სამხედრო ამბოხი - კვირის პალიტრა

სამხედრო ამბოხი

(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##16-21)

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საგანგებო რწმუნებული, სამხედრო საბჭოს წევრი ოთარ უბილავა აგრძელებს თხრობას შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის უცნობ დეტალებზე.

"ჩემი მონათხრობის გამო ბოლო დროს მუქარის ზარები გახშირდა. ადრეც მემუქრებოდნენ - როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას კომისიას პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაცვის სამსახურთან დაკავშირებით ჩემი აზრი მოვახსენე, დავასახელე კიდეც დამმუქრებლები. ახლაც ისინი მემუქრებიან.

20 წელი ვდუმდი, როცა გადავწყვიტე თქვენი გაზეთის მეშვეობით საზოგადოებისთვის სიმართლე მეთქვა (ჩემ მიერ მოყვანილ ნებისმიერ ფაქტზე შემიძლია მტკიცებულება წარმოვადგინო), მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა - უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი შეცდომები და მსგავსი რამ საქართველოში არ უნდა განმეორდეს".”

ოთარ უბილავა

1998 წლის აგვისტოს დასაწყისში ვორონეჟში დამიკავშირდნენ, - შენი დახმარება გვჭირდება, სასწრაფოდ მოსკოვში ჩამოდიო. 13 აგვისტოს მოსკოვში ვიყავი. რობერტ პეტრიაშვილის ბინაში დამხვდნენ ჩვენები - თვითმფრინავის ბილეთები მზად არის და ბათუმში უნდა გაფრინდეო. იქ უკვე იმყოფებოდა ზაურ კვარაცხელია. ბათუმში კუტარბას პასპორტით გავფრინდი. თვითმფრინავი რომ აფრინდა, მაშინ დავინახე სალონში საქართველოს დაზვერვის შეფი ავთანდილ იოსელიანი. თავზარი დამეცა... იმ დროს მოსკოვი-ბათუმის რეისის თვითმფრინავები სტავროპოლში ჯდებოდნენ საწვავის შესავსებად. ვიფიქრე, იოსელიანმა მანამდე თუ ვერ შემამჩნია, სტავროპოლში თვითმფრინავს დავტოვებ-მეთქი. თუმცა საწვავის შევსების დროს ეკიპაჟმა გარეთ არავინ გაგვიშვა. საბედნიეროდ, იოსელიანს არ დავუნახავვარ. ბათუმში გასასვლელით სარგებლობა ვერ გავრისკე და აეროპორტის ღობეში გავძვერი, იქიდან ბილიკ-ბილიკ ქალაქში ჩავედი. 23 აგვისტოს ზაურ კვარაცხელიას შევხვდი და ძველი რკინიგზის სადგურის ახლოს, ერთ ფარღალალა სასტუმროში დავბინავდით. 25 აგვისტოს ზაური სენაკში წავიდა. ბათუმსა და სენაკში შექმნილი იყო საკოორდინაციო საბჭო - მაშინ ვფიქრობდით, რომ შევარდნაძის სიკვდილს შეიძლება ხელისუფლების შეცვლა არ მოჰყოლოდა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უნდა გვემუშავა არა ერთი პირის მიმართ ანგარიშსწორების, არამედ სამხედრო ამბოხის გზით. მასში ჩაერთვებოდნენ ყოფილი ეროვნული გვარდია, მოხალისეები და სენაკის სამხედრო ბრიგადა (საამისოდ სამხედროებში კარგი აგიტაცია იყო საჭირო). ეს ძალა საკმარისი იქნებოდა ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად, რასაც შევარდნაძის გადადგომასთან ერთად პოლიტპატიმრების, ყოფილი სამხედროების, უპირველესად გურამ აბსანძისა და ლოთი ქობალიას გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა.

სენაკში, ზარქუების ოჯახში, ზაურ კვარაცხელია და სოსო ჯომიდავა სენაკის სამხედრო ბრიგადის სანდო პირებს, ბრიგადის უფროსის მოადგილეს რეზო ასმავას და აკაკი ელიავას ხვდებოდნენ. რეზო ასმავას საუბრები ჰქონდა შევარდნაძით უკმაყოფილო იმ ოფიცრებთან, რომლებიც ჩიოდნენ, ბრიგადა ჩაუცმელი და მშიერიაო. ჩვენი მეორე ჯგუფი ქუთაისში იყო, მათ მიზანს წარმოადგენდა ამბოხის შემთხვევაში სამტრედია-შორაპნის მიმართულებით გზების დაზვერვა. ამასობაში, ბათუმში ნემო ბურჭულაძე ჩამოვიყვანეთ, ერთ სანდო ოჯახს ჩავაბარეთ და გავაფრთხილეთ, გარეთ არ გამოსულიყო. ყოველ საღამოს მასთან ვიკრიბებოდით და გაწეული სამუშაოს ანგარიშს ვაბარებდით. ღამით ფოსტიდან მოსკოვში ვრეკავდით. გვინდოდა, ჟურნალისტი პაველ ვოშანოვი (ელცინის ყოფილი მრჩეველი) ჩამოგვეყვანა, რათა მსოფლიოს გაეგო, რომ შევარდნაძის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, იქნებ ვინმე დაგვხმარებოდა კიდეც, ვოშანოვს ვერ დავუკავშირდით.

