პლეხანოველი ნარკომანის აღსარება - ჰეროინიდან ”კრაკადილამდე”
13-04-2013
პლეხანოველი ნარკომანის აღსარება - ჰეროინიდან ”კრაკადილამდე”
გიორგი, 29 წლის:

"თბილისელი ბიჭი ვარ, სვანეთის უბნელი, პირველად მარიხუანა რომ გავსინჯე, 8 წლის ვიყავი, ჩემს მეზობელს ჰქონდა ეზოში დათესილი და ხშირად ვხედავდი "მოსავლის" მოლოდინში ბაღში მოტრიალე უფროსებს ცნობისმოყვარეობა მკლავდა.. ამიტომ ერთ საღამოს ეზოში შევიპარე.. საშრობზე დაყრილი "პლანის" ფოთლები საგულადაგულოდ ჯიბეში შენახულ გაზეთის ნაგლეჯში გადავახვიე და მოვუკიდე,, მახსოვს ხარბად და შიშის ფეთებით ვეწეოდი,,რომ არავის დავენახე, იმ იმ საღამოს უკვე დიდ ბიჭად ვიგრძენი თავი, სკოლის ეზოში კლასელი ბიჭები ჩუმჩუმად სიგარეტს რომ
ეწეოდნენ ეწეოდნენ, მე "პლანს" ვეტანებოდი..

1997 წელს ჩემი ოჯახი გერმანიაში წავიდა, ლტოლვილის სტატუსი მივიღეთ და ნიუმბერგთან ახლოს პატარა დაბაში ვცხოვრობდით... იქ მყოფი ქართველების უმრავლესობა ",,წამალზე" იჯდა, მე ისევ მარიხუანას ვეწეოდი, თუმცა ერთხელ როდესაც მარიხუანა ვერ ვიშოვე, ბიჭებმა მითხრეს, მაგარ რამეს გასწავლითო, და ყაყაჩოს ხარშვა მასწავლეს,
თავად ვენაში იკეთებდნენ, მე ვსვამდი. მალე დაბაში ჰეროინის ყველა ბარიგას ვიცნობდი, წამლის მოსატანად მე მგზავნიდნენ ხოლმე
, ალბათ იმიტომ რომ გერმანული ვიცოდი და თან 13 წლის ბავშვზე ეჭვს ვინ მიიტანდა, ერთ საღამოს ჰეროინის მოსატანად წავედით მე და ჩემი მეგობარი მახო, შავკანიან "ბარიგასთან" სახლში რომ ავედით, აბაზანაში იყო, ბანაობდა, მახო ტელევიზორს მიუჯდა მე საპირფარეშოში შევედი, სანთებელა დამივარდა, ასაღებად რომ დავიხარე შევამჩნიე, რომ უნიტაზზე ქვემოთ, ორი პარკში შეხვეული რაღაც იყო "სკოჩით" შემოკრული, ცნობისმოყვარეობამ მძლია და მოვხსენი, ოთახში გამოსვლისას ერთი გავხსენი თეთრი ფხვნილი გადმოიყარა,, მახოს დავუყვირე, მოდი, ნახე ეს რა არის მეთქი, მახომ რომ შეხედა, გამომართვა და მითხრა, ჰეროინია, დავითესოთო, იქნებოდა 100 გრამამდე. მე ვუთხარი მეორეც მაქვს მეთქი,, ძირს რომ ჩამოვედით ბარიგამ რაღაც გადმოიძახა და უცებ მთელი საერთო საცხოვრებელი ჩვენ დაგვედევნა, მანქანამდე ძლივს მივაღწიეთ. მერე ერთი კვირა შიშით სახლიდან გარეთ ვერ გამოვდიოდი. " ბარიგის" გადაგდებას იქ არავის პატიობენ, იმდენად დიდ ბიჭად მომქონდა თავი, რომ მარიხუანის შესაძენად საფრანგეთში სტრასბურგში ჩავედი, იქ ჩვენებური ბიჭები დამხვდნენ და ქალაქის ცენტრში მოედანზე გავედით, უამრავი ბარიგა ირეოდა,ძირითადად არაბები და შავკანიანები იყვნენ, ერთ- ერთთან მივედი და გატეხილი ფრანგულით ვუხსნიდი რა მინდოდა, მოულოდნელად შემომეხვივნენ დანარჩენებიც და ერთმანეთს საუბარს არ აცლიდნენ, მანიშნებდნენ, ჩემი საქონელი უკეთესიაო და ა შ, ერთი ე.