თურქული ნაგავსაყრელის ქართველი მონები
10-01-2013
თურქული ნაგავსაყრელის ქართველი მონები
"გამთენიისას, როდესაც მოლა ლოცვად მოხმობას დაამთავრებს, ეზოს რკინის დიდი ჭიშკარიც იღება და გამოვდივართ ნახევრად მშიერი და გადაქანცული ადამიანები, სრულ სიჩუმეში მხოლოდ ყრუ ხველას თუ გაიგონებთ, რადგან ყოველი მეორე უკვე დაავადებულია. მეორე შენობაში მისვლისას ასევე უხმაუროდ ვიცმევთ კაშკაშა წითელ ჟილეტებს და უხმოდ ველოდებით მორიგი კარის გაღებას. ცოტა ხანში თურქი მორიგე დამტვრეული ქართულით გადმოგვძახებს, - შაითანებო, არაფერი მოიპაროთო და კარებიც გაიღება... ბინდში მხოლოდ ნაგვის დიდი მთები მოჩანს... ასე იწყება ჩვენი, ქართველების, სამუშაო
დღე ანკარის ნაგავსაყრელზე..."

დიანა, 27 წლის

რეზო:

- ვინ თქვა, რომ არ არსებობს ამ ქვეყნიური ჯოჯოხეთი? ეს სწორედ ანკარის ნაგავსაყრელია... აქ 20-მდე ქართველი 4 უზბეკი და სამი უკრაინელი მუშაობს მონებად, გათენებიდან გვიან ღამემდე ვიქექებოდით ნაგვის გროვაში, ვახარისხებდით ნარჩენებს, სამრეწველო ნარჩენებს ცალკე ვაწყობდით, საყოფაცხოვრებოს - ცალკე,
ტანსაცმლისთვის კიდევ ცალკე ადგილი იყო გამოყოფილი.

იმ ადგილებში, სადაც ვიქექებოდით, სავალდებულო იყო წითელი ალამი აღგვემართა, რადგან ნაგვის კოვშიან მანქანებს შიგ არ შევეყოლებინეთ.
ვმუშაობდით ყოველგვარი დაცვის გარეშე, შიშველი ხელებით, ისეთი საშინელი სუნი დგას, სუნთქვაც არ გინდა ადამიანს... რას აღარ გადავყრილვართ. მახსოვს, ჩემს ახლოს ნათელა დეიდას ადგილი იყო. მოულოდნელად მისი კივილი შემომესმა, მივედი. ნათელა დეიდა გულწასული დამხვდა. იქვე ადამიანის მოჭრილი ხელი ეგდო, თითზე ძვირფასი ბეჭედი ეკეთა. თურქებს რომ გავაგებინეთ, ვაი-ვიშით მოცვივდნენ, ბუტბუტებდნენ რაღაც, მეორე დღეს ჟანდარმები მოვიდნენ, ხელი ვერცხლისფერ ცელოფანში გაახვიეს და სადღაც წავიდნენ. ცოტა ხანში ჩვენი პატრონი მოვიდა და მოგვთხოვა, იქაურობა კარგად გადაგვექექა - იქნებ მკვდრის სხვა ნაწილებიც იპოვოთო. ამის გაგონებაზე სიმწრით კბილების ღრჭიალი დავიწყე, მაგრამ როდესაც დილიდან საღამომდე ნაგავში იქექები, ღისებაზე არც უნდა ილაპარაკო.

ადგილი, სადაც თავს ვაფარებდით, ნაგავსაყრელის ახლოს, 300 - ოდე მეტრშია, რკინისმესრიანი დიდი ეზოთი. ერთი გრძელი შენობაა, ოთახებად გადატიხრული. ზამთარში ისე ცივა, ტანსაცმელს ვერ ვიხდით და ხშირად სწორედ იმ ტანსაცმლით ვიძინებდით, ნაგავსაყრელზე რომ გვეცვა.
ახლი მისული ვიყავი და ერთ საღამოს ჩვენების გასახალისებლად სტამბოლში მეჩეთში ნამღერი მრავალჟამიერის შესახებ მოვყევი. ყურადღებით მისმენდნენ, მაგრამ ვატყობდი, რომ არ დაიჯერეს, თუმცა მეორე თუ მესამე დღეს, როცა ერთ ქალს მორიგემ ნაგვიდან წამოღებული ხელსაწმენდის ორი შეკვრა უპოვა და ჩხუბი დაუწყო, ამ ქალმა - ხმა გაიკმინდე, თქვენ არ იყავით, ქართველებმა შუაგულ სტამბულში, მეჩეთში მრავალჟამიერი რომ გიმღერეთო და თან ფეხებში მიუყარა ხელსაწმენდები. ისე გულიანად თქვა, რომ ყველას ერთბაშად სიცილი აგვიტყდა, ეს მაშინ, როდესაც ბეჩავი ყოფისგან გაღიმებულს ვერავის ნახავთ.
წამოსვლას ბევრი ვნატრობდით, მაგრან საბუთები არცერთს არ გვქონდა, ზოგი იქ თვეობით იყო, შესაბამისად, სავიზო რეჟიმიც დაღვეული გვქონდა. პატრონები გვაშინებდნენ, - ჟანდარმერიას გადაგცემთო. თურქეთის ციხეზე მაშინ გაუგონარ ამბებს ყვებოდნენ, არადა ამ ნაგავსაყრელზე საშინელი რა უნდა ყოფილიყო.