ქუთაისში კიდევ ერთი ბინა ავიღეთ - ჩემი ნათესავის (ჩვენი გეგმების შესახებ არაფერი იცოდა) სახლი სამხედრო ნაწილის გვერდით იყო. ფანჯრებიდან ვუთვალთვალებდით და ნაწილში ნებისმიერი მოძრაობა ჩვენთვის შეუმჩნეველი არ რჩებოდა. შუა სექტემბერში ფოთში წავედით. იქ სამხედრო ნაწილის უფროსი ზურა ირემაძე იყო. ფოთში ირემაძე არ დაგვხვდა. მის მაგივრად მე ვარ, ვიქტორ ჭელიძეო, - გვითხრა ერთმა ოფიცერმა. იქ ზურას სანახავად რამდენიმე დღე ვიარეთ, თან შეფარვით ვათვალიერებდით ნაწილსაც, შეიარაღებასაც და ა.შ. ირემაძე ვერ ვნახეთ.

ამბოხის გეგმაც მომზადდა. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ სამხედრო ოპერაციისთვის აკაკი ელიავას ეხელმძღვანელა. დაიწერა ბრძანება, რომელსაც ხელს ნემო ბურჭულაძე აწერდა. ბრძანების მიხედვით, იმ პირებს, რომლებიც სამხედრო ოპერაციას უხელმძღვანელებდნენ, მაღალი სამხედრო წოდებები მინიჭებოდათ, გენერლის წოდება მიიღეს რეზო ასმავამ და აკაკი ელიავამ, აგრეთვე, ჰენრიხ ლოლუამ (რომელიც გოჩა ბიჭაშვილმა ჩამოიყვანა თბილისიდან). მან ჯერ უარი თქვა წოდებაზე, შემდეგ დათანხმდა და სენაკში გაემგზავრა.

Aამბოხის სამოქმედო გეგმა ასეთი იყო: ამბოხებული ბრიგადა ქუთაისისკენ ორი მიმართულებით - სამტრედიისა და მარტვილი-ხონის გზით დაიძვრებოდა. ხონში სამხედრო ძალა ორად გაიყოფოდა. ერთი ავტოქარხნის მიმართულებით წავიდოდა, მეორე - წყალტუბოდან მოუვლიდა. ამგვარად, ქუთაისში სამი მიმართუUლებით უნდა შევსულიყავით. გარდა ამისა, სამტრედიის მიმართულებაზე თუ სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა საკმარისი იქნებოდა, სამტრედიაში გაიყოფოდა და ერთი ნაწილი ვანისკენ წავიდოდა. ქუთაისში უნდა ჩაგვეტარებინა მიტინგი, გაგვეკეთებინა განცხადება - გადადექით, ბატონო შევარდნაძე! ახალ არჩევნებამდე ახალ ხელისუფლებას ავირჩევთ, დროებით მთავრობას ასლან აბაშიძე უხელმძღვანელებს (თავად აბაშიძე რას ფიქრობდა ამის შესახებ, არ ვიცოდით).

ეს იყო ჩვენი დიდი შეცდომა (ახლა ვხვდები, რა მიამიტები ვიყავით. კიდევ კარგი, რომ მაშინ არ გაგვიმართლა). თბილისისკენ დაძვრა გეგმაში არ შედიოდა და, რაც მთაAვარია, ეს ყველაფერი ტყვიის გავარდნის გარეშე უნდა მომხდარიყო. სამოქალაქო ომის მწარე გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ქართველისთვის არ უნდა გვესროლა.