წ. ჩხირი 10 მარკა ღირდა, 700 მარკის პლანი ვიყიდე, ფული ბევრი არ მქონდა ამიტომ ბარიგას ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი და ნაჩუქარი ძვირადღირებული ოქროს სამაჯური დავუტოვე, გერმანიიდან სტრასბურგში 8 საათში, ჩავედი, იქიდან კი ისეთი დაბოლილი მოვდიოდი სახლამდე მისვლას სამი დღე მოვუნდი, სახლში მისვლისას ჩამეძინა, დედაჩემმა შემთხვევით ქურთუკის ჯიბეში ნაყიდი მიპოვა და რომ გავიღვიძე ერთი ამბავი დამაღწია, რატომ გაქვსო, ძალიან ნერვიულობდა, რომ ვერ დავამშვიდე, ბოლოს ვუთხარი, ბიჭებისთვის გამომატანეს საფრანგეთიდან მეთქი, ჩვენს მეზობლად ერთი შავკანიანი ქალი ცხოვრობდა, მუდმივად კაიფში დადიოდა და სულ მიკვირდა, რას შოულობდა ასეთს, ერთ დილას თვალი ჩამიკრა, საღამოთი შემომიარეო, როცა ვესტუმრე გაკვირვებული დავრჩი, ლტოლვილის კვალობაზე კომფორტულად ცხოვრობდა, მცირე ხნიანი საუბრის შემდეგ ბავშვს რაღაც დაუძახა აფრიკულ დიალექტზე, ისიც გამოვიდა და ცელოფნის პარკით რაღაც გამოიტანა, დავინახე აფრიკული მარიხუანა იყო ბალახი, ერთი იქვე მომაწევინა, მეორე დოზა მაჩუქა და, მითხრა ბიჭებს თუ მოუნდებათ, ჩემთან მოდი და პაკეტს 30 მარკად მოგცემო.. სხვას არ ვენდობი, მხოლოდ შენ იარე ხოლმეო,, ასე ვიქეცით, რამდენიმე ათეული ქართველი ამ ქალის კლიენტებად, ხანდახან ნაქურდალი ნივთებიც მიგვქონდა და თუ რამე მოეწონებოდა "პლანში" ვუცვლიდით, 2001 წელს დედის ავადმყოფობის გამო იძულებულები გავხდით საქართველოში დავბრუნებულიყავით,, მთელი გზა ვცდილობდი წარმომედგინა რას მეტყოდნენ ჩემი ბავშვობის ძმაკაცები, ჩემს ნარკოთავგადასავლებს რომ მოისმენდნენ,ალბათ შერცხვებოდათ რომ ერთ დროს ბირჟაზე მყოფნი ჩემთან ერთად დიდ მომავალზე ოცნებოდნენ, გადავწყვიტე, როგორც კი თბილისში ფეხს დავადგამდი, წამლისკენ აღარ გამეხედა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ისეთი საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი,, გვერდით მჯდომ დედასაც ღიმილით გადავხედე, იმის ნიშნად რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,დილით უთენია გავედი "ბირჟაზე" ერთი სული მქონდა, ჩემიანები მენახა, ჩემი ძმაკაცებიც ნელ-ნელა შეიკრიბნენ, როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ იმ უდარდელი ბავშვობიდან არაფერი შემოგვრჩენია, მეოცნებე ბიჭების ნაცვლად წამლის მკეთებლები შემრჩა ხელში, ჩვენთან უკვე ჰეროინის მოწევა დავიწყე, რადგან ნემსის გაკეთების მეშინოდა. 2005 წლიდან ჰეროინი უკვე ძნელი საშოვნელი გახდა, ერთ დღესაც როცა "განეცმა (კურიერი, ნარკოტიკების მომხმარებლების სლენგზე)" წამალი მოგვიტანა, ძალიან ცოტა იყო, სამნი ვიყავით და თუ მას მოვწევდი, ისინი ვერ გაიკეთებდნენ, ჩვენი კამათი მალე ჩხუბში გადაიზარდა..მე ჯიუტად ჩემს დოზას ვითხოვდი ისინი ბიჭები თავისას არ იშლიდნენ, ბოლოს ერთმა დრო იხელთა და ჰეროინი "პუზირში" ჩაყარა.. რაღას ვიზამდი, დავთანხმდი, მერე ყველას გვრცხვენოდა, წამლის გულისთის ძმაკაცებს როგორ უნდა გვეჩხუბა... მას მერე ვენიდან ნემსი არ გადამიგდია...