ერთ დღესაც იქ ერთი ქართველი კაცი მოვიდა. ეტყობა, ბიზნესმენი იყო. გაუგია ჩვენი ყოფის შესახებ. გიორგი დამიძახეთო, გვითხრა. რამდენიმე დღე დადიოდა ჩვენს მეპატრონეებთან და მერე გვითხრა, - ვისაც გინდათ, შეგიძლიათ წახვიდეთ, მე დაგეხმარებითო. წამოსვლა ბევრს უნდოდა, მაგრამ ეშონოდათ, რადგან თურქები ჩუმად ემუქრებოდნენ, - თუ წახვალთ, პრობლემებს შეგიქმნითო. რამდენიმე კაცი წამოვედით... იმ გიორგიმ ცოტაოდენი ფული მოგვცა და ვისაც თურქეთში დარჩენა გვინდოდა, უკეთესი სამსახურიც გვიშოვა. მე მებაღედ დავიწყე მუშაობადღემდე ამ სამუშაოს ვადგავარ; თუმცა, როცა შარშან თურქეთმა სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, ყველაზე ცუდ დღეში ლუკმა პურის საშოვნელად წასული ქართველები აღმოვჩნდით, სამთვიანი ვადა რომ გაგვივა, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, სავიზო რეჟიმი რომ არ დავარღვიოთ. აქ ჩამოსულთ სამი თვე უკან დაბრუნება არ შეგვიძლია. ამ სამ თვეს სიმწრით ნაშოვნ სამსახურს ვინ შეგინახავს? მეპატრონეებმა რომ სპეციალური საბუთი გაგიკეთონ (თურქეთში მუშაობის უფლება, - ავტ.) დაახლოებით 800 ლირა უნდა გადაიხადონ, ამიტომ არ უღირთ თავის შეწუხება. ბევრ ჩემნაირს სამსახურის დაკარგვას ურჩევნია, აერთოდ აღარ გადმოვიდეს საზღვარზე და დარჩეს იქ ბედის ანაბარად. ასეთების ადგილი კი ჩემსავით ნაგავსაყრელებზეა ალბათ."

დიანა:

- ჩემი გზა ანკარის ნაგავსაყრელამდე ერთობ საინტერესო იყო. თეატრალური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ თუ პატრონი არ გყავს, ნიჭი ვერაფერს გიშველის.. როდესაც ჩემი ქმარი სამსახურიდან დაითხოვეს (ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუციაში მუშაობდა), იძულებულები გავხდით, სამუშაოდ თურქეთში წავსულიყავით, თავიდან ანთალიაში ერთ-ერთ სასტუმროში ანიმატორად მოვეწყვე, მეუღლე - ადმინისტრატორად (ინგლისური იცის კარგად). თვეში 700 დოლარს მიხდიდნენ, ძალიან მძიმე სამუშაო მქონდა - ჩვენ ბავშვების და სტუმრების გართობა გვევლებოდა. შუადღემდე აუზთან ვიდექი და დამსვენებლების გართობას მანჭვა-გრეხით ვცდილობდი. რამდენჯერმე ხელი მკრეს და აუზშიც ჩამაგდეს, თუმცა გაბრაზება არ შეიძლება, მუდმივად ღიმილით უნდა დაგთამაშებდეს პირზე, მაგრამ ამ დროს გულში რა ხდება, მხოლოდ შენ იცი!.. მახსოვს, ერთ საღამოს არაბი დამსვენებლები ისხდნენ ბაღში. ისეთი დაღლილი ვიყავი. ძლივს მივლასლასებდი. გამაჩერეს, დამაყენეს და შამპანურით გამწუწეს, თავი ისე დამცირებულად ვიგრძენი, რომ ისტერიული ტირილი ამივარდა. ამ ამბავს ჩემი ქმარიც შეესწრო. ატირებული რომ დამინახა, გამწარებულმა ვეღარ მოითმინა და ჩხუბი ატეხა. აყალმაყალზე სასტუმროს დაცვა გამოვარდა და ქმარი მაგრად გამილახეს. მეორე დღეს სასტუმროდანაც გამოგვყარეს, თან ისე, რომ ორი თვის ხელფასი არ მოგვცეს. რის ვაივაგლახით ანკარამდე ჩამოვაღწიეთ. იქ სადგურში ვინმე მარინას მივაკითხეთ - დასაქმების ბიურო ჰქონდა გახსნილი. შიგადაშიგ მკითხაობდა კიდეც. სხვათა შორის, ძალიან ბევრი თურქი დადიოდა მასთან, სახელი ჰქონდა გავარდნილი. მკითხაობის შემდეგ რაღაც ამულეტებს უმზადებდა კლიენტებს და არწმუნებდა, სამკურნალოა და თან ავი თვალისგან დაგიცავთო. ერთხელ გამოგვიტყდა, ამულეტებში "მამაო ჩვენოს" ვაკერებ, ეგრე უნდათ მაგ თახსირ თურქებსო. მასთან ვიზიტი 50 ლირა ღირდა, ამულეტი - 30. კაი ფულს შოულობდა, კაცებს ძირითადად ყურძნის საკრეფად უშვებდა, ქალებს - მოსამსახურედ ოჯახებში. მე ერთ ოჯახში მოვხვდი, მოხუცებს ვუვლიდი. შვილიშვილი ჰყავდათ, ჟურნალისტი იყო. დედამისმა მის ოთახში შესვლა ამიკრძალა, - გურჯები წესიერები არ ხართო, მეკრძალებოდა ყავის დალევა, დღეში მხოლოდ ერთხელ უნდა მეჭამა. ერთხელ, შუაღამისას, სამზარეულოში ყავა ავიდუღე და შევამჩნიე, რომ მოხუცი მითვალთვალებდა. დილით გამომიცხადეს, - რახან ბრძანებებს არ ემორჩილები, ნახევარი თვის ხელფასი უნდა დაგიკავოთო. სამი თვე როგორღაც გავძელი, მერე წამოსვლა დავაპირე, მაგრამ პატრონმა პასპორტი არ დამიბრუნა. რომ გავჯიუტდი, მითხრა, თუ წახვალ, ჟანდარმერიაში განვაცხადებ, რომ გამქურდეო, თან დაამატა, - ვნახავთ, ვის დაუჯერებენო. ერთი თვის შემდეგ მაინც გამოვიპარე უპასპორტოდ, უფულოდ, ორი დღე სადგურში გავათენე, არ ვიცოდი, ჩემი ქმარი სად იყო... შემდეგ კი აქ, ნაგავსაყრელზე მოვხვდი...


ნინო ბურჭულაძე (სპეციალურად საიტისთვის)
Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

dRemde am samuSaos vadgavar; Tumca, roca SarSan TurqeTma savizo reJimi gaamkacra, yvelaze cud dReSi lukma puris saSovnelad wasuli qarTvelebi aRmovCndiT, samTviani vada rom gagviva, aucileblad unda davbrundeT samSobloSi, savizo reJimi rom ar davarRvioT. aq CamosulT sami Tve ukan dabruneba ar SegviZlia. am sam Tves simwriT naSovn samsaxurs vin Seginaxavs? mepatroneebma rom specialuri sabuTi gagikeTon (TurqeTSi muSaobis ufleba, - avt.) daaxloebiT 800 lira unda gadaixadon, amitom ar uRirT Tavis Sewuxeba. bevr Cemnairs samsaxuris dakargvas urCevnia, aerTod aRar gadmovides sazRvarze da darCes iq bedis anabarad. aseTebis adgili ki CemsaviT nagavsayrelebzea albaT."