ვხვდებოდი, რომ 10-15-კაციანი საბჭო ამხელა დავალებას თავს ვერ გაართმევდა. ამბოხის გეგმას თავიდანვე ეჭვით უყურებდა გურამ ლაკიაც, ამიტომ ის მოსკოვში დარჩა. ქუთაისში რომ შეხვალთ, მაშინ ჩამოვალო, - მითხრა. სენაკის შეხვედრებზე მე არ დავდიოდი - არც არავინ მეძახდა. სექტემბრის ბოლოს წავედი ზესტაფონში, იქიდან ხაშურში - იქნებ კიდევ ვინმე დაგვეთანხმებინა ოპერაციაში მონაწილეობაზე. რუის-ურბნისის ეპარქიაშიც ვიყავი, მეუფე იობის ნახვა მინდოდა. არ დამხვდა. ვილოცე ეკლესიაში და უკან დავბრუნდი. ზესტაფონში გავიგე, ზურა ირემაძე კიევში ყოფილა და უთქვამს, - ამბოხს ხელს არ შევუშლიო. იმედი არ მქონდა, რომ ირემაძე შევარდნაძეს უღალატებდა, მაგრამ კიევში მაინც დავრეკე. დამიდასტურეს, - ზურა კიევშიაო, თუმცა თავად არ დამელაპარაკა. ერთი თანამებრძოლი ბათუUმში გავუშვი ჩემს მეუღლესთან. თან წერილი გავატანე, რომელიც რუსულად უნდა დაებეჭდა და ზუგდიდში, რუსი სამშვიდობო ძალებისთვის გადაეცა. წერილში რუსებს სამხედრო ამბოხის შემთხვევაში ნეიტრალური პოზიციის დაკავებას ვთხოვდით.

13 ოქტომბერს კაცი გავუშვით გორში.  დაგვპირდნენ, სამაჩაბლოდან ხელს შეგაშველებთო. მე ზესტაფონიდან თერჯოლის გადასახვევზე წავედი. იქაურობა მოვათვალიერე, რათა საჭიროების შემთხვევაში შემოვლითი გზები გადაგვეკეტა, იქიდან შორაპანში ერთ მემანქანეს ვესტუმრე - სანდო კაცი იყო. ამბოხის შემთხვევაში თუ დაგვეხმარები-მეთქი. დიდხანს არც უფიქრია, - კიო. ვიცოდი, რომ მუხლუხა ტრანსპორტს (ტანკებს, მძიმე ტექნიკას) ხელისუფლება ასფალტზე ვერ წაიყვანდა, მათ აქ რკინიგზით ჩამოიყვანდნენ. თუ ჩვენ წიფაში ეშელონს გავაჩერებდით, მაშინ დაგვჭირდებოდა მემანქანე, რომელიც ამ ეშელონს უკვე ჩვენ წამოგვიყვანდა. ჩემი ნაცნობი სიხარულით დამთანხმდა. გამაფრთხილა, - ერთი დღით ადრე მაცნობეთ, რომ მზად ვიყოო. ამასობაში გორიდან კაცი დაბრუნდა დანაპირებით, თუმცა ვიცოდი, რომ იქიდან არავინ დაგვეხმარებოდა.

14 ოქტომბრის საღაAმოს ზაურ კვარაცხელიამ მომაკითხა ქუთAაისში - აქ უნდა დარჩე, გვჭირდებიო. დავთანხმდი, თუმცა დავეჭვდი, - ვინ მიხედავდა იმ ხალხს, რომლებსაც რიკოთის უღელტეხილზე ამბოხის დღეს გზა უნდა ჩაეხერგათ და სამთაAვრობო ძალები 2-3 საათით გაეჩერებინათ? ისინი უცხოს არ მიიღებდნენ. იმავე დღეს საკოორდინაციო საბჭო ქუთაისში გადმოვიდა. აAმბოხს 15 ოქტომბერს, გამთენიისას ელოდნენ, მაგრამ გადაიდო. როგორც აღმოჩნდა,  ელიავამ და რეზო ასმავამ ვერ მოილაპარაკეს სამხედროებთან. გაჩნდა შიში, რომ ოპერაცია შეიძლებოდა ჩავარდნილიყო. საქმის გასარკვევად სენაკში წავედი. იქ დამაიმედეს, - ყველაფერი კარგად არისო. ამბოხი 16-ში, ალიონზე იყო დაგეგმილი. 15-ში ქუთაისში გვიან ღამით გამოვედი გარეთ. ერთი ბინა პროკურატურის წინ გვქონდა აღებული. პროკურატურასთან სიმშვიდე იყო, ზაურ უჩაძეს გავუარე. შინ არ დამხვდა, ქუთAაისის სამხედრო ნაწილშიც ჩამიჩუმი არ ისმოდა, არც ნემო ბურჭულაძესთან იყო კაცის ჭაჭანება. არადა, ამ დროს სენაკში ბრიგადებს მოქმედება უნდა დაეწყოთ. არ ვიცოდი, რა ხდებოდა იქ. ეჭვი გამიჩნდა, რომ ამბოხი კიდევ გადაიდო. დილით ორი კაცი გავუშვი სენაკში. ამბავი ჩამომიტანეს, - კაკო ელიავას უცდიან და ამიტომ დაიგვიანესო. ისევ გადაიდო...