ოთხშაბათი დღე იყო, ბირჟაზე ვიდექით შვიდნი ვიყავით, ახალი გაკეთებული გვქონდა და ერთმანეთს ლაპარაკს არ ვაცლიდით, უცებ ქუჩაზე ძალიან სწრაფად მომავალი მანქანა გამოჩნდა , რომელმაც ჩვენს წინ მკვეთრად დაამუხრუჭა, კარები გაიღო, ვიღაცამ დაიღრიალა ზვიადა მომიკვდაო, ელდა დაცემული წინა კარებს ვეცი, როგორც კი გავაღე, ზვიადა ჩამივარდა ხელებში, ზედოზირება ჰქონდა, იქვე მიწაზე დავაწვინეთ ქალებმა დაიწყეს კივილი, გვიშველეთ ვინმემო, ყველა ჩვენსკენ მორბოდა, ზვიად არ დაგვღუპო- ვღიალებდით და აღარ ვიცოდით რა გვექნა, ვიღაცას სასწაფოში დაურეკია და როდესც მოვიდნენ, მისი გადარჩენა შევძლეს, გონზე მოსული ზვიადი რომ დავინახე, სიხარულისგან ცრემლმორეული ვაჯანჯღარებდი და გულში ვიკრავდი... მთელი უბანი ტიროდა...მანამდე ასე ახლოს ჩვენთან სიკვდილი არ მოსულა.. მომდევნო დღეებში ზვიადი მხოლოდ ღვინოს სვამდა,,, ერთი კვირის შემდეგ უბანში ავდიოდი, რომ სასწრაფომ ჩამიწუილა,, ზემოდან მორბენალ ბავშვებს ვკითხე, რა ხდება მეთქი,, ზვიადაა ცუდადო, დამიყვირეს და გაიქცნენ, გულმა ცუდი მიგრძნო, უკან მომავალ სასწრაფოს გადავუდექი, როგორ შევხტი მანქანაში არ მახსოვს, მიხაილოვის საავადმყოფოში ერთი ამბავი იყო. ექიმს მუხლებში ჩავუვარდი, ვეხვეწებოდი - სოსო (სოსო კუტუბიძე- ტოკსიკოლოგიის განყოფილების უფროსი - ავტ.) ზვიადი გადამირჩინე, ჰეროინი აქვს გაკეთებული მეთქი. ისიც თავზარდაცემული იდგა, სანუგეშოს რომ ვერაფერს მეუბნებოდა…ზვიადას გადარჩენა ვერ შევძელით... ზვიადას შემდეგ იყო ნიკა - იმ დროს ჰეროინს მხოლოდ ფონიჭალელი ბარიგები ყიდდნენ, რადგან მათ ბიზნესს პოლიცია მფარველობდა. ნიკას დიდუბელი ახლობლები ჰყავდა, რომლებიც წამალს ერთი ფონიჭალელი ბარიგისგან ყიდულობდნენ... ერთ დღესაც მიადგნენ წამლისთვის, თუმცა ბარიგამ უფულოდ არ გამოატანა, პოლიციას თუ ატან პოსლეზე, ჩვენ უარს რატომ გვეუბნებიო და მაგრად სცემეს. ამის გამო სამი დღე პოლიციაში ატარეს, კაცი როგორ სცემეთო, დრო გავიდა და ეს ამბვი თითქოს ყველას დააავიწყდა კიდეც, ერთ დღესაც ეს დიდუბელები ნიკასთან ერთად ლომკაში მყოფები ფონიჭალაში გავარდნენ, წამლის საყიდლად... თვითონ ბარიგებთან აღარ ჩნდებოდნენ, ვიღაც გაუგზავნიათ, ცოტა ხანში წამალიც მოუტანეს... სასწრაფოდ იქვე მანქანაში გაუკეთებიათ და იქვე " დარჩნენ", როგორც მერე აღმოჩნდა, ჰეროინში ქვიშა და თაგვის წამალი იყო გარეული... ამბობდნენ, იმ ბარიგამ შური ასე იძიაო, სიმართლეა თუ არა არვიცი... ნიკას მერე, იყო ოთო, მისი კუბო, საბერძნეთიდან ჩამოიტანეს ავტობუსით,, ზემოდან