადის მხარდამჭერთა ჯგუფი იყო ჩამოსული და მათ თავკაცს  პრეზიდენტის ნახვა უნდოდა. ამის გაკეთება ავრორას სთხოვეს. შუაღამე იყო, როცა მე და ავრორა ვორონცოვზე ქუთაისელების თავკაცის მოსაყვანად წავედით. გზაში მითხრა, -  ჩემგან შორს იარეო. მშრალ ხიდს რომ მივუახლოვდით, კიტოვანის ბიჭები შეგვხვდნენ. ერთი მათგანი ვიცანით - ადრე ზვიადის თAავგამოდებული მხარდამჭერი იყო, მერე კიტოვანთან გადავიდა. მანაც იცნო ავრორა და გვერდში მდგომს გადაულაპარაკა, - ნახე, ბიჭო, ვინ მოდის. აქვე მივბრიდოთო. ეს ავრორამაც გაიგონა, უცებ მომიტრიალდა და დამიყვირა, - რას დამდევ, ქალო, პროვოკატორი ხომ არ ხარო. ჯერ შემეშინდა, მერე მივხვდი, რომ ცდილობდა, ჩემთვის საფრთხე აერიდებინა. მე იქვე გავჩერდი. ნაცნობი სამხედრო თავისას არ იშლიდა. გაანებე თავი, ახლა არ ღირსო, - თქვა იმ ჯგუფიდან ერთ-ერთმა. უცებ საიდანღაც სტვენა გაისმა და რამდენიმე წამში მანქანა მოვარდა. ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ავრორას ხმამ გამომარკვია, - წავიდეთ, გვაგვიანდებაო. გზაში მივხვდი, რომ შიშის გრძნობა აღარ მქონდა, საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობდი... ქუთაისელს  დათქმულ ადგილას შევხვდით და უკან წამოვედით. მე ისევ ფურცელაძის ქუჩაზე დავბრუნდი, ავრორა და ის კაცი მთავრობის სახლისკენ გაემართნენ. როგორც  მერე გავიგეთ, პრეზიდენტს დიდი მადლობა გადაუხდია მხარდაჭერისთვის, თუმცა ხალხის ჩამოსვლაზე უარი უთქვამს, - ზედმეტი მსხვერპლი არ არის საჭიროო".

ანა, თბილისი

რუსთაველზე ომის პარალელურად, ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ პრეზიდენტის მხარდამჭერთაA მიტინგები მიმდინარეობდა. შეკრებილები პოლიციას ხელისუფლების დაცვისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდმოხელეები საქმეში ჩარევას”არც ფიქრობდნენ. თბილისში კარგად იცოდნენ, რომ პოლიციას კიტოვანის გვარდიელები და "მხედრიონი" თვალში არ მოსდიოდა, თუმცა ისიც იცოდნენ, რომ გამსახურდიას ხელისუფლებას დიდი დღე არ ეწერა; ამიტომ  პოლიცია პრეზიდენტის მხარდაჭერას არ ჩქარობდა, რადგან ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მათ საკნების ხეხვა არ ასცდებოდათ. ამ დროს კი, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ამბოხებულები მთავრობის სახლს ვერ იღებდნენ...

"კიტოვანი  პარლამენტის შენობას "ბალვანკებს" ესროდა (ჭურვი, რომელსაც მუხტი მოხსნილი აქვს) - საბრძოლო ჭურვები რომ ვესროლოთ, ჩვენც ავფეთქდებითო. გამსახურდიას შაქარი აქვს, ინერვიულებს და კომაში ჩავარდება, - აცხადებდა ამბოხებული სარდალი. ირაკლი წერეთელი ამ დროს სვანეთშია. "ნაარყალ-ნახინკლარმა" დილით ძლივს გაახილა თვალი, ჩართო ტელევიზორი და საცოდავი შიშველ-გადარეული გურამ პეტრიაშვილი შერჩა ხელში, ჰაუბიცის ბათქაბუთქში გაჰყვიროდა, - "მოგელანდები, თენგიზ სიგუა!!!”თედო პაატაშვილო, შე ნაძირალავ!!! ”ნოდარ ნათაძევ, იარაღს რატომ აგროვებდი "სახალხო ფრონტის" შტაბბინაში", ირაკლი წერეთელო, გაიხსენე ჩვენი ლაპარაკი - გია ჭანტურია ქართველი არასდროს ყოფილა!!!”ირინა სარიშვილო, მოგიწევს სახელის გადაკეთება ირინედ!!!" თავდაპირველად ბრძოლებში ვაჟა ადამიას შენაერთებიც მონაწილეობდნენ, შემდეგ, როგორც თავად ადამია აცხადებდა, მუზეუმების დაცვაზე გადავიდნენ, ბოლოს კი, საერთოდ მიატოვა რუსთაველი და თავის რაზმთან ერთად შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში გამაგრდა."