18 ოქტომბერს ზუგდიდში რუს სამშვიდობოებს ჩვენი წერილი გადასცეს. 19-ში ღამე, 2.45 საათზე, სენაკის ბრიგადამ მოქმედება დაიწყო, 5 წუთში დავუკავშირდი ზესტაფონს, რაც იმის ნიშანი იყო, რომ სამხედრო ნაწილის განიარაღება უნდა დაეწყოთ. ამასობაში დამირეკა ზაურ კვარაცხელიამ და მკითხა, - რას აკეთებენ ქუთაისის სამხედრო ნაწილშიო. მივხვდი, ამ ნაწილის იმედი არ უნდა გვქონოდა. დილის 5.20 საათზე კვარაცხელიამ ისევ დამირეკა. ხმაზე მივხვდი, რომ ტანკში იჯდა. სიტყვასიტყვით ასე მითხრა: გზაზე კამეჩებს გადავეყარეთ, მანქანა დაგვიზიანა, ცოტა ღვინო დავლიეთ, დაგვაკლდა და ახლა სანათესავოში უნდა გავიაროთ, რომ დავიმატოთ, ამიტომ პატარძალს აგვიანდებაო. ეს იმას ნიშნავდა, რომ სამხედრო ტექნიკას საწვავი გაუთავდა და შესავსებად უნდა გადაეხვიათ. პატარძალი - სამხედრო ბრიგადა იყო (ტანკებიდან საწვავი წინა ღAამით ვიღაცამ შეგნებულად ამოიღო). 6.00-ზე კავშირი გაწყდა, არაფერი ვიცოდი. გავიარე პროკურატურის წინ. შუქი უკვე ენთო და ხალხი გამალებული დარბოდა აქეთ-იქით. აAნალოგიური სიტუაცია იყო თემურ შაშიაშვილის სახლთან და კომენდატურასთან. ცხადი იყო, რომ მომხდარის შესახებ უკვე იცოდნენ. საქმეს ამბოხებულ ბრიგადასთან კავშირის უქონლობაც ართულებდა.

ზესტაფონში მხოლოდ 4 კაცი მისულა. ერთი პატარა ნაწილი იყო, დაახლოებით 15-20 კაცი. იქიდან 5 ავტომატი წამოუღიათ, სამხედროები შეუშინებიათ და წამოსულან. ავტომატები სასაფლაოზე გადაუმალავთ და თვითონ სადღაც წასულან. ავტომატები მოგვიანებით პოლიციამ ამოიღო... ჩავარდა რიკოთის მიმართულებაც, არც მანქანები გაუჩერებიათ და არც მატარებლები. საინტერესოა ის, რომ სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონი თავად მატარებელში მყოფმა სამხედროებმა გააჩერეს წიფაში - ქართველებს არ ვესვრითო. მთელი ღამე წიფაში იდგნენ.

დDილის 7 საათზე ჩავარდნილი ოპერაცია ტელევიზიამ გააშუქა და ამბოხებად მონათლა. ქუთაისში აივნიდან ვუყურებდი, როგორ შემოვიდნენ სამთავრობო ჯარების ნაწილები. არადა, ჩვენ უნდა შემოვსულიყავით. ხალხი ქუჩებში გაოცებული შეჰყურებდა ტექნიკას, არავინ კითხულობდა, სად მიდიოდნენ. წავედი წყალტუბოსკენ, სადაც იმ დროისთვის ჩვენი ძალები უნდა ყოფილიყვნენ. რომ მივედი, დავინახე - ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული შევარდნაძის სამხედროები იყვნენ ჩასაფრებული.

...სენაკიდან წამოსულმა ბრიგადამ საწვავი შეივსო და გუბისწყალს მიადგა. მეორე მხარეს მათ ხელისუფლების ჯარები დახვდნენ. ტყვიის გავარდნას აღარაფერი აკლდა. სოსო ჯომიდავას ჯგუფი, რომელიც სამტრედიის მიმართულებით მოდიოდა, კოპიტნარამდე მივიდა და იქ გაჩერდა, ცოტაც რომ გაევლოთ, ტრაგედია დატრიალდებოდა - მათ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებით შეიარაღებული ჩასაფრება ელოდათ. ელიავასთან მოლაპარაკებას ჯემალ გახოკიძე აწარმოებდა (გახოკიძე ორი წელი მდარაჯობდა ჩემი შვილის საფლავთან - ერთხელ მაინც მოვაო, ფიქრობდა). მასთან ერთად უშიშროების  ჩინოსნები და თემურ შაშიაშვილიც დავინახე, ზაურ კვარაცხელიაც იქ იყო, თუმცა მოლაპარაკებებში არ ერეოდა.