diana: - Cemi gza ankaris nagavsayrelamde erTob saintereso iyo. Teatraluri instituti maqvs damTavrebuli, magram Tu patroni ar gyavs, niWi verafers giSvelis.. rodesac Cemi qmari samsaxuridan daiTxoves (erT-erTi kompaniis distribuciaSi muSaobda), iZulebulebi gavxdiT, samuSaod TurqeTSi wavsuliyaviT, Tavidan anTaliaSi erT-erT sastumroSi animatorad movewyve, meuRle - administratorad (inglisuri icis kargad). TveSi 700 dolars mixdidnen, Zalian mZime samuSao mqonda - Cven bavSvebis da stumrebis garToba gvevleboda. SuadRemde auzTan videqi da damsveneblebis garTobas manWva-grexiT vcdilobdi. ramdenjerme xeli mkres da auzSic Camagdes, Tumca gabrazeba ar SeiZleba, mudmivad RimiliT unda dagTamaSebdes pirze, magram am dros gulSi ra xdeba, mxolod Sen ici!.. maxsovs, erT saRamos arabi damsveneblebi isxdnen baRSi. iseTi daRlili viyavi. Zlivs mivlaslasebdi. gamaCeres, damayenes da SampanuriT gamwuwes, Tavi ise damcirebulad vigrZeni, rom isteriuli tirili amivarda. am ambavs Cemi qmaric Seeswro. atirebuli rom daminaxa, gamwarebulma veRar moiTmina da Cxubi atexa. ayalmayalze sastumros dacva gamovarda da qmari magrad gamilaxes. meore dRes sastumrodanac gamogvyares, Tan ise, rom ori Tvis xelfasi ar mogvces. ris vaivaglaxiT ankaramde CamovaRwieT. iq sadgurSi vinme marinas mivakiTxeT - dasaqmebis biuro hqonda gaxsnili. SigadaSig mkiTxaobda kidec. sxvaTa Soris, Zalian bevri Turqi dadioda masTan, saxeli hqonda gavardnili. mkiTxaobis Semdeg raRac amuletebs umzadebda klientebs da arwmunebda, samkurnaloa da Tan avi Tvalisgan dagicavTo. erTxel gamogvityda, amuletebSi "mamao Cvenos" vakereb, egre undaT mag Taxsir Turqebso. masTan viziti 50 lira Rirda, amuleti - 30. kai fuls Soulobda, kacebs ZiriTadad yurZnis sakrefad uSvebda, qalebs - mosamsaxured ojaxebSi. me erT ojaxSi movxvdi, moxucebs vuvlidi. SviliSvili hyavdaT, Jurnalisti iyo. dedamisma mis oTaxSi Sesvla amikrZala, - gurjebi wesierebi ar xarTo, mekrZaleboda yavis daleva, dReSi mxolod erTxel unda meWama. erTxel, SuaRamisas, samzareuloSi yava aviduRe da SevamCnie, rom moxuci miTvalTvalebda. diliT gamomicxades, - raxan brZanebebs ar emorCilebi, naxevari Tvis xelfasi unda dagikavoTo. sami Tve rogorRac gavZeli, mere wamosvla davapire, magram patronma pasporti ar damibruna. rom gavjiutdi, miTxra, Tu waxval, JandarmeriaSi ganvacxadeb, rom gamqurdeo, Tan daamata, - vnaxavT, vis daujerebeno. erTi Tvis Semdeg mainc gamovipare upasportod, ufulod, ori dRe sadgurSi gavaTene, ar vicodi, Cemi qmari sad iyo... Semdeg ki aq, nagavsayrelze movxvdi...

irma
10 აპრილი 2018 14:20
რა სისულელეა ეგრე ბრმად არ უნდა წახვიდე ტორე ყველგან სჰეგეკმნება პრობლემა.აკ სულაზ სჰიმსჰილიტ მოკვდები კარტველები რა არ ამუსჰავებენ ვირივიტ ხალხს 11 საატამდე 15 ლარზე?იკ ანაზგაურება მაინცაა ნორმანული
mari
03 სექტემბერი 2017 17:33
ასე რატო იტანჯავენ ტავებს , არ ურცევნიაატ ტბილისის ქუცჰები დაგავონ და 400 ლარი ქონდეეტ? ვიდრე დაავადდნენ და გასაცოდავდნენ, ტან მონებივიტ ექცევიან სადისტი ამოსაბუგი ტურქებიიი? შენს სამშობლოში იქნები, განა რამდენს უხდიაან? ან ის დიანა კიდევ ზიზად იმუშავე რა არ გეკადრებაატ? მაგ ტანჯვას და მონობას , ტბილისში არ არსებობს ქალმა სამსახური რომ ვერ იშოვოს , შენს ქვეყანაში მონატ მაინც არ იგრზნობ ტავს ,
გიორგი
27 ნოემბერი 2016 14:48
ეს სიმართლეა ასე ხდება

რედაქტორის რჩევით