გიორგი წიქარიშვილი,

"წაგებული მოძრაობის ქრონიკა"

23-24 დეკემბერს მთავრობის სახლში გამაგრებულ პრეზიდენტ გამსახურდიას ამბოხებულებმა თბილისის დატოვება და აჭარაში გამგზავრება შესთავაზეს. მოლაპარაკებას თენგიზ სიგუა წარმართავდა და  გამსახურდიას გარანტიას აძლევდა, რომ პირადად გაჰყვებოდა მას და შვეულმფრენით უსაფრთხოდ ჩაიყვანდა აჭარაში. როგორც ამბოხებულები აცხადებდნენ, პრეზიდენტი ერთხანს თითქოს თანახმაც იყო, თუმცა მერე რატომღაც გადაიფიქრა”- ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არისო. ერთი ვერსიით - გამსახურდია გარემოცვამ დაარწმუნა, რომ მთავრობის სახლს ოპოზიცია ვერ აიღებდა, რუსთაველზე საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვია-წამალი ორივე მხარეს აკლდა. როგორც ამბობენ, რუსეთის სამხედრო ბაზიდან იარაღს მონაცვლეობით ჯერ ოპოზიცია, შემდეგ გამსახურდიას მხარდამჭერები ყიდულობდნენ. კულუარებში ერთ საინტერესო ფაქტზეც საუბრობდნენ: როდესაც პრეზიდენტმა გაიგო, რუსებისგან  იარაღს ამბოხებულებიც ყიდულობენო, საგარეო საქმეთა მინისტრ მურმან ომანიძეს რუსებთან ერთი მილიონი გაატანა, რუსები რომ ამ კონფლიქტში არ ჩარეულიყვნენ, თუმცა ფული რატომღაAც ადრესატამდე ვერ მივიდა და სადღაც ვაკე-საბურთალოს გზაზე დაიკარგა. ომანიძე ამის გამო ბუნკერში ლამის დახვრიტეს კიდეც...

დეკემბრის დღეებში, როდესაც რუსთაველზე  საბრძოლო მოქმედებები არ წყდებოდა, დანარჩენი თბილისი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, საღამოობით კი, რუსთაველზე გამართულ ბათქაბუთქს ათასობით მაყურებელი ჰყავდა, გარეთ დარჩენილი "მხედრიონის" წევრები კი ოპერის ბაღში შიმშილობას აგრძელებდნენ.

"თბილისის ომს მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე მონაწილე. სხვა ნიშნებითაც, ეს იყო უცნაური და განსხვავებული ომი. მახსოვს, ცნობისმოყვარეებს შორის ვიდექი რუსთაველის თეატრის წინ, როცა ვერის მხრიდან  შვეულმფრენი გამოჩნდა, რომელზეც ვეებერთელა ავზი იყო ჩამოკიდებული. ავზი იმხელა იყო, რომ ხალხმა მაშინვე რაღაც სისულელეებზე დაიწყო ლაპარაკი. ვიღაცამ თქვა, - ალბათ ვერელების "ვერტალიოტიაო", ვიღაც იქვე შეეკამათა კიდეც, - “ვერელების კი არა, ჩემი ახლობელი ვაკელების არის და რულთან  ბუბა კიკაბიძე ზისო. შვეულმფრენის შტურვალს ვინ მართავდა, ვერ ვხედავდით, მაგრამ ნათელი იყო, რომ კარგი არაფერი ხდებოდა (ის ავზი პარლამენტსა და პირველი სკოლის შუა ჩამოაგდეს. კიდევ კარგი, რომ არ აფეთქდა, რადგან როგორც მერე გავიგეთ, საწვავით იყო სავსე და პარლამენტის აფეთქებას აპირებდნენ, თუმცა მსხვერპლი უიმისოდაც დიდი იყო, რაც მთავარია, ომი წაგებული ჰქონდა ორივე მხარეს, რადგან შენს ომში ყოველთვის შენ აგებ და არა სხვა, საკუთარ

ქვეყანას ომს ვერასდროს მოუგებ)."

დათო ტურაშვილი, წიგნიდან "იყო და არა იყო რა"

26-27 დეკემბერს პრეზიდენტის გვარდიამ კონტრშეტევის წყალობით  რუსთAაველის გამზირი თითქმის გაათავისუფლა, ამბოხებულთა შტაბი სასტუმრო "თბილისიდან" "იმელის" შენობაში გადავიდა, თბილისის ზღვიდან უკანასკნელი ტყვია-წამალიც ჩამოიტანეს. ცხადი გახდა, რომ დახმარების გარეშე ამბოხება კრახით დამთავდებოდა.

27 დეკემბერს ჯაბა იოსელიანი ციხიდან გამოვიდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)