აAმბოხებულმა სენაკის ბრიგადამ უკან დაიხია და ბაზაში დაბრუნდა. ელიავამ თანამოაზრეთა 50-კაციანი ჯგუფი გაიყოლა და სოფელ ეკს შეაფარა თავი. ჩვენ კი, პირველი, ვინც უნდა გადაგვემალა, ნემო იყო და მისი წაყვანა რაჭაში გოჩა ბიჭაშვილს დაევალა. მე, სოსო ჯომიდავა და ზაურ კვარაცხელია ბათუმში დავბრუნდით. რეზო ასმავა დაგვეკარგა.  ცხადია, სამხედრო ბაზაში ვერ დაბრუნდებოდა. კაცი გავგზავნეთ მოსაძებნად. ბოლოს, ისიც ბათუმში ჩამოვიყვანეთ. სენაკის ბრიგადის სამხედროებიდან 100 კაცი დააპატიმრეს, თუმცა ახალი ჯანყის შიშით მალე გაათავისუფლეს...

ისევ ამბოხზე დავიწყეთ ფიქრი. გადავწყვიტეთ, ამჯერად პროცესში ასლან აბაშიძე ჩაგვერთო. დიდხანს ამაოდ ვცდილობდით აბაშიძესთან დაკავშირებას. იმხანად აბაშიძე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და დასაყრდენ ძალებს ეძებდა. თავისი ხალხი კაკო ელიავასთანაც გაგზავნა, ტყეში, მოსალაპარაკებლად, ეტყობა, ამოწმებდა, რა ძალის პატრონები ვიყავით, პარალელურად გუჯარ ყურაშვილთან გავგზავნეთ კაცი. დაგვპირდა, ზურა ირემაძეს შეგახვედრებთ და იგორ გიორგაძესთან მისასვლელ გზას მოვნახავო. 1999 წლის ზამთარში ყურაშვილი და ირემაძე ბათუმში ჩამოვიდნენ და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შემოგვთავაზეს, - ევგენი პრიმაკოვს დაუკავშირდით და ბალაშიხაში რომ ამზადებენ, ის 100-კაციანი სპეცრაზმი სთხოვეთ (პრიმაკოვი და როგოზინი ხშირად ხვდებოდნენ ქართველებს დახურულ რესტორნებში, ის შევარდნაძის მოწინააღმდეგედ ითვლებოდა), შემდეგ კი 1000 კაცის სამყოფი პროდუქტი და საწვავი მოიმარაგეთო.

მხოლოდ იგორ გიორგაძესთან მოლაპარაკებას დავთანხმდით (ის რუსებთან ურთიერთობისთვის გვჭირდებოდა. ნეიტრალურობა რომ შეენარჩუნებინათ, საქმეში მისი ჩართვა არც გვიფიქრია). გვითხრეს, რომ იგორი სირიაშია და მასთან შეხვედრა გაგვიჭირდებოდა. ასლან აბაშიძესთან მისვლა მუხრან მაჭავარიანს ვთხოვეთ, მას ასლანისთვის ულტიმატუმი უნდა წაეყენებინა - შევარდნაძის ჩამოსაგდებად დაგვიდგებოდა თუ არა გვერდში. ასლანმა პასუხს თავი აარიდა, თუმცა მუხრანს თანამშრომლობა და მისი ბლოკის სახელით არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა. წინასაარჩევნოდ ტელევიზიით გენერალური პროკურორი ჯამლეთ ბაბილაშვილი გამოვიდა - ჩვენ სისხლის ღვრას ვერიდებით, თორემ აკაკი ელიავას  და მისი ოცი თანამოაზრის ადგილსამყოფელი ვიცითო. აბაშიძემ რომ გაიგო, ელიავას მხოლოდ 20 კაცი ჰყავსო, ჩვენკენ არც გამოუხედავს. 1999 წლის აგვისტოში კაკო ელიავასთან ტყეში გავედით და ერთი წელი დავყავით. მისი სიკვდილის შემდეგ ბრძოლაზე ხელი სამუდამოდ ავიღეთ...