ვიღაცის შმოტკებით სავსე ჩანთები ეწყო... მივხვდი რომ უნდა გავჩერებულიყავი... ოჯახი მყავდა. ბავშვი რამდენმე თვის და მხოლოდ მასზე ზრუნვა თუ მომაბრუნებდა ცხოვრებსკენ,, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო... სანამ ერთხელ "ცუდმა ბიჭებმა" სუბოტექსი არ შემომთავაზეს... შემდეგ ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყო... 2010 წელს საქართველოში წამალი საერთოდ გაწყდა, არც პოლიციელები გვიკარებდნენ - სხვა დროაო, ვინც ზედოზირებას და ციხეს გადაურჩა ყველა თურქეთში წავიდა, ამბობდნენ ნარკომანისთვის იქ სამოთხეაო, სტამბოლის გზას მეც დავადექი... არ ვიცი, რას უწოდებენ ამ ქალაქს ტურისტები ან მოვაჭრეები, მაგრამ ეს ქალაქი ჩვენს სასაკლაოდ იქცა, ცხოვებაში მეგონა არაფერი გამიკვირდებოდა, მაგრამ რაც იქ ვნახე, ამას ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი... აკსარაიში წამლის ბარიგები ქართველი ქალები იყვნენ... აკსარაის ავტოსადგურში ყოველ დილით ნახავდით ლანდებად ქცეულ ჩვენს ბიჭებს, რომლებიც უფულობის გამო უფასო დოზის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, ბარიგა ქალები კი სიკვდილს ისე მოგყიდიდნენ, რომ წარბი არ შეუტოკდებოდათ, ერთმა ძალიან ამაყად მომაძახა, მე ჩემი შვილების სწავლის ფულს ვიხდი ამითო და ბიჭს მალე მანქანაც ეყოლებაო... კვდები იქ, უცხო მიწაზე,, თუ გაგიმართლა და პატრონი გამოგიჩნდა დედა მაინც დაგიტირებს და საფლავი სამშობლოში გექნება, თუ არადა სადღაც დაგმარხავენ, პარკში გახვეულს სახელსაც არ დაგაწერენ, შესანდობარსაც არავინ იტყვის შენსას... სამი თვის შემდეგ თბილისში დავბრუნდი... აქ კი "კრაკადილი" დამხვდა, ზის მთელი ქალაქი ამ შხამზე და თუ ადრე საკუთარ სიკვდილში 100 დოლარს მაინც იხდიდი, ეხლა სულ რაღაც კაპიკები გიჯდება, ერთი ორჯერ შევხედე როგორ ხარშავდნენ და მეც დავიწყე ხარშვა... აქაც იღბალი და გამართლება უნდა თუ სწორედ ვერ მოხარშავ, არა მარტო შენ მოკვდები არამედ კიდევ რამდენმე ადამიანის ცოდვას გაიყოლებ იმ ქვეყნად... ერთ გაკეთებას, მეორე მოყვა და ასე აეწყო ჩემი კრაკადილური ცხოვრება, დამზადებისას ისეთი სპეციფიკური სუნი დგება, რომ ტანსაცმელშიც ჯდება, ამიტომ ტანზე ვიხდიდი რომ სუნი არ მქონოდა, მაგრამ როდესაც სტაჟიანი მკეთებელი ხარ, უკვე თავად შენი სხეული ყარს... ქუჩაში გავლისას მეგონა, რომ ყველამ იცოდა ჩემი ამბავი, კრაკადილის მკეთებელს ეგრევე ვგრძნობ სუნით... ხალხი ვიცი ახალგაზრდა ბიჭები უკვე ლპებიან, ერთს ფეხი მოაჭრეს, გონზე რომ მოვიდა თავის მოკვლა უნდოდა...

ერთხელ მარშუტკაში დედასთან ერთად ვმგზავრობდი და ორი ტიპი ამოვიდა, ფეხზე იდგნენ, გაბურძგნულები და ჭუჭყიანები, საშინელი სუნი ასდიოდათ, გარეთ სუსხი იყო, მაგრამ ვიღაცამ ფანჯრის გარება მაინც ითხოვა, ეტყობა ახალი გაკეთებული ჰქონდათ და ერთმანეთს საუბარს არ აცლიდნენ, იმდენ გეგმებს აწყობდნენ, უცებ გავიფიქრე – ასეთი ხარ შენც, გიორგი... და დედას გადავხედე, უნებლიეთ გული ამიჩუყდა, ასეთ მომავალზე ოცნებობდა ის? ალბათ ამ კითხვას ათასობით გაწამებული და ცხოვრება წართმეული ჩემნაირი ბიჭი ყოველდღე სვამს, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალია..."

ნინო ბურჭულაძე (სპეციალურად საიტისთვის)
შოკო
06 მაისი 2017 08:36
სამწუხაროდ ეს პრობლემა ძალიან ხშირია არა მარტო თავებს იღუპავენ არამედ ოჯახებს ღუპავენ,18 წელი ვიცხოვრე ასეთი ადამიანის გვერდით და ყოველწუთს ვიბრძოდი მისი ამქვეყნისკენ შემობრუნებისთვის მაგრამ ვერაფერს გავხდი დღეს კი ევროპას აფარებს თავს იმის გამო რომ ვენა მაძღარი ჰქონდეს.სათქმელად ადვილია ნუ განსჯი მაგრამ საპატიებლად ძნელი ასეთი ადამიანები ახლობლებსაც კლავენ თავიანთი საქციელით
n.j.
09 ივლისი 2016 10:39
სიმართლეა რასაც ეს ადამიანი წერს. არ განსაჯოთ არ შერისხოთ მეც ასე ვბრაზობდი და მეჯავრებოდა ასეთი ადამიანები მაგრამ ერთ დღეს გავიგე ჩემი შვილიც ამ წუმპეში იყო. დიახ ბატონებო ამ ბიჭის აღსარება სრული სიმართლეა ზვიადი კი ჩემი შვილია რომელიც დამეღუპა .არ განსაჯოთ. ხვალ ვის რა ემართება არავინ იცის.
zaira
22 ივლისი 2015 12:40
ოჯახი უნდა დაეხმაროს ამ ავადმყოფობის განკურნებაში...ჩემი ოჯახის წევრიც იყო მომხმარებელი,როცა საზღვარგარეთ ცხოვრობდა,მაგრამ ოჯახის შექმნის მერე თვითონ არჩენს ოჯახს და ეკლესიურად ცხოვრობს.ალბათ თვითონაც უნდა მოინდომოს და ეყოს ნებისყოფა...

რედაქტორის რჩევით